თანამედროვე სტილის კერძო სახლის მშენებლობა
არასტანდარტული კერძო სახლის პროექტი
ვცდილობთ რომ საკუთარი სახლების არქიტექტურული პროექტები შეესაბამებოდეს მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციებს. ეს არქიტექტურული პროექტი, რომელიც ჩვენი ჯგუფის მიერ აშენდა, გატანილი იქნა ევროპის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფესტივალზე და საპატიო ადგილიც დაიკავა.
საკუთარი სახლის მშენებლობის კონსტრუქციული სირთულეები
ასეთი პროექტის შავი კარკასის მშენებლობა საკმაოდ რთულია, რადგან კონსტრუქცია მოითხოვს დიდ ყურადღებას და კონტროლს. გამორიცხულია თუნდაც მინიმალური შეცდომის დაშვება. აღსანიშნავია ასევე რომ კერძო სახლის აშენება მოხდა კლდოვან ნიადაგზე.
მშენებლობა სახლების ასეთი არქიტექტურული პროექტით – შრომატევადია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოცაა ჩვენი გუნდისთვის.
კერძო სახლის მშენებლობა გამორჩეული მიდგომა
ამ პროექტში საცურაო აუზი შიდა ფართში დაიგეგმა. მთლიანად სახლს და ყველა ოთახს არასტანდარტული გეგმარება აქვს. ფასადის 70 პროცენტს ვიტრაჟები მოიცავს, რაც სახლს ნათელს ხდის და ბუნებასთან უფრო აახლოვებს დამკვეთ ოჯახს.
სახლის ფასადის მოპირკეთება
სახლის ფასადის მოპირკეთდა ინოვაციური მასალით, რომელიც საქართველოში ფართოდ ჯერ არაა წარმოდგენილი. ბელგიაში წარმოებული Cedral Eternit კომპოზიტური ფილები ლამაზ ვიზუალთან ერთად იცავს სახლის ფასადს და მდგრადია ბუნებრივი ფაქტორების მიმართ.
აშენებული კერძო სახლის სრული რემონტი
კერძო სახლის თანამედროვე დიზაინის შესაბამისად შიდა ინტერიერიც უმეტესად კერამოგრანიტის ფილებით მოპირკეთდა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგიების Smart House დეტალები. სრულად ინტერიერი ქმნის გაშლილი სივრცის და ტავისუფლების სეგრძნებას
იმავდროულად შესრულდა ფასადის თბოიზოლაცია და ლანდსაფტის დაგეგმვა, ეზოს მოწყობა.