1 სართულიანი სახლის არქიტექტურული პროექტი
კერძო სახლების მშენებლობა წარმოუდგენელია პატარა სახლების დაპროექტების გარეშე. ერთსართულიანი კერძო სახლის პროექტების საცხოვრებელი ფართის მოცულობაა 50-80 კვადრატული მეტრის ფარგლებში. გადახურვა შეიძლება იყოს როგორც ბრტყელი, ასევე ორ ან ოთხ ქანობიანი. სახურავის ტიპს გემოვნების და ბიუჯეტის მიხედვით ირჩევს დამკვეთი. ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით აგიხსნით სხვაობას გადახურვის ტიპებს შორის, ან იხილეთ ჩვენი ბლოგი.
ოთახების გეგმარებაში გათვალისწინებული არის სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი პატარა საძინებელი და აბაზანა. ასევე პატარა სათავსო, რომლის გამოყენება შეიძლება საკუჭნაოდ ან გარდერობის ოთახად. სახლის პროექტი იდეალურად შეეფერება სამი-ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახის საცხოვრებლად. განსაკუთრებით ეს პროექტი კარგია ქალაქგარეთ აგარაკის მშენებლობისათვის, რადგანაც არის კომფორტული და მარტივი საექსპლუატაციო.
პატარა სახლის პროექტები, შავი კარკასის მშენებლობა
კლასიკური სახლის პროექტი ყურადღებას იქცევს თავისი დიდი სასტუმრო ოთახით, რომელიც გაერთიანებულია სამზარეულოსთან და იმავე დროს სასადილო ოთახადაც გამოიყენება. სახლის შენობაში გათვალისწინებულია ბუხარის აშენება. პროექტის განსაკუთრებული დეტალია დიდი გასაწევი შუშის კარი, რომელიც გადახურულ ტერასას და მისაღებ ოთახს აერთიანებს. კარს თუ გაწევთ ძალიან მარტივი ხდება ტერასის გამოყენება საზაფხულო სამზარეულოდ, სუფთა ჰაერზე სადილისათვის. გადახურული ტერასა ასევე კარგი საშუალებაა დაისვენოთ ჰაერზე ნებისმიერ ამინდში, დაგიცავთ როგორც წვიმისას ასევე მცხუნვარე მზისაგან. ორი ნათელი საძინებელი ოთახი სავსებით საკმარისია კომფორტული და მშვიდი ძილისათვის. ეზოს მოვლისთვის საჭირო ნივთები, გარდერობის ატრიბუტები ან საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ სათავსოდ დატოვებულ პატარა ოთახში.
ერთსართულიანი სახლის სწრაფი მშენებლობა
კლასიკური ერთსართულიანი სახლის პროექტის სადა და სწორი ფორმები და ოთხქანობიანი სახურავი საშუალებას იძლევა სახლის შავი კარკასის აშენება მაქსიმალურად მოკლე დროში, შედარებით ნაკლები სამშენებლო მასალების და სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. ამის გათვალისწინებით ჯდება სახლის აშენება ფინანსურად შედარებით იაფი. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით ერთსართულიანი სახლის მშენებლობა პროექტს საცხოვრებლად კომფორტულს და ასაშენებლად ბიუჯეტურს ხდის.