კერძო სახლების მშენებლობა ბინების რემონტი

“თ&თ ჯგუფი” შეიქმნა 2006 წელს. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა 2000-იან წლებში, მშენებლობის სფეროში ჩავარდნის ფონზე. ამ წლებში არ იყო არანაირი ინფრასტუქტურა სამშენებლო სფეროში, არ იყო ელემენტარული სამშენებლო მასალების ბაზარი, არ იყო გამართული ექსპორტი. კომპანიის დამფუძნებელი პირადად დადგა რა ამ პრობლემების წინაშე, გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა და შეეკრიბა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურად იმუშავებდა სამშენებლო-სარემონტო სფეროში.

პირველი ნაბიჯები სამშენებლო-სარემონტო სფეროში

კომპანიის პირველი მიმართულება გახდა საიზოლაციო მასალების იმპორტი. დამფუძნებელს უწევდა ახალი ბრენდების მოძიება და საიზოლაციო მასალათა მნიშვნელობის პოპულარიზაცია კერძო მომხმარებელთან, რადგან მაშინ შენობების საიზოლაციო სამუშაოებზე დიდად თავს არ იკლავდნენ. თანდათან ხვდებოდა რა სულ უფრო მეტ პრობლემას, მეტად ერკვეოდა ამ სფეროში და კომპანიაც მეტად ვითარდებოდა.

ამ დროიდან დღემდე თ&თ ჯგუფი უწყვეტად აწარმოებს მთელს საქართველოს ტერიტორიაზე კერძო სახლების, სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და რემონტს. ამჟამად გვყავს დროში გამოცდილი და პროფესიონალების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლის წევრებსაც აქვთ კონკრეტული ვიწრო სპეციალობა, ყველა სპეციალისტი თავის საქმეს აკეთებს. სამშენებლო ჯგუფის ყველა რგოლი გადის უწყვეტ კოორდინაციას და კონტროლს.

კომპანიის მიერაა აგებული ასეულობით კერძო საცხოვრებელი სახლი, ასამდე კომერციული შენობა-ნაგებობა, გარემონტებულია და რეკონსტრუირებული ათასობით ბინა და კომერციული ფართი.

ჩვენ წარმატებით ავაშენეთ და გავარემონტეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ორთაჭალაში, სავაჭრო ცენტრების (Belle Maison, New Design, Building Solution – ბიესი), რამოდენიმე ცნობილი სასტუმროს და კვების ობიექტის შენობები (Amante,  Tbilisi Courtyard Marriott SPA, Subway ბათუმის ფილიალი. ჩვენი ჯგუფის მიერ გარემონტდა ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიცაა თბილისის ცენტრალური სადგურის შენობა.

ბინების რემონტი

მშენებლობის გარდა კომპანია აწარმოებს ბინების რემონტს. გავრცელებული აზრის მიხედვით, ბინის რემონტი ბევრად მარტივი პროცესია, სახლის მშენებლობასთან შედარებით. რეალურად სარემონტო პროცესები არანაკლებ, მეტადაც თუ არა, საყურადღებო და გასაკონტროლებელია. 

თუკი მშენებლობის დროს ვიყენებთ ათამდე მასალას, რემონტის დროს მოსაძებნი და გამოსაყენებელია ათასი სხვადასხვა ტიპის მასალა, რომელიც აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, თუ გინდათ კარგად გარემონტებული სახლის მიღება. ამას მოწმობს ჩვენი ჯგუფების მიერ თბილისის და საქართველოს რეგიონებში გარემონტებულია ათასობით ბინა.