სამშენებლო სარემონტო კომპანია

“თ&თ ჯგუფი” შეიქმნა 2006 წელს. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა 2000-იან წლებში, მშენებლობის სფეროში ჩავარდნის ფონზე. ამ წლებში არ იყო არანაირი ინფრასტუქტურა სამშენებლო სფეროში, არ იყო ელემენტარული სამშენებლო მასალების ბაზარი, არ იყო გამართული ექსპორტი. კომპანიის დამფუძნებელი პირადად დადგა რა ამ პრობლემების წინაშე, გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა და შეეკრიბა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურად იმუშავებდა სამშენებლო-სარემონტო სფეროში.

კომპანიის პირველი მიმართულება გახდა საიზოლაციო მასალების იმპორტი. დამფუძნებელს უწევდა ახალი ბრენდების მოძიება და საიზოლაციო მასალათა მნიშვნელობის პოპულარიზაცია კერძო მომხმარებელთან, რადგან მაშინ შენობების საიზოლაციო სამუშაოებზე დიდად თავს არ იკლავდნენ. თანდათან ხვდებოდა რა სულ უფრო მეტ პრობლემას, მეტად ერკვეოდა ამ სფეროში და კომპანიაც მეტად ვითარდებოდა.

ამ დროიდან დღემდე თ&თ ჯგუფი უწყვეტად აწარმოებს მთელს საქართველოს ტერიტორიაზე კერძო სახლების, სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და რემონტს. ამჟამად გვყავს დროში გამოცდილი და პროფესიონალების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლის წევრებსაც აქვთ კონკრეტული ვიწრო სპეციალობა, ყველა სპეციალისტი თავის საქმეს აკეთებს. სამშენებლო ჯგუფის ყველა რგოლი გადის უწყვეტ კოორდინაციას და კონტროლს.

კომპანიის მიერაა აგებული ასეულობით კერძო საცხოვრებელი სახლი, ასამდე კომერციული შენობა-ნაგებობა, გარემონტებულია და რეკოსტრუირებული ათასობით ბინა და კომერციული ფართი (ლინკი პორტფოლიოზე).

ჩვენ წარმატებით ავაშენეთ და გავარემონტეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ორთაჭალაში, სავაჭრო ცენტრების (Bელლე Mაისონ, Nეწ Dესიგჰნ, Bუილდინგ შოლუტიონ), რამოდენიმე ცნობილი სასტუმროს და კვების ობიექტის შენობები (Aმანტე, თბილისი ჩოურტყარდ Mარრყოტ შPA, შუბწაყ ბათუმის ფილიალი. ჩვენი ჯგუფის მიერ გარემონტდა ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიცაა თბილისის ცენტრალური სადგურის შენობა.