სააგარაკე კერძო სახლის მშენებლობა და რემონტი საგურამოში

ჩვენი გუნდის მიერ  აშენებული ორსართულიანი კერძო სახლის პროექტი

სააგარაკე სახლის მშენებლობა ქალაქებში მშენებლობისგან განსხვავდება იმ თვალსაზრისით რომ არ არის ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა ქუჩების სივიწროვე ტექნიკისთვის, მეზობლების სიახლოვე. კერძო სახლის პროექტი საკმაოდ მძიმე და დიდი დაიგეგმა. ჩვენ შევეცადეთ მყუდრო გარე ლანდშაფტით და დეკორატიული ელემენტებით შეგვექმნა უფრო მსუბუქი გარემო ჩვენი დამკვეთისთვის.

სახლის პროექტის და შიდა ინტერიერის დახვეწა აშენებისას

ამ შემთხვევაში პროექტი ჩვენი კომპანიის არქიტექტორების მიერ არ იყო შესრულებული, და ჩვენ უნდა მოვრგებულიყავით სახლის მზა პროექტს. მშენებლობა და რემონტის პროცესში შევიტანეთ ჩვენი დირექტივები ფასადში და სახლის შიდა ინტერიერშიც. სახლი გახდა მეტად კლასიკური და ლამაზი. ჭედურმა ელემენტებმა შეიტანა მთლიან კონსტრუქციაში სიმსუბუქე.

აგარაკის რემონტი და ოთახების დაგეგმარება

აგარაკის რემონტი ბინის რემონტისგან განსხვავებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, აგარაკის შიდა ინტერიერი ადამიანის სრულყოფილ დასვენებას უნდა უწყობდეს ხელს. რადგანაც წელიწადის რაღაც ნაწილი სააგარაკე სახლი დაკეტილია, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ნესტი,გაკეთდეს სწორი იზოლაცია და ვენტილაცია. ოთახები დაიგეგმა ისე რომ ყოფილიყო ბევრი დასასვენებელი და გასართობი სივრცე. ასევე გათვალისწინებულია სტუმრების განთავსების შესაძლებლობა. რადგანაც დამკვეთის ოჯახი მრავალრიცხოვანი და სტუმართმოყვარეა, სართულები გავყავით ზონებად, სადაც საძინებლები და სველი წერტილები მაქსიმალურად იზოლირებულია.

სახლში არის დიდი ჰოლი ბუხრით. მყუდრო სამზარეულოდან კლასიკური სტილის ავეჯით გავდივართ უკანა ეზოში. აქ მოვაწყეთ ბარბექიუს ზონა. ჩვენი კომპანიის ოსტატების მიერ შესრულდა სამზარეულოს ავეჯის ესკიზიც და აწყობა.

ინტერიერის რემონტი კლასიკურ სტილში

მთლიანად სახლი, ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინი არის გადაწყვეტილი კლასიკურ სტილში. ზომიერი, ზედმეტი ელემენტების გარეშე სახლის დიზაინი წლების განმავლობაში აქტუალური იქნება.

კერძო სახლის მშენებლობა თეთრი კარკასი და მისი სრული რემონტი შრომატევადი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რაც უფრო დიდია ასაშენებელი ობიექტი მით მეტი დაგეგმვა, კონტროლი და უსაფრთხოების დაცვაა საჭირო. სააგარაკე სახლი ავაშენეთ და გავარემონტეთ მაქსიმალურად სწრაფად, ჩაბარდა დათქმულ ვადებში და დამკვეთი აბსოლუტურად კმაყოფილი დავტოვეთ.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები