პატარა სახლის მშენებლობის დადებითი უარყოფითი მხარეები

რა ჯდება პატარა სახლის აშენება, 1სართულიანი აგარაკის მშენებლობა

 კერძო პატარა სახლის აშენება, აგარაკის მშენებლობა, დაწყებამდე გადასაწყვეტი საკითხები

საკუთარი სახლის ან აგარაკის მშენებლობაის დაწყებამდე აუცილებელია შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სახლის არქიტექტურული პროექტი. რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. პირველ რიგში განსაზღვრეთ რამხელა ფართი გესაჭიროებათ, რამდენი სართული, და თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე-სახლის აშენების ფასი.  თუ თქვენი ბიუჯეტი მაქსიმალურად შეზღუდულია, ყურადღება პატარა სახლის სამშენებლო პროქტებზე შეაჩერეთ. პატარა სახლის აშენება კარგი გადაწყვეტილებაა აგარაკისთვის. თუ ქალაქგარეთ დიდი დროის გატარებას და მხოლოდ რამოდენიმე საათით ჩასვლას აპირებთ, მცირე აგარაკის მშენებლობა საკმარისია.

პატარა სახლის აშენების დადებითი და უარყოფითი მხარე

განვიხილოთ პატარა კომპაქტური აგარაკების მშენებლობა პლიუსები და მინუსები.

პატარა სახლის აშენება

პატარა სახლის  აშენების ღირებულება

ჩვენი არქიტექტორები შემოგთავაზებენ ნებისმიერი სიდიდის და სირთულის კერძო სახლის პროექტს. პატარა სახლის აშენების ფასი ფართის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლები იქნება. შესაბამისად პატარა კერძო სახლებს პროექტიც უფრო მარტივი აქვს. მისი აშენება მცირე მიწის ნაკვეთზეც შეიძლება.

პატარა სახლები მარტივი მოსავლელი და შესანახია

პატარა ფართის გამო სახლის გათბობა-გაგრილება უფრო მარტივია. კომუნალური ხარჯებიც ნაკლები. ხოლო თუ სახლის ენერგოეფექტური მშენებლობა შეუკვეთეთ, გათბობაზე ხარჯები მინიმუმადე იქნება ჩამოყვანილი.

ავტონომიურობა და ბუნებასთან სიახლოვე

საკუთარი სახლის პატარა ფართის მიუხედავად, თქვენ მაინც მეზობლებისგან ავტონომიურად იცხოვრებთ. არ ხართ დამოკიდებული კორპუსის კომუნიკაციებზე, მეზობლების ხასიათზე და ა.შ. კერძო სახლი ყოველთვის უფრო პრივატულია ვიდრე ბინა. ყოველთვის არის პატარა ეზოს მოწყობის საშუალება, სადაც გააკეთებთ ყვავილნარს, ბაღს, პატარა ბოსტანს. შესაძლებელია ეზოში აუზის აშენება, ფანჩატურის მოწყობა, მაყალის დადგმა.

 აგარაკის მშენებლობაზე დროისა და ენერგიის ეკონომია 

პატარა სახლის შავი კარკასის აშენება ნაკლებ დროს საჭიროებს. შემდგომი კაპიტალური რემონტი იაფად და უფრო სწრაფად კეთდება ოთახების სიმცირის გამო. მარტივია და სწრაფი პატარა სახლის დალაგება. ნაკლებ დანახარჯს და დროს საჭიროებს სახლის მიმდინარე რემონტი. იმის გამო რომ ფართი შეზღუდულია, როგორც წესი ოთახების პროექტირება და რემონტი ხდება მაქსიმალური პრაქტიკულად, რათა ყველა კუთხე გამოიყენოთ.

კერძო სახლის მშენებლობა

ერთ ერთ პლიუსად შეძლება ჩაითვალოს პატარა აშენებული სახლის გაყიდვის სიმარტივე, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა. მისთვის უფრო მარტივია სწრაფად მყიდველის მოძებნა, ვიდრე უზარმაზარი სასახლისათვის.

 პატარა აგარაკის მშენებლობას თავისი მინუსები აქვს

პატარა სახლების მშენებლობას უმთავრესი მინუსია შეზღუდული რაოდენობით მაცხოვრებელთა განთავსების შესაძლებლობა.

ახალშექმნილი წყვილისთვის, ან მარტოხელა ადამიანისათვის მცირე ფართის სახლი იდეალური ვარიანტია, მაგრამ ბავშვებთან ერთად, მითუმეტეს დიდი ოჯახისთვის უკვე რთულია ოთახების განაწილება. თუ თქვენ გეგმავთ ოჯახით ცხოვრებას ან მეგობრებ-ნათესავების სტუმრობას აგარაკზე, 60 კვ.მ. სახლის მშენებლობა ცუდი იდეაა.პატარა ენერგოეფექტური სახლის მშენებლობა

აგარაკზე არ არის დამხმარე ფართის მოწყობის საშუალება

საკუთარი სახლის პატარა პროექტის გამო რთულია და ხშირად საერთოდ შეუძლებელი ცალკე ოთახები გამოყოთ საკუჭნაოდ, სამრეცხაოდ, სხვადასხვა ნივთების შესანახად. ეს ყველაფერი უნდა დაეტიოს საცხოვრებელ ოთახებში, რაც სახლის არეულობას და გადავსებას იწვევს. აგარაკის მშენებლობისას საჭირო ხდება ცალკე მარნის აშენება, ცალკე სამეურნეო ნივთების შესანახი ფარდულის, რაც ხარჯებს საგრძნობლად ზრდის და ამცირებს ეზოს ფართს და სილამაზეს.

სახლის ინტერიერის მოწყობის სირთულე

პატარა სახლის ინტერიერი

რაც უფრო პატარაა სახლის ფართი, მით უფრო რთულია ინტერიერი საინტერესოდ და კარგად გააფორმოთ. პატარა სახლის დიზაინში იზღუდებით დეკორის შერჩევისას, ფერების გამოყენებაში, ავეჯის რაოდენობით. დიდი სიფრთხილეა საჭირო რომ ყველა დიზაინერული ჩანაფიქრი რაც გნებავთ გამოიყენოთ, ჩატიოთ შეზღუდულ ფართში და სახლი არ იქცეს ავეჯის და ნივთების ქაოტურ საწყობად.

ყველაფრის აწონდაწონვის შემდეგ გააკეთეთ სწორი გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენი კომპანიის თანამშრომლები სიამოვნებით დაგეხმარებიან. შემოგთავაზებენ საკუთარი სახლის ასაშენებლად ფასით და ფართით ყველაზე მისაღებ პროექტს და მიდგომებს.

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები