იდეები აივნის რემონტისთვის

როგორ გავარემონტოთ აივანი და გავხადოთ პრაქტიკული

აივანის არსებობა სახლისთვის ერთი დიდი პლიუსია, მაგრამ ხშირად დაუფასებელი და არასათანადოდ მოწყობილი. თანამედროვე რემონტში აივანისთვის მეტი ფუნქციონალის და კომფორტის მოწყობა შეგვიძლია.

ღია აივნების მოწყობა

მცირე ძალისხმევა და ღია აივანი შეიძლება მყუდრო ტერასად იქცეს. პატარა აივანზე გასაშლელი სკამები და მაგიდა დადგით, ადგილის ეკონომიისათვის. მიიღებთ ყავის დასალევ, ან სასადილო, ან ზაფხულისთვის სამუშაო კაბინეტს.  გაალამაზეთ აივანი ქოთნის ყვავილებიანი თაროებით, ან სპეციალური აივანის საყვავილეები დაამზადებინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყინვების პერიოდში მცენარეების დახურულ ოთახში შეტენა მოგიწევთ, ან მხოლოდ ყინვაგამძლე მცენარეები გამოიყენეთ.

თანამედროვე დახურული აივნების რემონტი

ფანტაზიის ბევრად დიდი გასაქანია დახურული ან შემინული აივანი,ლოჯია თუ გაქვთ. ასეთი აივანის გამოყენება სეზონზე არაა დამოკიდებული. არსებობს უამრავი იდეა აივანის პრაქტიკულად და ლამაზად მოსაწყობად.

  1. დასასვენებელი ზონა

ერთი-ორი რბილი სავარძელი, ან ბალიშებით გაწყობილი დასაჯდომი კუთხე თქვენს აივანს საუკეთესო დასასვენებელ სივრცედ აქცევს.

იატაკზე ხალიჩას თუ დააგებთ და გასაშლელ მატრასს გამოიყენებთ, საჭიროების შემთხვევაში კარგად გარემონტებული აივანი დასაძინებლადაც გამოგადგებათ, გაუთვალისწინებელი სტუმრების შემოსევისას.

  1. კაბინეტი

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში აღმოჩნდა, რა რთულია სახლში მყუდრო სამუშაო ადგილის მოძებნა. მცირე ბინის რემონტისას აივანზე კაბინეტი მოაწყეთ. საკმარისია პატარა მაგიდა ნოუთბუქისათვის, კარგი იქნება თუ ის გადმოსაშლელი იქნება. ან დადგით მომცრო სამუშაო მაგიდა კედელში ჩადგმული თაროებით. ასეთ აივანზე ბავშვისთვის სამეცადინო ან შემოქმედებითი კუთხის მოწყობაც თავისუფლად შეიძლება, თუ საძინებელში ამისთვის ადგილი აღარ რჩება.

3. სახელოსნო ოთახი

ჩხირკედელაობა თუ გიყვართ, ან რაღაცეების საკუთარი ხელით გამოჭრა-აწყობა თქვენი ჰობია, ან ხართ მოყვარული ხელოვანი, შემინული აივანი საუკეთესო ადგილია იქ გაიტანოთ თქვენი შემოქმედება. ასე ბინის ძირითადი ოთახებისგან მოშორებით იხმაურებთ და მუდმივად გექნებათ კარგი ბუნებრივი განათების საშუალება. კედელზე მოწყობილი სტელაჟები ყველა ხელსაწყოს და მასალის შესანახად იქნება საკმარისი.

4. სავარჯიშო ოთახი

ისევ და ისევ კარანტინის პირობებმა მოიტანა საჭიროება, ბინაში მინი სატრენაჟორო დარბაზის მოწყობის. მუდმივი კარგი ვენტილაციის საშუალება, ხმაურის ძირითადი ოთახებისგან გატანა, თანამედროვე ლოჯიას საუკეთესო სავარჯიშო სივრცედ ხდის.

5. სასადილო ოთახი

დახურულ აივანი სამზარეულოს თუ ესაზღვრება, მშვენიერი იქნება ის სასადილო ოთახად გამოიყენოთ. ან გაიტანეთ იქ მაცივარი, გაზქურა და სამზარეულოში გაათავისუფლეთ ამით ადგილი სასადილო ზონისთვის.

საყურადღებოა: ნებისმიერი სახის დემონტაჟისას სახლის რემონტის დროს, აივანზე იქნება ის თუ სხვა ოთახებში, გაითვალისწინეთ სპეციალისტის რჩევები!

 

ექსტრა იდეა ბინის თანამედროვე რემონტისთვის

ორიგინალური გამოვა თუ აივანზე ბარის მაგვარ სივრცეს მოაწყობთ. გააკეთეთ აივანის მოაჯირი განიერი ზედაპირით, დადგით ბარის რამოდენიმე მაგიდა, მოაწყვეთ აივანზე ლამაზი, რბილი ნათებით განათება და სტუმრებისათვის და თქვენთვისაც საუკეთესო გასართობ სივრცეს მიიღებთ.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები