მიმდინარე სამრეწველო მშენებლობა ბელიაშვილის ქუჩაზე

სასაწყობე ფართის და ბასეინის მშენებლობა კომპანია “BS”-თვის

დავიწყეთ ახალი ობიექტის მშენებლობა ბელიაშვილის ქუჩაზე. მიმდინარე ობიექტის მშენებლობა მოითხოვს ტექნიკური ნორმების ზედმიწევნით ცოდნას და დაცვას. ამ ეტაპზე დასრულდა სასაწყობე შენობის ფუნდამენტის მშენებლობა.

ლითონის კარკასი სენდვიჩ პანელების მონტაჟისათვის

აეწყო ლითონის კონსტრუქცია, რომელიც იქნება კარკასი სენდვიჩ პანელებით მშენებლობისათვის. კონსტრუქცია შესაბამისად მოწყობილ ფუნდამენტზე დამონტაჟდა.

ბასეინის მშენებლობა სახანძრო უსაფრთხოებისათვის

საწყობის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნის მიხედვით ესაჭიროება წყლის რეზერვუარი სახანძრო უსაფრთხოებისათვის. რეზერვუარისთვის მიმდინარეობს ნორმების შესაბამისი მოცულობის ბასეინის მშენებლობა.

საწყობის აშენება პროცესშია, მის პარალელურად შენდება ნაგებობა რომელიც უახლესი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრისათვის იქნება განკუთვნილი.

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები