აშენება შენობის

კომერციული ფართის მშენებლობა – რემონტი, ხმელნიცკის ქუჩა

ჩვენს მიერ აშენებული კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობა

კომპანიის ჯგუფის მიერ აშენებული ერთ-ერთი  კომერციული ფართი მდებარეობს ხმელნიცკის ქუჩაზე. დამკვეთის მიერ შენობაში იგეგმებოდა საოფისე ფართის მოწყობა.

ძველი შენობის დემონტაჟი

მშენებლობის დაწყებამდე მოხდა ძველი ერთსართულიანი ფართის დემონტაჟი. შემდეგ ამოშენდა და დაშენდა მეორე სართულიც. ფასადი საკმაოდ ლაკონური და ეფექტურია,  კარგად ჩანს გზიდან.

კომერციული ფართის აშენება, რემონტი

შესრულდა შენობის რემონტი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. მოპირკეთდა და შეიღება ფასადი. ფასადზე განვათავსეთ ვიტრაჟული ფანჯრები.

მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით კეთილმოვაწყეთ მიმდებარე ტროტუარი და მცირე ეზო.

ძველი უსახური ნანგრევების ნაცვლად ქუჩის არქიტექტურას შეემატა თანამედროვე ლამაზი შენობა, რაც ჩვენი სამშენებლო ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები