პრემიუმ კლასის კერძო სახლის მშენებლობა წყნეთში

მიმდინარე კერძო სახლის მშენებლობა

არასტანდარტული კერძო სახლის პროექტი 

ბოლო წლებში ჩვენი არქიტექტორების ნამუშევრები სულ უფრო საინტერესო ხდება. ვცდილობთ რომ საკუთარი სახლების არქიტექტურული პროექტები შეესაბამებოდეს მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციებს. ეს არქიტექტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვაშენებთ და ვარემონტებთ, გატანილი იქნა ევროპის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფესტივალზე და საპატიო პირველი ადგილიც დაიკავა.

საკუთარი სახლის მშენებლობის კონსტრუქციული სირთულეები

ასეთი პროექტის შავი კარკასის მშენებლობა საკმაოდ რთულია, რადგან კონსტრუქცია მოითოვს დიდ ყურადღებას და კონტროლს. გამორიცხულია თუნდაც მინიმალური შეცდომის დაშვება. აღსანიშნავია ასევე რომ კერძო სახლის აშენება მოხდა კლდოვან ნიადაგზე.

მშენებლობა სახლების ასეთი არქიტექტურული პროექტით – შრომატევადია, ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საინტერესოცაა ჩვენი გუნდისთვის.

კერძო სახლის დიზაინის გამორჩეული მიდგომა

ამ პროექტში აუზის აშენება შიდა ფართში დაიგეგმა. მთლიანად სახლს და ყველა ოთახს არასტანდარტული ფორმა აქვს. ფასადის 70 პროცენტს ვიტრაჟები მოიცავს, რაც სახლს ნათელს ხდის და ბუნებასთან უფრო აახლოვებს დამკვეთ ოჯახს.

მიმდინარეობს სახლის ფასადის მოპირკეთება ინოვაციური მასალებით, რომელიც საქართველოში ფართოდ ჯერ არაა წარმოდგენილი. ბელგიაში წარმოებული Cedral Eternit კომპოზიტური ფილები ლამაზ თანამედროვე ვიზუალთან ერთად დაიცავს სახლის ფასადს ნესტისგან და მდგრადია ბუნებრივი ფაქტორების და მექანიკური დაზიანების მიმართ.

კერძო სახლის მშენებლობის შემდგომი ეტაპი, სრული რემონტი

 

ამჟამად მიმდინარეობს სახლის ფასადის მოპირკეთება ალუმინის ინოვაციური მასალით. იმავდროულად სრულდება ფასადის თბოიზოლაცია.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია სახლის რემონტი, შიდა სივრცის მოპირკეთება და ლანდშაფტური სამუშაოები, რაც სახლს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და სრულყოფს გამორჩეულ პროექტს.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები