ჩვენს ვთავაზობთ მომხმარებელს სახლის ნული ფაზიდან აშენებას, შეღავათიან ფასებში.
მიუხედავად იმისა რა ტიპის სახლის მშენებლობა სურს კლიენტს-ეს იქნება აგურის,ბლოკის,
მონოლითური თუ გაზობლოკის-ჩვენი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მთლიან სამუშაო ციკლზე,
დაწყებული სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვებიდან, შემდგომი დაპროექტება,
რაშიც შედის მთელი პაკეტი მომსახურების (გეოლოგია, გეოდეზია, დაკვალვა, კონსტრუქციები, არქიტექტურა, დაპროექტება, დიზაინი)
ასევე გავაკეთებთ ლანდშაფტის დაპროექტებას, დაგეგმარებას და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას, შემდგომი სამუშაოების შესრულებით.
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მიწის არჩევა-შეძენაში საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე
(იქნება ეს ფართი სახლის ასაშენებლად, კომერციული მიზნებისთვის თუ სხვა მიმართულებისთვის).
უამრავი პროექტებიდან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სახლის პროექტი და ასევე
ინდივიდუალურად შეგვიკვეთოთ განსაკუთრებული პროექტი თქვენივე მოსაზრებებით.

მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ მასალას, რომელიც არის მიღებული თანამედროვე პრაქტიკაში
და ასევე ინოვაციურ მასალებს, რომელიც წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიებით.
ჩვენ ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას და მკაცრად ვიცავთ დათქმულ ვადებს, რომელიც არის გამაგრებული ერთობლივი ხელშეკრულებით.
თქვენი სახლის საბაზო კომპლექტაცია
ფუნდამენტი-მონოლითური რკინაბეტონის რიგელი რკინაბეტონის კოლონებზე,
ფუნდამენტის კედლები ბეტონითა და ბლოკით.
ცოკოლის დაფარვა მონოლითური რკინაბეტონით,
მონოლითური დახურვა პირველი და მეორე სართულის სისქით 150 მმ.
კედელი-რკინაბეტონის კარკასი, შევსებული ბეტონის 200-300 მმ-იანი ბლოკებით,
კედლის გარე ნაწილი გაჯით დამუშავებული.
შიდა მზიდი კედლები დამზადებული ბეტონის 200 მმ-იანი ბლოკებით.
ბეტონის ტიხრები 100 მმ-იანი ბლოკებით.
გადახურვა-ხის სტრაფილების კონსტრუქცია, ანტისეპტიკური და არააალებადი მასალით.
ზემოდან დახურული რბილი ბიტუმით, ან მეტალო-კრამიტით.
სახურავის გარე სარტყელის ქვემოდან მოპირკეთება ხდება წიწვოვანი ჯიშის ხისგან,
შემდგომი ანტისეპტიკური დამუშავებით და შეღებვით.


აივანი-ტერასები, გარე კიბე მზადდება მონოლითური და შერეული რკინაბეტონით. აივნის ზედაპირის მოპირკეთება, ასევე აივნების შემოღობვის მონტაჟი,და მოაჯირების მონტაჟი საბაზო პროექტით არ ხორციელდება, რამდენადაც ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას,
თავისი შეხედულებისამებრ გაიფორმონ ის.