აგარაკის მშენებლობა და კოტეჯების აშენება

მიწის ნაკვეთის შესწავლა (კვლევა)

თანამშრომლობა იწყება ნულიდან, როდესაც ჯერ მხოლოდ ნაკვეთი გაქვთ, ან ყიდვის ეტაპზე ხართ. ჩვენ გთავაზობთ მიწის ნაკვეთის სრულ კვლევას. პროცესი მოიცავს ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი სტატუსის და სამართლებრივ კვლევას. ჩვენ გამოვიძიებთ სადაო ხომ არაა მიწის ნაკვეთი, რამდენადაა მასზე შესაძლებელი მშენებლობა და როგორი ტიპის ან კლასის სახლი იქნება ოპტიმალური კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებლად.

ამ ეტაპის შემდეგ იწყება ნაკვეთის გეოლოგიური გამოკვლევა,რაც გულისხმობს მიწის ქანების მდგომარეობის, მიწისქვეშა წყლების არსებობის, ხაზობრივი ნაგებობების არსებობის ძიებას.

შესწავლის ბოლო ეტაპი მოიცავს მშენებლობის ნებართვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება-მომზადებას და წარდგენას შესაბამის მუნიციპალურ არქიტექტურულ სამსახურებში.
მიწის ნაკვეთის ექსპერტული შესწავლა გაძლევთ საშუალებას უსაფრთხოდ შეიძინოთ მიწის ნაკვეთი და მშვიდად დაიწყოთ საკუთარი სახლის მშენებლობა.

კერძო სახლის მშენებლობა თეთრი კარკასი