აგარაკზე გრილის ზონის აშენების რჩევები

გრილის ზონის აშენება და მოწყობა აგარაკზე

მთელი ზამთარი ველოდებით დათბობას, რომ ქალაქგარეთ გავიდეთ და მეგობრებთან ერთად პიკნიკი მოვაწყოთ… ალბათ იმაზეც დაფიქრებულხართ რა კარგი იქნებოდა აგარაკზე საკუთარი გრილის კუთხის ქონა, სადაც ყველაფერი იქნება ხორცის და თევზის გემრიელად მოსამზადებლად და კარგად დასასვენებლად. ამისთვის საჭიროა აგარაკის მშენებლობა პროცესში სწორად გათვალოთ ადგილი, საჭირო მოწყობილობები და მცირედი ფინანსური და ფიზიკური ძალისხმევა.
ცეცხლის დასანთები ადგილი ხდება მოსასვენებელი კუთხის ცენტრი. აქვე მომზადდება ყველა გემრიელი კერძი.

მაყალი თუ აშენებული გრილის ზონა კერძო სახლში?

ხშირად ბევრის წარმოდგენაში მაყალი, ბარბექიუ, გრილი, ეზოს ბუხარი ერთიდაიგივე რაღაცაა. რეალურად ეს ასე არაა და ცალ-ცალკე გავშიფროთ თითოეული:
• მაყალი უმარტივესი კონსტრუქციაა, ძირითადად ოთხკუთხედი ლითონის ან თუჯის კოლოფი, ქვევით ნასვრეტებით. ხორცს ერთ დონეზე, ნაკვერცხალზე შამფურებზე წვავენ.
• გრილი ფეხებზე შემდგარ ღრმა ტაფას გავს, აქვს ცხაური და სახურავი. ხორცი ცეცხლზე მზადდება.• ეზოს ბუხარი იგივეა რაც ჩვეულებრივი ბუხარი მხოლოდ გარეთ გატანილი. ძირითადად დეკორატიული დანიშნულებისაა და არ ითვალისწინებს საჭმლის მომზადებას.
• სტაციონალური კოცონის ადგილი მარტივად მოწყობილი აგურით ან ქვებით შემოსაზღვრული ცეცხლის დასანთები ადგილია ეზოში. აქ შამფურის ან ბადის საშუალებით წვავენ.

• ბარბექიუ ყველაზე მოსახერხებელია კერძების მოსამზადებლად. ბარბექიუ გავს აგურისგან აწყობილ ღუმელს, რომელსაც კამერა და სხვადასხვა დონეზე რეგულირებადი ცხაურები აქვს. აქ შეიძლება გამოცხობა, შეწვა და შებოლვაც. უშუალოდ საცეცხლურის გარდა მისი მოწყობისას შეიძლება დამატებითი ელემენტების გათვალისწინებაც, მაგალითად თაროები ჭურჭლისათვის, შეშის შესაწყობი უჯრა, წყარო.

ბარბექიუს ფაცხის ან ფანჩატურის ქვეშ თუ მოაქცევთ, კარგ დასასვენებელ ზონას მიიიღებთ, სადაც ნებისმიერ ამინდში შეგეძლებათ ისადილოთ ან მოამზადოთ გემრიელი კერძები.
სრულფასოვანი სტაციონალური ბარბექიუს მოსაწყობათ რათქმაუნდა დამატებითი ხარჯები და დრო გჭირდებათ, მაგრამ მისი უპირატესობები გადაწონის ყველა დანახარჯს. გექებათ:
• საჭმლის მოსამზადებელი კეთილმოწყობილი ზონა სუფთა ჰაერზე
• უსაფრთხოება, მისი დახურული საცეცხლურისგან ხანძრის გაჩენის საფრთხე მინიმალურია.
• აქვს საკვამური და მაყალის ან კოცონისგან განსხვავებით, ბოლი არ შეგაწუხებთ.
• გექნებათ საშუალება ისარგებლოთ ნებისმიერ ამინდში
• გაალამაზებს ეზოს, დეკორატიულადაც სწორადაც თუ მოვაწყობთ.

კერძო სახლში ბარბექიუს ზონის მოწყობის ვარიანტები

ეზოს სიდიდის, თქვენი სურვილების და პერსპექტივაში საპიკნიკედ გამოყენების სიხშირის მიხედვით შესაძლებელია ბარბექიუს ზონის მოწყობის სამი ვარიანტი გამოვყოთ:
• ღია ზონა, ძირითადად კეთდება, როდესაც ეზოში დიდი თავისუფალი ადგილი არაა და მცირე ფართობზე უნდა დავტიოთ წამოხურული მაყალი და პატარა მაგიდა.
• დახურული ზონა, სადაც დგება სტაციონარული საცეცხლური, არის გადახურული და აქვს კედლები. დახურული BBQ სთვის ფაცხას ან ტერასას იყენებენ. ვიღებთ ლამაზ, სრულფასოვან სასადილო და დასასვენებელ ადგილს.
• ზონა ტრანსფორმერი, იდეალური ვარიანტი როდესაც სურვილის შემთხვევაში შეიძლება კედლების გახსნა და ღია სივრცედ გადაქცევა, ან პირიქით დახურვა. აქ კედლებად რკინის ან ხის გადასატან კარკასებს იყენებენ.
• პატიო, ერთგვარი დახურული შიდა ეზო, რომელიც სახლის ან სახლთან დამხმარე შენობების კედლებს შორის ეწყობა.

აგარაკზე გრილისთვის ადგილის შერჩევა

როგორც გინდა კეთილმოწყობილი და მაღალღირებული მაყალი დავდგათ ან ბარბექიუ ავაშენოთ, კომფორტული ვერ იქნება თუ ადგილი არასწორად იქნა შერჩეული. იდეალურია თუ ეზოს დაგეგმვისთანავე გათვლით სად მოაწყობთ მას. ყველა ვარიანტში უნდა გაითვალისწინოთ ნიუანსები:
• სახლისგან დაშორება, ეცადეთ ოქროს შუალედი შეარჩიოთ, არც ძალიან შორს, რომ არ გაგიჭირდეთ სახლიდან პროდუქტის და ჭურჭლის ტარება, და არც ძალიან ახლოს, რომ კვამლმა არ შეგაწუხოთ.
• დააშორეთ ბარბექიუს ზონა ხეებს, ხის ნაგებობებს და ადვილადაალებად საგნებს.
• დიდი პლიუსი იქნება წყალმომარაგების სიახლოვე, ჭურჭლის გასარეცხად.
• გასათვალისწინებელია ჰაერის ნაკადის მიმართულება, ძირითადად საიდან უბერავს ქარი, რომ კვამლი სახლში ან სასადილო მაგიდასთან არ ხვდებოდეს.
• თუ არ აპირებთ გადახურვას, შეარჩიეთ ჩრდილიანი ნაწილი.
• ეცადეთ სწორ ადგილას მოაწყოთ, ან გაასწოროთ ეზოს ადგილი ბარბექიუს ზონისათვის, სახლიდან მისასვლელი ბილიკები და მოედანი მოაპირკეთოთ. რადგანაც მაგიდის და მაყალის გარშემო გაზონი მალე გაიტკეპნება. მოსაპირკეთებლად შეიძლება გამოიყენოთ ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილა, ქვა, ხე, კლინკერის აგურები. უფრო ბიუჯეტური ვარიანტია ბეტონი ან რეზინის ფილები.
• თუ საკმარისად დიდი სივრცე გაქვთ, შეიძლება საპიკნიკე სივრცის ორ ზონად გაყოფა, საცეცხლურის ზონად და სასადილო ზონად. ერთმანეთისგან შეიძლება მხვიარა მცენარეებით,ვაზით, სუროთი დაფარული კედლით, ან მოწნული მეტალის, ხის, ბამბუკის ან აგურის ტიხარით გამოყოფა.

გრილის აშენებასა თუ მზა მოწყობილობის ყიდვას შორის არჩევანი

შეგიძლიათ გადასატანი მზა მაყალი ან BBQ ს ყიდვა, თუ მის გამოყენებას და ჰაერზე სადილს იშვიათად გეგმავთ.  გაყიდვაშია სხვადასხვა ფასის და სხვადასხვა სირთულის მოწყობილობები, მარტივიდან დაწყებული, მრავალფუნქციური დიზაინერული კონსტრუქციებით დასრულებული.
სტაციონარულ გრილს ან გარე ბუხარს გირჩევთ თუ დიდ დროს ატარებთ აგარაკზე და მწვადის მოყვარული ბრძანდებით. მის აშენება-დაპროექტებას სირთულის მიხედვით, ან სპეციალსტს ანდობთ, ან თავად ააშენებთ მარტივ საცეცხლურს. რათმქაუნდა სპეციალისტი მოგიწყობთ კომფორტულ და ლამაზ მაყალიან გრილიან და სხვა დამატებითი ელემენტებიან ბარბექიუს ზონას.

კერძო სახლში ბერბექიუს ზონის დეკორი და განათება

ეზოს გამწვანება ღია ცეცხლისგან მოშორებით დარგეთ ან მოათავსეთ. დეკორატიული ფუნქციის გარდა შეიძლება მათი პრაქტიკულად გამოყენებაც: გარშემო წიწვოვანი დაბალი ხეების, ხშირი მარადმწვანე ბუჩქების გამოყენებით შეიძლება ზონა დავფაროთ უცხო თვალისაგან. პერიმეტრზე შეიძლება ქოთნებში ან კვალში მწვანილის მოყვანა, სილამაზის გარდა მუდამ გექნებათ კერძებისთვის ცოცხალი საკმაზი. გამოიყენეთ ვარდები ან ყვავილები დეკორატიულ ქოთნებში. დეკორატიული მოყვავილე ბუჩქები და ყვავილები ყოველდღიურ სადილს ლამაზ დღესასწაულად გიქცევთ.
რადგანაც ოჯახური ვახშამი ან მეგობრებთან დროსტარება ხშირად გვიან ღამეც გრძელდება, გაითვალისწინეთ გასასვენებელი ზონის განათება. გამოიყენეთ მაგიდის ზემოთ დაკიდებული ნათურა, დაბალი ფარნები ზონის გარშემო, მზის ბატარეებზე მომუშავე ფარნები, გირლიანდები და ლედ განათება ხეებზე ან ბუჩქებზე.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები