რა ჯდება ბინის სახლის რემონტი გაიგეთ ფასი

არსებობს ასეთი მოარული აზრი რომ ბინის სრული რემონტი არასოდეს არ სრულდება, ის მხოლოდ რაღაც ეტაპზე ჩერდება. ეს ნათქვამი მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც რემონტს არაპროფესიონალებს და არაკეთილსინდისიერ სპეციალისტებს ანდობთ, ან ცდილობთ საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად გააკეთოთ ყველა სარემონტო სამუშაო.

მაგრამ ბინების რემონტს ჩვენ თუ დაგვიკვეთავთ, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ მაღალ დონეზე შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და გასაღების გადმოცემამდე მიყვანილ დასრულებულ ბინას. ვასრულებთ როგორც კოსმეტიკულ რემონტს, ასევე სრულ კაპიტალურ რემონტს, თქვენი სურვილების და რემონტზე გათვლილი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

ამ სფეროში გვაქვს უდიდესი გამოცდილება, რასაც მოწმობს ჩვენს მიერ საქართველოს მასშტაბით გარემონტებული ასეულობით ბინა და კომერციულო ობიექტი რემონტის პროცესში ეკონომიის გაკეთება გსურთ, ბინის რემონტი იაფად შეასრულოთ? ნუ გააკეთებთ ამას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე, რომლის გადაკეთება სულ ახლო მომავალში მოგიწევთ.

გააკეთეთ ეკონომია ჩვენთან თანამშრომლობით, პროექტის შექმნიდან მის რეალიზაციამდე ყველა სამუშაო პროცესს აწარმოებს ერთი კომპანია, გარანტიას გაძლევთ ერთი კომპანია და ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ უფასო აზომვით სამუშაოებს, უფასო და პროფესიონალურ კონსულტაციას, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოთა ამსახველ უფასო და გამჭვირვალე ხარჯთაღრიცხვას, დახმარებას საჭირო მასალების პოვნაში და შეძენაში და შეღავათიან ფასებს სარემონტო და სამშენებლო მასალების შეძენისას.
ბინის კომპლექსური კაპიტალური რემონტი საშუალებას გაძლევთ დროის მინიმალურ დროში მიიღოთ ტექნიკურად და ესთეტიკურად სრულად მოწყობილი და დასრულებული საცხოვრებელი და კომერციული ფართი. ჩვენი სპეციალისტები ასრულებენ:

ბინების რემონტი

• ყველა სახის სადემონტაჟო სამუშაოები
• ტიხრების აშენება ბლოკით, აგურით, დასხმები
• ყველა სახის ლესვა, სხვადასხვა მასალით საჭიროებისამებრ
• იატაკის ბეტონის ჩასხმა,მოჭიმული იატაკი, თვითსწორებადი იატაკი. მოჭიმვა ხელით და აპარატით
• ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები
• სუსტი დენების გაყვანა (ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, სიგნალიზაცია, ვიდეოსათვალთვალო სისტემები, ინტერნეტის ქსელი)
• საიზოლაციო სამუშაოები ( ფუნდამენტიდან სახურავის იზოლაციამდე)
• წყალმომარაგების სისტემის გაყვანა,სანტექნიკა, კანალიზაცია, სავენტილაციო სისტემების მონტაჟი
• გათბობის ქსელის და გაგრილების სისტემის მონტაჟი, კონდიციონერის და გათბობის ქვაბის დაყენება
• თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟი, ნებისმიერი ტიპის სამუშაოები (ჭერი,გატიხვრა, შეფუთვები, თაღები)
• ფილებით მოპირკეთება, კაფელ-მეთლახის გაკვრა
• ბუნებრივი ქვით მოპირკეთება და კერამოგრანიტზე მუშაობა
• ბუხარის მოწყობა, ელექტრობუხარის მონტაჟი, ექსტერიერის გრილის და ბარბექიუს მშენებლობა
• ნებისმიერი სახის სამღებრო სამალიარო სამუშაოები, ღებვა,კედლის დეკორაცია, შპალერის გაკვრა
• ექსტერიერში პერგოლის, ფანჩატურის, პატიოს მოწყობა სხვადასხვა მასალით, მარკიზების მონტაჟი
• პარკეტის, ლამინატის, პარკეტის დაფის დაგება, პარკეტის მოხვეწა (ციკლოვკა), რბილი იატაკის მონტაჟი და ნებისმიერი ტიპის იატაკის დაგება-მოპირკეთება
• საყოფაცხოვრებო აქსესუარებისა და ელექტროტექნიკის მონტაჟილესვა: გაჯით, ქვიშა&ცემენტით, როტბანდით;
• ფრანგული გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, პლასტიკატის შეკიდული ჭერის, არმსტრონგის მონტაჟი
• მეტალო-პლასტმასის კარ ფანჯრების, ალუმინის, ხის კარ-ჯანჯრების ჩაყენება და დემონტაჟი, ვიტრაჟების მოწყობა
• სამშენებლო ნაგვის გატანა;
• რემონტის შემდგომ დალაგება, გარემონტებული ბინის დასუფთავება (ქლინინგ ჯგუფი).

გადახდა ხდება ეტაპობრივად, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რაოდენ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული შენობა-ნაგებობის რემონტი, თუნდაც ჩვენი ლოიალური საფასო პოლიტიკის მიუხედავად.

კერძო სახლის რემონტი ყოველთვის უფრო დიდი პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივ რამდენიმე ოთახიანი ბინის რემონტი. ამ შემთხვევაში მხოლოდ სტანდარტული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება ზედაპირული პროცესია.

კერძო სახლი ცოცხალი ორგანიზმივითაა. ელექტრო ქსელები, სავენტილაციო ქსელები და გათბობის ქსელები სახლის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. სადმე რომელიმე არტერიის მოშლა მთელი ორგანიზმის, მთელი სახლის შენობის ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.

ამიტომაა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობის და რემონტის დროს დაცული იყოს ყველა სტანდარტი, სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანი მასალებით და შედგენილი პროექტის სრული დაცვით.