რა ჯდება ბინის სახლის რემონტი დაგვიკავშირდით გაიგეთ ფასი 

ბინის სრული რემონტი

არსებობს ასეთი მოარული აზრი რომ ბინის სრული რემონტი არასოდეს არ სრულდება. ეს ნათქვამი მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც რემონტს არაპროფესიონალებს მიანდობთ.

      რემონტს ჩვენ თუ გვასრულებინებთ, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ხარისხიანად შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და გასაღების გადმოცემამდე მიყვანილ საცოვრებლად გამზადებულ ბინას. ჩვენ ვასრულებთ როგორც კოსმეტიკულ რემონტს, ასევე სრულ კაპიტალურ რემონტს, თქვენი სურვილების და რემონტზე გათვლილი ბიუჯეტის გათვალისწინებით. განვახორციელებთ ნებისმიერი სირთულის დიზაინერულ ჩანაფიქრს.

ამ სფეროში გვაქვს უდიდესი გამოცდილება, რასაც მოწმობს ჩვენს მიერ საქართველოს მასშტაბით გარემონტებული ასეულობით ბინა და კომერციულო ობიექტი. რემონტის პროცესში ეკონომიის გაკეთება გსურთ, და  ბინის რემონტი მინიმალური დანახარჯებით? ნუ გააკეთებთ ამას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე, რომლის გადაკეთება სულ მალე თავიდან მოგიწევთ.

გააკეთეთ ეკონომია ჩვენთან თანამშრომლობით, დაზოგეთ დრო, ნერვები და თანხაც.  პროექტის შექმნიდან მის რეალიზაციამდე ყველა სამუშაო პროცესს აწარმოებს ერთი ჯგუფი, ხარისხზე და შესრულებაზე კონტროლს აწარმოებს ერთი ჯგუფი და ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ უფასო აზომვით სამუშაოებს, უფასო და პროფესიონალურ კონსულტაციას, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოთა ამსახველ სრულიად გამჭვირვალე დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, დახმარებას საჭირო მასალების მოძიება-შეძენაში და შეღავათიან ფასებს სარემონტო და სამშენებლო მასალების შეძენისას.
ბინის კომპლექსური რემონტი საშუალებას გაძლევთ დროის ოპტიმალურ მონაკვეთში  მიიღოთ ტექნიკურად და ესთეტიკურად სრულად გამართული საცხოვრებელი ან კომერციული ფართი.

რემონტის ღირებულების გადახდა ხდება ეტაპობრივად, წინასწარ შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის და გადახდის გრაფიკის მიხედვით. 

ჩვენი სპეციალისტები ასრულებენ: 

• ყველა სახის სადემონტაჟო სამუშაოები;
• ტიხრების აშენება ბლოკით, აგურით, დასხმები;
• ყველა სახის ლესვა, სხვადასხვა მასალით (საჭიროებისამებრ);
• იატაკის ჩასხმა,მოჭიმული იატაკი, თვითსწორებადი იატაკი. მოჭიმვა ხელით და აპარატით;
• ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები;
• სუსტი დენების გაყვანა (ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, სიგნალიზაცია, ვიდეოსათვალთვალო სისტემები, ინტერნეტის ქსელი);
• საიზოლაციო სამუშაოები ( ფუნდამენტიდან სახურავის იზოლაციამდე);
• წყალმომარაგების სისტემის გაყვანა,სანტექნიკა, კანალიზაცია, სავენტილაციო სისტემების მონტაჟი;
• გათბობის ქსელის და გაგრილების სისტემის მონტაჟი, კონდიციონერის და გათბობის ქვაბის დაყენება;
• თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟი, ნებისმიერი ტიპის სამუშაოები (ჭერი,გატიხვრა, შეფუთვები, თაღები);
• ფილებით მოპირკეთება, კაფელ-მეთლახის გაკვრა;
• ბუნებრივი ქვით მოპირკეთება და კერამოგრანიტზე მუშაობა;
• ბუხარის მოწყობა, ელექტრობუხარის მონტაჟი, ექსტერიერში გრილის და ბარბექიუს მშენებლობა;
• ნებისმიერი სახის სამღებრო სამალიარო სამუშაოები, ღებვა,კედლის დეკორაცია, შპალერის გაკვრა;
• ექსტერიერში პერგოლის, ფანჩატურის, პატიოს მოწყობა სხვადასხვა მასალით, მარკიზების მონტაჟი;
• პარკეტის, ლამინატის, პარკეტის დაფის დაგება, პარკეტის მოხვეწა (ციკლოვკა), რბილი იატაკის მონტაჟი და ნებისმიერი ტიპის იატაკის დაგება-მოპირკეთება;
• საყოფაცხოვრებო აქსესუარების, განათების და ელექტროტექნიკის მონტაჟი; 
• ფრანგული გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, არმსტრონგის მონტაჟი;
• მეტალო-პლასტმასის კარ ფანჯრების, ალუმინის ვიტრაჟების, ხის კარ-ჯანჯრების ჩაყენება და დემონტაჟი;

•ინტერიერის დეკორირება (ავეჯი, განათება, აქსესუარები, სარკეები, ხალიჩა და ა.შ.)
• სამშენებლო ნაგვის გატანა ობიექტიდან;
• რემონტის შემდგომ დალაგება, გარემონტებული ბინის დასუფთავება (ქლინინგ ჯგუფი).

კერძო სახლის რემონტი უფრო შრომატევადი პროცესია

კერძო სახლის რემონტი  მეტად სკრუპულოზურ დაგეგმვას მოითხოვს. კერძო სახლი ცოცხალი ორგანიზმივითაა. ელექტრო ქსელები, სავენტილაციო ქსელები და გათბობის ქსელები სახლის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. სადმე რომელიმე არტერიის მოშლა მთელი ორგანიზმის, მთელი სახლის შენობის ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.

ამიტომაა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობის და რემონტის დროს დაცული იყოს ყველა სტანდარტი, სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანი მასალებით და სტანდარტების დაცვით.