ჩვენი მიზანი - ენერგო ეფექტური სახლების მშენებლობა

ჩვენი, როგორც სამშენებლო-სარემონტო კომპანიის მიზანი

ჩვენი ძირითადი მიზანია მაღალ ხარისხიანი, უსაფრთხო და ენერგოეფექტური კერძო სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელიც გაუძლებს დროს და შექმნის თქვენი ოჯახისათვის და მომავალისათვის იდეალურ საცხოვრებელ პირობებს. მშენებლობის და რემონტის პროცესში დროში გამოცდილ მასალებთან ერთად ჩვენ ვიყენებთ ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებს, არასოდეს ვჩერდებით ერთ ადგილას და მივყვებით გაზრდილ მოთხოვნილებებს და მშენებლობის სტანდარტებს.

  • კერძო პირებს და კომერციულ ობიექტებს ვუწევთ ფართე სპექტრის მომსახურებას – პროექტირების, მშენებლობის, რემონტი დიზაინი და სამშენებლო პროექტების მართვაში;
  • კომპანიის ოპერატიული საქმიანობა ვითარდება ჩვენი კორპორატიული მიდგომის თანახმად, შეძლებისდაგვარად მოქნილად შევეგუოთ საქმიანობის მუდმივად ცვალებად პირობებს;
  • სტაბილური და სანდო კომპანიის სახელი, ახალი შესაძლებლობების ათვისების, სამუშაო უნარ ჩვევების და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების ხარჯზე;
  • გამოყენებული სამშენებლო მასალების და დანადგარების ხარისხის მკაცრი კონტროლი, ყველაზე მოწინავე სამშენებლო-სარემონტო ტექნოლოგიების გამოყენება მშენებლობის პროცესში.

ჩვენი პრინციპებია – ენერგიულობა, პატიოსნება, ინოვაციურობა, სანდოობა!