ლანდშაფტური მშენებლობა და დიზაინი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

ლანდშაფტური მშენებლობა და დიზაინი – შემოდგომა- ზამთრის სეზონის თავისებურებები

სიცივის დადგომასთან ერთად კერძო სახლის ეზო შიშველი რჩება. პატარა მიწის ნაკვეთიც კი დაცარიელებული ჩანს. ფოთლოვანი ხეები კარგავენ სილამაზეს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ლანდშაფტური დაგეგმარებაით, ეზოს კიდევ უფრო მეტი გამწვანებით.

შემოდგომით განსაკუთრებით აქტუალური ხდება მარადმწვანე მცენარეების გამოყენება ეზოში. კარგი გამოსავალია ბაღში გვიანობამდე მოყვავილე მცენარეებიც. შემოდგომა- ზამთრის ლანდშაფტის ლეიტმოტივია სისადავე და სიმარტივე. ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი სახლის ეზო გაზაფხულამდე მოუვლელი უნდა დატოვოთ. პირიქით, ლანდშაფტურ დიზაინერებს უფრო მეტი საზრუნავი უჩნდებათ, რომ შეინარჩუნონ ზამთრის პეიზაჟის სილამაზე და შეამზადონ მიწის ნაკვეთი გაზაფხულზე ასამწვანებლად.

ზამთრისპირა მოვლა და ლანშაფტური დიზაინი

შემოდგომა- ზამთრის ბაღზე ზრუნვა ძირითადად დაცვენილი ფოთლების მოცილებით და არსებული მცენარეების მოვლა-შეფუთვით შემოიფარგლება. ოქტომბრიდან ვწყვეტთ გაზონების მორწყვას, გვიან შემოდგომით ბოლო გაკრეჭვის  შემდეგ აუცილებლად მოაცილეთ მოჭრილი ბალახის ღერები. აუცილებელია ეს მოასწროთ პირველ ყინვამდე, შემდეგ უკვე აღარ შეიძლება გაზონის ხელის ხლება.
ეცადეთ გვიან შემოდგომით მარადმწვანე მცენარეები დაამატოთ აგარაკის ეზოში. ტრენდულია ბუჩქების და დაბალტანიანი ხეების გამოყენება ლანდშაფტურ დიზაინში. გამოიყენეთ ბზა! ამ ბუჩქოვანი მარადმწვანე მცენარისათვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება, პლიუს ამით ხელს შეუწყობთ მის ენდემურ შენარჩუნებას. ლანდშაფტური დიზაინერები ასევე ხშირად იყენებენ ტუიას და დაბალტანიან ფიჭვის ჯიშებს. გაზრდილი ხეების გადარგვა სასურველია ნოემბერში განახორციელოთ. მარადმწვანე და გვიანმოყვავილე მცენარეები ლანდშაფტურ დიზაინში

ზამთრის ლანდშაფტის უცვლელ მოდურ დეტალად რჩება მინი საყვავილე, ქვებით გაფორმებული ყვავილების კლუმბა ან დიდ თიხის ქოთანში ჩარგული ქრიზანთემები, დუბკა, დეკორატიული კომბოსტო, მანანასებრთა ბუჩქ-ყვავილი Calluna (ვერესკი), კულმუხო (Helenium) ,სათოვლია (Colchicum) . ეს მცენარეები ზამთრამდე ყვავილობენ.

ზამთრის ლანდშაფტურ დიზაინს უხდება ქვის როკარიუმი და მშრალი წყაროები. ზამთარში სახლის ეზოს მოწყობისათვის ფანტაზიის გასაქანი შეუზღუდავია, გამოიყენეთ კენჭები, ღორღი, დიდი ქვები, კლდის იმიტაცია ეზოში, მოხრეშილი ბილიკები, ხავსი, ბაზალტი, გრანიტი. აქტუალურია თეთრი მარმარილოს დეკორატიული ნატეხები.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები