ბინის თეთრი კარკასის რემონტი, სად განვათავსოთ ელ.როზეტები

რჩევები ბინის თეთრი კარკასის რემონტი-სათვის

ბინის რემონტი, როგორ განვალაგოთ ელექტროროზეტები 

როდესაც ბინის თეთრი კარკასის რემონტის დროს ელექტროქსელის მოწყობის რიგი დგება, თქვენი შემდგომი კომფორტისათვის, მნიშვნელოვანია დენის წყაროს როზეტების სწორად განთავსება.

  • ოთახებში როზეტები იატაკიდან 25-30 სმ სიმაღლეზე დგება.
  • სააბაზანო ოთახის რემონტისას როზეტები იატაკიდან ერთ მეტრზე განათავსეთ, ამ დონზე ხვდება სარეცხის მანქანის ჩამრთველი. ასევე გაითვალისწინეთ ფენისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისთვის ჩამრთველები. მათი მოწყობა ნიჟარასთან, სარკესთან ან კარადაში ჩამონტაჟება შეიძლება.
  • სამზარეულოში წინასწარ განსაზღვრეთ რა ტექნიკას განათავსებთ. ძირითადი ჩამრთველები სამზარეულოს კარადის ზედაპირის გასწვრივ განათავსეთ, მისგან 10-30 სიმაღლეზე და ნიჟარიდან 50-60 სმ დაშორებით. ჩაშენებული ტექნიკისთვის ჩამრთველები იატაკიდან 5 სმ დაშორებით კეთდება.
  • სამზარეულოს სამუშაო მაგიდასთან კომფორტული იქნება როზეტების ორი ბლოკის მოწყობა: ერთი იატაკიდან 25-30 სმ დაშორებით, მეორე მაგიდის ზედაპირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე. შეიძლება როზეტის მაგიდის ზედაპირში ჩამონტაჟებაც.
  • კონდიციონერისთვის როზეტი იატაკიდან 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე კეთდება.

    ელექტრო როზეტების განლაგება ჯობია ბინის თეთრი კარკასის რემონტის დაწყებამდე

    შეადგინეთ გეგმა ელქტროქსელით, სანამ ბინის თეთრი კარკასის რემონტის ეტაპზე გადახვათ. მონიშნეთ ყველა ადგილი სადაც თქვენი აზრით დაგჭირდებათ ელექტროროზეტები. მოუსმინეთ თქვენს ცხოვრების ჩვევებს და მოთხოვნებს და არა ხელოსანის სტანდარტულ აზრს.

    • საძინებელის რემონტისას აუცილებელია ტუმბოების დასადგამი ადგილი დაგეგმოთ, რათა მათთან როზეტები ზედაპირიდან 10 სმ ზევით მოხვდეს და არა ტუმბოს უკან. თუ საწოლთან ტუმბოებს არ დგავთ, მაშინ როზეტები საწოლის ორივე მხარეს უნდა გაკეთდეს, გაწვდილი ხელის დონეზე.
    • ტელევიზორისთვის ჩამრთველი მის უკან უნდა განთავსდეს, დაახლოებით 130-160 სმ სიმაღლეზე. გაითვალისწინეთ ტელევიზორთან 3-4 ელქტრო როზეტისგან შემდგარი ბლოკი, თავად ტელევიზორისთვის და საჭიროების მიხედვით როუტერის, აუდიო ან სმარტ მოწყობილობების ერთად ჩასართველად.
    • სამზარეულოს გამწოვის უკან – 220-240 სმ სიმაღლეზე.
    • წინასწარ გაითვალისწინეთ როზეტები ინტერნეტ მოწყობილობებისათვისაც.

    როზეტის კედლებში განთავსებასთან ერთად ძალიან მოსახერხებელია ავეჯში ჩამალული ჩამრთველები, მაგალითად შეიძლება ისინი საძინებელში ან შესასვლელში კარადაზე, გვერდზე ან კარებზე დამაგრდეს.ძალიან პრაქტიკულია სამზარეულოს სამუშაო მაგიდაში დამალული როზეტები. ისინი არც ზედმეტ ყურადღებას იქცევს და მზადების დროსაც გამოგადგებათ სამზარეულოს ტექნიკისათვის.

    დიზაინერული რჩევა თეთრი კარკასის რემონტისას

    ბინის რემონტისას ინტერიერში მაღალი, დაახლოებით 20 სმ სიმაღლის პლინტუსები  გამოიყენეთ. მაღალ პლინტუსებში ჩამრთველები განათავსეთ. ბინის ინტერიერი ასე თანამედროვედ და ლამაზად გამოიყურება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები