სამშენებლო სარემონტო კომპანია: დიზაინი პროექტირება

არქიტექტურა - ლანდშაფტის დიზაინი

“არქიტექტურა – ხელოვნებაა, მშენებლობა კი – კომფორტი”

სახლის აშენება
ჩვენი სერვისები

მიწის ნაკვეთის შესწავლა

გთავაზობთ მიწის ნაკვეთის სრულ კვლევას. პროცესი მოიცავს ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი სტატუსის, გეოლოგიურ და სამართლებრივ კვლევას

პროექტირება და არქიტექტურა

კერძო სახლების და კომერციული ნაგებობების პროექტირება, კონსტრუქციული მომსახურება, არქიტექტურული პროექტების მუნიციპალიტეტში შეთანხმება

მშენებლობა

კერძო სახლების, კომერციული და საწარმოო შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგარაკების აშენება ქალაქგარეთ. სამშენებლო პროცესის სრული მართვა

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

გთავაზობთ ბინის ინტერიერის, კერძო სახლის ინტერიერის დიზაინს, კომერციული ფართის და ოფისის ინტერიერის დაგეგმვას, ლანდშაფტურ დიზაინს

კომერციული ფართის და ბინის რემონტი

ბინის და კერძო სახლის სრული სარემონტო სამუშაოები, კოსმეტიკული რემონტი, კომერციული ფართის რემონტი, ძველი შენობის და ბინის რეკონსტრუქცია-განახლება

ინტერიერის დაკომპლექტება ავეჯით და აქსესუარებით

ინტერიერისათვის სრულყოფილი სახის მინიჭება, დაკომპლექტება დეკორის ელემენტებით, ინტერიერში აქსესუარების, ტექნიკის და ავეჯის შერჩევა

სარემონტო კომპანია
ჩვენ შესახებ

მშენებლობა რემონტი 2006 წლიდან

“მომავალს საფუძველი აწმყოში უნდა ჰქონდეს ჩაყრილი. ამას ქვია გეგმა. ამის გარეშე მსოფლიოში არაფერი კარგი არ იქმნება” Georg Lichtenberg

კომპანიის ისტორია

"თ&თ ჯგუფი" შეიქმნა 2006 წელს. ამ დროის განმავლობაში დღემდე ჩვენ უწყვეტად ვაწარმოებთ საქართველოს ტერიტორიაზე კერძო სახლების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და რემონტს...

ჯგუფის მიზანი

ჩვენ ვაშენებთ ისე, რომ თითოეული ახალი საცხოვრებელი კერძო სახლი ან აგარაკი, თითოეული პროექტი იყოს ახალი ბედნიერი ისტორიის დასაწყისი...

თ&თ მუშაობის სტილი

თითოეულ დამკვეთი უნიკალურია, თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად. ვთანამშრომლობთ ნულიდან, ვაგროვებთ და ვკრავთ დამკვეთის ყველა იდეას და აზრს. ჩვენთვის პირველ ადგილზე თქვენი ნდობა და კმაყოფილებაა!

სამშენებლო - სარემონტო ეტაპების დაგეგმარება

თანამშრომლობის პირობები

ჩვენი პროექტები

ჩვენი ჯგუფის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები

პარტნიორები

ბლოგი

ყველაფერი მშენებლობა, რემონტი, დიზაინის შესახებ, რჩევები და საინტერესო ინფორმაცია

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული კითხვები​​

  • პირველ რიგში აუცილებელია მიწის ნაკვეთის შემოწმება რეესტრში და მუნიციპალიტეტში არსებული რეგულაციების მიხედვით. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი არქიტექტორი და ასევე მოგცემთ სხვა რეკომენდაციებს, იმისათვის რომ თქვენი სახლი აშენდეს დაბრკოლებების გარეშე. შემდგომ არქიტექტორი გაძლევთ სრულ ინფორმაციას რა ტიპის სახლი შეიძლება აშენდეს კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთზე, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (ხედი, მზიანობა, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, მდებარეობის სპეციფიკა). იწყებს სახლის ინდივიდუალური პროექტის შექმნას. პროქტის შედგენის პროცესში ხდება გეოდეზიური კვლევა, გეოლოგიური კვლევა, კომუნიკაციების შესწავლა და ნახაზების შედგენა, დგება კონსტრუქციული ალბომი. სრული არქიტექტურული ალბომი და საბუთების პაკეტი არქიტექტორს შეაქვს ქალაქის ან რეგიონის მუნიციპალიტეტში. სწორად შესრულებული პაკეტის შემთხვევაში ნებართვის მიღება საკმაოდ მარტივია. არქიტექტურა და მშენებლობა თანმდევი პროცესებია.
  • იმისათვის რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება დაგითვალოთ ბინის რემონტის ღირებულება, პირველ რიგში უნდა ვნახოთ ობიექტი რა მდგომარეობაშია (ძველი აშენებული სახლი,თეთრი კარკასი,შავი კარკასი), მოხდეს ფართის აზომვა. ასევე უნდა გავარკვიოთ რა გნებავთ : ბინის კაპიტალური რემონტი (ევრო რემონტი), კოსმეტიკური რემონტი თუ მიმდინარე რემონტი. ჩვენს მიერ იქნება შემოთავაზებული ინტერიერის დიზაინი და დიზაინერული პროექტი, იმისათვის რომ წინასწარ იცოდეთ როგორი იქნება ვიზუალური შედეგი. სახლის რემონტი დიზაინის მიხედვით ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გაურკვეველი სტილის პროცესში შეცვლა. სარემონტო სამუშაოთა ღირებულება მოიცავს ფასთა დიდ დიაპაზონს, რადგანაც დამოკიდებულია იმაზე თუ რა მასალებით და როგორი რომონტი გნებავთ. კონსულტაცის დროს ჩვენ გითანხმებთ თქვენთვის ყველაზე მისაღებ ფასს.
  • სახლის რემონტი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. შავი კარკასის რემონტი და თეთრი კარკასის რემონტი განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, რომ თეთრ კარკასში ნაწილობრივი სამუშაოები უკვე შესრულებულია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შავი კარკასიდან რემონტის დაწყება უკეთესია, ვიდრე თეთრიდან, რადგან ხშირად თეთრ კარკასამდე მისაყვანი სამუშაოები არაკეთილსინდისიერადაა ჩატარებული და გადასაკეთებელია. თანამედროვე რემონტი ითხოვს საკმაოდ ბევრ ყურადღებას დეტალებში და ხარისხში, რაც ხშირად გამორჩებათ ხოლმე. იმისთვის რომ მშენებლობა რემონტი არ გაჭიანურდეს პროცესები სწორად უნდა იყოს მართული. და თუ ყველა ნორმები არის დაცული, დროც შესაბამისად არის დაზოგილი. მაგრამ მიუხედავად ამისა სათითაოდ ყველა პროცესს ჭირდება დაყოვნების გარკვეული ექსტრა დრო (გაშრობა, გამაგრება და ა.შ) აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ პატარა ბინის რემონტი საშუალოდ გრძელდება ორიდან სამ თვემდე. სარემონტო ვადებს ვდებთ ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით ვიცავთ ამ ვადებს.
  • პირველ რიგში კერძო სახლის მშენებლობა იწყება სწორი დაპროექტებით. რაც უფრო გამართულია არქიტექტურული პროექტი, მით უფრო კომფორტული და დაუბრკოლებელია მშენებლობის პროცესი. სახლის მშენებლობა ითვალისწინებს კომპლექსურ სამუშაოებს, სამშენებლო ტექნიკის და ადამიანურ რესურსს. ყველაფერი ეს უნდა იყოს სწორად გათვლილი და თანმიმდევრული. ასევე უნდა იყოს შეთანხმებული ყველა იმ მასალების ჩამონათვალი რაც არის გათვალისწინებული პროექტში. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თუ ყველა ეს პროცესი იქნება დალაგებული, სახლის გაბარიტების მიხედვით სამშენებლო ვადა მერყეობს ორიდან ხუთ თვემდე. აუცილებლად გასათვალისწინებელია გარემო (ამინდი) პირობები, სახლის არქიტექტურული სირთულეები თუ ასეთს აქვს ადგილი. რაც უფრო მარტივი არქიტექტურაა, მით უფრო ნაკლები დრო სჭირდება აშენებას.
  • საკუთარი სახლის ან აგარაკის აშენებამდე თქვენ უნდა გქონდეთ წარმოდგენა როგორი სტილის სახლი გნებავთ, დაახლოებითი ფართი, სართულების რაოდენობა და რაც მთავარია რა ბიუჯეტში გნებავთ ჩაეტიოთ. ამის შემდეგ მივმართავთ არქიტექტორს, რომლის მოვალეობა არის წინასწარ აგვიხსნას რა ინფორმაცია ჭირდება თქვენგან პროექტის შესადგენად. თვითონ არქიტექტორი მოგცემთ რჩევებს და გიჩვენებთ მის მიერ უკვე შესრულებულ პროექტებს, რათა დარწმუნდეთ მის კომპეტენტურობაში. პარალელურად მზადდება ყველა საჭირო საბუთი, რომელიც წარსადგენია მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებში. ამ პროცესში გეხმარებიან ჩვენი თანამშრომლები, რაც თქვენ გაგიადვილებთ და მნიშვნელოვნად დააჩქარებს სახლის მშენებლობის დაწყებას. ნებრთვის აღების და სახლის არქიტექტურული პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენი სამშენებლო ჯგუფი მზად იქნება შეადგინოს ხარჯთაღრიცხვა და გადავიდეს უშუალოდ მშენებლობაზე.
სამშენებლო სარემონტო კომპანია

გამოიწერეთ სიახლეები

გაიგეთ ჩვენი სიახლეების შესახებ პირველმა