2021 წლის ბინის რემონტი, ფერები სახლის ინტერიერი სათვის

ტრენდული ფერები სახლის ინტერიერისათვის, ბინის რემონტი 2021

ევროპული რემონტი ინტერიერში წლის მთავარ ტრენდულ ფერად Pantone ფერთა ინსტიტუტმა Classic blue – ღრმა, სუფთა ლურჯი დაასახელა. განვიხილოთ  მიმდინარე სეზონის ფერთა სხვა აქტუალური ვარიანტები.

რა პალიტრებით ვიხელმძღვანელოთ სახლის დიზაინისთვის ?

2020 წლიდან დიზაინერების და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებლების ფავორიტი გახდა მკრთალი მომწვანო-მოლურჯო ფერთა გამა, ტყის, მინდვრების, ოკეანის, ბუნებრივი ფერები.

ბინის რემონტი ს ტრენდული ტონალობები

კიდევ დიდხანს იქნება თანამედროვე რემონტის მოდური რუხი ტონალობის მქონე ყველანაირი ფერი:  ცივი კრემისფერი, რუხი ცისფერი, მუქი ყავისფერი, არამკვეთრი ვარდისფერი.

 

 

ფერთა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ექსპერტი თანხმდება რომ დაიწყო ინტერიერში მშვიდი, ნატურალური, ოპტიმისტური ფერების გამოყენების ეპოქა.

Classic blue და Bright Cobalt ყველაზე ხშირად გვხვდება ინტერიერში. როგორ გამოვიყენოთ ლურჯი აბაზანა-ტუალეტის რემონტისას? თეთრის და ლურჯის შეხამება უტყუარი მეთოდია. მუქი ლურჯი იდეალური ფონია ოთახის კედლებისათვის, მაგრამ სრულად მუქი ფერი სახლის ინტერიერში ცოტა დამთრგუნველია . ღია ფერების მოყვარულთათვის შესაძლებელია სახლის დიზაინში ლურჯი ელემენტების შეტანა – დეკორი, რბილი ავეჯი, ხალიჩა, სამზარეულოს გარნიტურა.

ლურჯი ფერი სახლის ინტერიერში გამოიყენეთ აბაზანის რემონტის დროს

ბევრი დიზაინერისთვის ლურჯ ფერზე არანაკლებ აქტუალური მენთოლისფერია. გაითვალისწინეთ რომ მას აქვს ცივი ტონი, ამიტომ არ გადააჭარბოთ მისი გამოყენება ინტერიერში. გამოიყენეთ ისევ და ისევ რემონტი ბინის დეტალების სახით . მენთოლისფერს ცოტა „ათბობს“ ღია ხის ფერთან შეხამება.

გაცრეცილი ცისფერი ინტერიერში თანამედროვედ და სუფთად გამოიყურება. რადგანაც ის კიდევ უფრო ცივი ტონია ვიდრე მენთოლი, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყენებთ: შეიძლება აბაზანის შეღებვა ამ ფერში ან ფარდების შერჩევა საძინებლის რემონტისას ოთახისათვის.

 

 

იასამნისფერი, 2019 წლიდან აქტუალური Ultra Violeti-ს მშვიდი და გაღიავებული ვარიანტია. მოცხარის ნაყინივით გამკრთალებული იასამნისფერი კარგი ვარიანტია ბიჭის ოთახის რემონტისას, მობეზრებული ლურჯის და ცისფერის ნაცვლად.    თბილ ვარდისფერთან შეხამებით ქალურ ნაზ ვარიატს მივიღებთ, ლურჯთან შეხამებით კი უფრო მკაცრ, თავშეკავებულ ინტერიერს.

თბილი ვარდისფერი, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნესვისფერი cantaloupe, მარჯნისფერი, ბინის რემონტის უნივერსალურ ფერებად ითვლება. შეიძლება ამ ფერში გოგონას საძინებელის, საბავშვო ოთახის მოწყობა, მისაღებ ოთახში აქცენტად დივანის დადგმა, სამზარეულოს რემონტისას კედლების ამ ფერად შეღებვა.

 

 

მდოგვისფერი ხშირი და დამახასიათებელია mid-century modern სტილისთვის, ასევე სკანდინავიურ სტილში ბინის რემონტის თვისაც მისაღებია. ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერში ნებისმიერი დოზით შეგიძლიათ გამოყენება. ჭუჭყიანი ყვითელის ზედმეტი სიმკვეთრე შეიძლება მუქი ლურჯი დეტალებით გავანეიტრალოთ.

 

 

დიზაინერები სულ უფრო იშვიათად იყენებენ სახლის ინტერიერში სუფთა შავ ფერს, ძირითადად ხდება მისი ჩანაცვლება გრაფიტისფერით. დრამატიკული აქრომატული შეხამება – გრაფიტი-თეთრი-რუხი პალიტრა  2021 წლის კიდევ ერთ ტრენდად ითვლება.

ღია ფერები პატარა ბინის რემონტი ს გასაკეთებლად

ღია რუხი ფერები, სხვადასხვა გარდამავალი ტონალობით, იდეალური ნეიტრალური ფონია ყველაფრისთვის და ნებისმიერ სახლის ინტერიერში შეიძლება იყოს გამოყენებული.

აქტუალურია ცივი მწვანე.  2020-21  წლის სეზონისათვის მორუხო მწვანე ფერები გახდა ბინის რემონტის რჩეული ფერები.

 

დანისლული, არამკვეთრი ფერები: ტყის ხავსის ფერი, ბოთლისფერი. განსაკუთრებით უხდება ქალაქგარეთ სახლის ინტერიერში. ეფექტურია ცოცხალი მცენარეების შეტანა.

 

 

 

 

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები