რემონტის შემდგომი ინტერიერის დაკომპლექტება ავეჯით და აქსესუარებით

ახლის რემონტის შემდგომი დაკომპლექტება ავეჯით და ბინის კეთილმოწყობა ინტერიერის ელემენტებით პროცესია, რომელიც კარგი ხელოვნების ნიმუშის შესაფერის ჩარჩოში ჩასმის პროცესს გავს. ფერების სწორი შეხამებით, სწორი განათებით, ავეჯის ფორმების შერჩევით, დეკორის ელემენტების სწორი შერჩევით და განლაგებით სახლის ინტერიერში ჩვენ ვქმნით სახლის დასრულებულ და ინდივიდუალურ სტილს.

ჩვენი სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია თქვენი ფართის არსებული ნაკლოვანებების დაფარვა და მათი უპირატესობების წარმოჩენა.
როდესაც ძირითადი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები შესრულებულია, დგება ეტაპი როდესაც სახლი უნდა დააკომპლექტოთ ინტერიერის საგნებით, რომლებიც ხაზს გაუსვავენ დახვეწილ სტილს, შეგიქმნიან დამატებით კომფორტს და აქცენტს გააკეთებენ თქვენს უნიკალურ გემოვნებაზე.

რემონტის შემდეგ სახლის მოწყობა შემოქმედებითი ეტაპია, რომელსაც ჩვენი ჯგუფი ისეთივე ყურადღებით ეკიდება, როგორც სხვა დანარჩენ რემონტის ეტაპებს. ინტერიერის დეტალები ხაზს უსვავენ სახლის სტილს, ისევე როგორც სტილი დგება დეტალებისაგან.

 ექსტერიერის და ინტერიერის დაკომპლექტება ავეჯის გარნიტურით, დეკორის ელემენტებით, ტექნიკით ყველა მანამდე ჩატარებული სამუშაოს დაგვირგვინებაა.
ჩვენ თქვენთან ვართ მიწის ნაკვეთის შერჩევისა და თქვენი მომავალი სახლის პროექტის შექმნიდან, ინტერიერში ავეჯის და აქსესუარების შერჩევა და განლაგებამდე, ბინის დიზაინერული პროექტის დასრულებული იერსახის მიღებამდე.

რა ჯდება რემონტი