ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

ბინის ან სახლის დიზაინერული პროექტი ესაა სწორი რემონტის დასაწყებად საწყისი წერტილი. საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია გეხმარებათ დაინახოთ სწორი მიმართულება. როდესაც არ გაქვთ ზუსტი აზრი როგორ გინდათ გამოიყურებოდეს ბინა რემონტის შემდეგ, ან გაქვთ იდეების მთელი მთა და არ იცით ეს ყველაფერი როგორ ჩატიოთ სახლის შეზღუდულ ფართში, ყველაზე სწორი გამოსავალია მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც თქვენთან საუბარში განსაზღვრავენ თქვენს შინაგან სამყაროს, თქვენს გემოვნებას, გამოიყენებენ თავის გამოცდილებას და ფაზლივით ააწყობენ თქვენი ნებასურვილებისგან თქვენი სახლის ინტერიერის საბოლოო სურათს.
არასოდეს მოგერიდოთ თქვენი გემოვნების გამოვლენის.

 მხოლოდ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღება უნიკალური ინტერიერის სტილი, რომელიც შემდეგ ჩვენი არქიტექტორების და დიზაინერების მიერაა გააზრებული და ხორცშესხმული. თქვენ როგორც დამკვეთს გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი ხედვა, ხოლო ჩვენ ჩვენი პროფესიონალური უნარების გამოყენებით ფორმას ვაძლევთ და ვახორციელებთ თქვენს იდეებს და ოცნებებს სახლის ინტერიერში და ლანდშაფტში.

დიზაინერის მომსახურებაში შედის არამხოლოდ დიზაინერული რენდერის შედგენა, არამედ მისი სრული გაკონტროლება და თითოეულ ეტაპზე შემოწმება. დაგეგმილი ინტერიერის რეალიზაციის ხარისხის კონტროლი ხდება სარემონტო სამუშაოთა დასრულებამდე.
ინტერიერის დიზაინის ან ლანდშაფტის დიზაინის შექმნისას ჩვენ ვქმნით არამხოლოდ ესთეტურად ლამაზ სივრცეს, არამედ ვითვალისწინებთ დამკვეთის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების წესს, რითმს, გემოვნებას. ვიყენებთ ინტერიერში სხვადასხვა დიზაინერულ სტილს, ვაკეთებთ სხვადასხვა მასალების კომბინაციას, შეუხამებელს ვახამებთ და შეუძლებელს ვცდილობთ გავხადოთ შესაძლებელი.

ახლო წარსულში დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა ფუფუნების საგნად ითვლებოდა. დღევანდელ რეალიებში პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახდა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიზაინერის, სამშენებლო და სარემონტო მომსახურება სხვადასხვა დონის და ბიუჯეტის გათვალისწინებით. ჩვენთან თანამშრომლობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ მაქსიმალურად ფუნქციონალურ, უსაფრთხო და გემოვნებით შესრულებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.

ინტერიერის დიზაინი