როგორ შევარჩიოთ ფარდა, რჩევები რემონტისათვის

რა აკლია ბინის დასრულებულ რემონტს ჰარმონიისათვის?

სახლის რემონტი დასრულდა, ინტერიერი ავეჯით შეივსო და სახლს მაინც რაღაც აკლია? რათქმაუნდა ეს ფარდებია. ფარდები ხომ არამხოლოდ დასრულებულ სახეს ანიჭებს ინტერიერს, არამედ პრაქტიკული დატვირთვაც აქვს – მზის სინათლისგან, მტვერისგან,  ქუჩიდან შემომავალი ღამის განათებისგან და ტემპერატურისგანაც კი, დაცვა. ფარდებს შეუძლია ყველაზე სადა ინტერიერიც კი გაამდიდროს და გახადოს მეტად ჰარმონიული

ქვემოთ შემოგთავაზებთ რჩევებს რემონტისთვის და შევეცდებით დაგეხმაროთ ფარდის სწორად შერჩევაში.

ფარდის ფორმები, ფარდის დამზადების ძირითადი სახეობები

პირველ რიგში ფარდის ძირითადი სახეობები განვიხილოთ:

კლასიკური ფარდები – რათქმაუნდა ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. სხვადასხვა ფერის, ქსოვილის, დაკიდების სხვადასხვა მეთოდით ( ფარული კარნიზი, არაფარული კარნიზი, ლუვერსი, ლენტური),ნებისმიერი სტილის ინტერიერისთვის.

ფარდა როლეტი , რულონური ფარდა – ფარდაა, რომელიც დახვეულია რულონად და აკეცვა/ჩამოწევის მექანიზმი აქვს. თანამედროვე და პრაქტიკული ვარიანტია სამზარეულოსთვის, ორანჟერეისათვის, კაბინეტისათვის. უხდება მინიმალისტურ და ტანამედროვე ინტერიერს.

რომაული ფარდა – ქსოვილის ჰორიზონტალური ნაკეცები, რომელიც ტალღოვნად გადადის ერთმანეთზე და მოძრაობს. ელეგანტური ვარიანტია და უხდება ნებისმიერ ინტერიერს, ქსოვილის და ფერის გათვალისწინებით. ასევე კარგი ვარიანტია სამზარეულო, კაბინეტი, ბავშვის ოთახისათვის.

იაპონური ფარდა – საქართველოში ჯერ-ჯერობით ნაკლებად გამოყენებული მაგრამ ძალიან საინტერესო ფარდა-ჟალუზის ვარიანტია. წარმოადგენს რელსზე მოძრავ ქსოვილის სლაიდური პანელებს. თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერს უხდება, განსაკუთრებით მასიურ მაღალ ვიტრაჟებს.

ფარდა ჟალუზი – ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლებისგან შედგება, პანელები შეიძლება იყოს როგორც წვრილი ან შედარებით განიერი, იმართება სპეციალური მექანიზმით და შეიძლება ქონდეს ხის, პლასტიკის, ალუმინის ფაქტურა, ფერი ნებისმიერი. განსაკუთრებით უხდება ინტერიერის სკანდინავიურ, ინდუსტრიულ და ლოფტ სტილს.

რა ფერის ფარდა შევუხამოთ ბინის ინტერიერს

სახეობებში გავერკვიეთ, ახლა განვიხილოთ ფარდის ფერის და პრინტის შესარჩევი კრიტერიუმები.

პირველ რიგში ვითვალისწინებთ ფართობს, რაც პატარაა ოთახი, მით ღია ფერის და კედლის ფერთან ახლოს შეარჩიეთ.

მზით ინტენსიურად განათებულ ოთახში შეარჩიეთ ცივი ტონის მკვრივი ფარდები. საძინებელი თუ ასეთ მხარესაა ნუ გააკეთებთ ეკონომიას და შეარჩიეთ ბლექაუთ ქსოვილის ფარდები რომელიც თითქმის არ ატარებს სინათლეს. Black out ასევე კარგია მზიან მისაღებ ოთახებში,სადაც ხშირად უყურებენ TV-ს.

ბნელ, ჩრდილოვან ოთახში უპირატესობა თბილ ღია ტონებს მიანიჭეთ, ისინი შექმნიან მზიანი მხარის იმიტაციას. თბილი ტონები პატარა ფანჯრებსაც უხდება, ვიზუალურად ზრდის ფანჯრის ზომას.

თუ მშვიდი, ლაკონური ინტერიერის მიღება გსურთ, ფარდა ავეჯის, კედლის ან ხალიჩის ტონს შეუხამეთ. აიღეთ იგივე ფერი  2-3 ტონით მუქი ან ღია. თუ თამამი გადაწყვეტილების მომხრე ხართ, გსურთ რაიმე განსაკუთრებული შტრიხი შესძინოთ ოთახს, შეარჩიეთ მკვეთრი ცოცხალი ფერის ფარდები, მაგრამ გაითვალისწინეთ- ამ შემთხვევაში კედლები უნდა იყოს ნეიტრალური ფერის, ნახატის გარეშე და ფარდის ფერს რაიმე სხვა დეტალი, მაგალითად რბილი ავეჯის ბალიშები ან სავარძელი უნდა იმეორებდეს.

საინტერესო გადაწყვეტილებაა ასევე ერთ ოთახში ორი ერთმანეთთან შეხამებული ფერის ფარდის გამოყენება .

აბსტრაქტული პრინტის ფარდები კარგად ეხამება თანამედროვე და ახალგაზრდულ ინტერიერს.

მცენარეული ორნამენტის, ყვავილების პრინტიანი ფარდები უხდება ეკო სტილს, პროვანსს. ასევე მინიმალისტურ საცხოვრებელ სივრცეს ,რომლის გამოცოცხლება და დინამიურობის მინიჭება გვინდა.

გაითვალისწინეთ რომ ყველა ფაქტურა არ ეხამება ერთანეთს. კარგად არ გამოიყურება ტილოს ფაქტურის და ხავერდის შეხამება, პრიალა მბზინავ ქსოვილთან- ზედმეტად უხეში გლუვი, თბილ ფერთან -ცივი ფერის.

არ გამოიყენოთ თითქმის ერთი სიმკვრივის ქსოვილები, განსხვავება თხელსა და სქელს შორის უნდა იგრძნობოდეს.

სახლის რემონტი და ფარდის სიგრძე და სიგანე

არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი სიგრძე და ნაკეცების სწორი სიხშირე ავარჩიოთ.

პირველ რიგში ,საფარდე კარნიზი ფანჯრის ჩარჩოს არანაკლებ 20-25 სანტიმეტრით უნდა ცილდებოდეს.

კლასიკური ფარდის სიგრძე უმჯობესია ეხებოდეს იატაკს მინიმუმ 1-2 სანტიმეტრით. ძველი აშენებული ბინების უსწორმასწორო იატაკის შემთხვევაში აიღეთ კარნიზიდან იატაკამდე სიმაღლეს პლიუს 3-4 სანტიმეტრი. 10-15 სმ-ით იატაკზე დაყრილი ფარდა უხდება მძიმე ბოჰემურ გარდინებს, რომელთაც არ ჭირდება ხშირი მოძრაობა. 

ჩაინიშნეთ საფარდე ქსოვილის სიგანის გამოსათვლელი მარტივი ფორმულა – ფანჯრის ღიობის სიგანე გამრავლებული ნაკეცების კოეფიციენტზე. ეს კოეფიციენტი კი შეადგენს:

თხელი ჰაეროვანი ფარდებისთვის- 3

საშუალო სისქის რბილი ფარდებისთვის- 2.5

Blackout და სხვა მკვრივი ფარდებისათვის -2

სკანდინავიური სტილის, მინიმალისტური ინტერიერისათვის,ბნელი ოთახისათვის მისაღებია – 1,5

ასევე თუ ფარდაზე უნიკალური ლამაზი პრინტია რომლის დარღვევაც არ გვინა – 1,5.

იმედია ყველა ამ რჩევის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ ფარდები, რომელიც დაამშვენებს თქვენს ბინას. ამავე დროს თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ადგილზე აზომვა, მოგაწვდით ქსოვილის ნიმუშებს და მზა ფარდების მონტაჟსაც თავად ვუზრუნველყოფთ . ჩვენს დამკვეთებს სახლის რემონტი ს შემდგომ ჩვენ სწორედ ასეთ სრულ სერვისს ვთავაზობთ. წარმატებები!

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები