როგორ შევარჩიოთ ინტერიერის დიზაინერი

როგორ იპოვოთ და შეარჩიოთ “თქვენი” ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ზუსტად დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას                                                              

დიზაინერის მომსახურება მოიცავს თანამშრომლობის უამრავ ვარიანტს. არ არსებობს რაიმე სტანდარტული მიდგომები. მრავალმხრივია ასევე მათი მუშაობის სტილიც.

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის დიზაინერი?

პირველ რიგში – მისმა ნამუშევრებმა დადებითი ემოცია უნდა გამოიწვიოს თქვენში. უამრავი სხვა ვარიანტიდან სწორედ მისმა ნამუშევარმა უნდა მიიპყროს თქვენი განსაკუთრებული ყურადღება. როგორც წესი ჩვენ მოგვწონს მხოლოდ ის, რაც ყველაზე ახლოა ჩვენს გემოვნებასთან, სადაც გამოყენებულია ინტერიერის დიზაინის ის ელემენტები, რომელსაც ჩვენი ბინის კაპიტალური ან კოსმეტიკური რემონტისას სიამოვნებით გამოვიყენებდით.

დაათვალიერეთ სხვადასხვა დიზაინერების ნამუშევრების პორტფოლიო, მიაქციეთ ყურადღება თქვენი სახლის ან ფართის მსგავს შესრულებულ პროექტებს. ბინის დიზაინის 3D რენდერები კარგად გადმოსცემს დიზაინერის მუშაობის სტილს.

 კერძო სახლის ინტერიერის დიზაინი და ბინის დიზაინი

სახლის ინტერიერის დიზაინის შექმნა და ბინაში ინტერიერის დიზაინზე მუშაობა აბსოლუტურად სხვადასხვა დონის საქმეა.

კერძო სახლი ცოცხალი და რთული ორგანიზმივითაა. სახლში მეტი ინჟინერიაა და დიზაინერს უნდა შეეძლოს ამ მექანიზმთან სწორი მუშაობა. ინტერიერის დიზაინერს უნდა შეძლოს მშენებელთან და ინჟინრებთან სწორი თანამშრომლობა, რათა კონცეფციას მიყვეს და სახლის შიდა დიზაინი სწორად დაგეგმოს.

რემონტის ღირებულება კვადრატულობით

დიზაინერმა აუცილებლად უნდა იცოდეს სარემონტო მასალების და რემონტის ფასების დიაპაზონი. მან უნდა შეძლოს განსაზღვრა ამათუ იმ ინტერირის სტილის ჩანაფიქრის განხორციელება როგორ ბიუჯეტს მოითხოვს, განსაზღვროს თქვენს მიერ დაგეგმილი ბიუჯეტისთვის ოპტიმალური დიზაინერული პროექტი, რომლის მიხედვითაც რემონტის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

ინტერიერის დიზაინზე მუშაობის ეტაპები

პირველ ეტაპზე გაიარეთ დიზაინერთან კონსულტაცია, აჩვენეთ თქვენი მოწონებული ფოტოები, აუხსენით იდეები. კითხეთ სავარაუდო სარემონტო ბიუჯეტის ან ბინის ფართის ფარგლებში რას შემოგთავაზებდათ.

მეორე ეტაპია დიზაინ პროექტის შექმნა. არქიტექტორი სახლის დაპროექტებისას ქმნის სახლის საწყის დაგეგმარებას, როგორიცაა ოთახების, საძინებლების, სველი წერტილის რაოდენობა და ა.შ. დიზაინერი უკვე დეტალურად უღრმავდება თითოეულ ოთახს, საძინებლის რაოდენობის გარდა მის სტილსაც წარმოიდგენს.

სახლის დიზაინის აწყობა

მისი არქიტექტორთან თანამშრომლობა სახლის დაგეგმარებას სრულყოფილს ხდის.  დიდი შანსია დიზაინერის ხედვით რომელიმე ოთახის გაფართოვებამ ან პირიქით დაპატარავებამ უკეთესი შედეგი მოგცეთ. თუ არ აპირებთ დიზაინერის მომსახურებაზე ხარჯის გაწევას, ურიგო არ იქნებოდა თუნდაც ბინის დაგეგმარება დაუკვეთოთ.

შემდეგი თანამშრომლობის ეტაპია ესკიზური პროექტის შექმნა. ბინის ესკიზურ პროექტზე უკვე გამოიკვეთება ბინის ინტერიერის კონცეფცია, სად იქნება ელექტრო როზეტები, ჩამრთველები, სანტექნიკა და ა.შ.

 და ბოლო ეტაპი – სრული დიზაინერული პროექტის შექმნა ვიზუალიზაციით

ამ ეტაპზე თქვენ უკვე ხედავთ ბინის ფერებს, ინტერიერის დიზაინის სტილს. დიზაინერი არჩევს ავეჯს, აქსესუარებს, მოსაპირკეთებელ მასალას. ამ ეტაპზე ხდება ინტერიერის რემონტის შემდგომი დაკომპლექტება. ჩვენი დიზაინერი გირჩევთ სანათებს, ტექსტილს, ავეჯის ზომა, ფერები, კარი საით და როგორ გაიღოს. იგი თანამშრომლობს ბინის რემონტის ხელოსნებთან, ავეჯის ხელოსნებთან, აკონტროლებს ყველა ელემენტს.

3D ვიზუალიზაცია და რენდერები გაძლევთ საშუალებას დაინახოთ რას მიიღებთ, როგორი იქნება თქვენი ბინა ან სახლი რემონტის შემდგომ.  ასეთი დეტალური მიდგომა და დიზაინერთან გუნდში თანამშრომლობა ზოგავს თქვენს დროს, იცავს ბიუჯეტს მოულოდნელი ხარჯებისგან და უფრთხილდება თქვენს ნერვებს.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები