როგორ შევურიოთ და შევახამოთ სკამები ბინის ინტერიერში

როგორ გავამრავალფეროვნოთ სასადილო ოთახის დიზაინი

ბინის სრული რემონტი როგორც არ უნდა იდეალურად შესრულდეს, ინტერიერის დიზაინი არ იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი და სტუმრებისთვის საინტერესო, თუ სტანდარტული და მოსაწყენი იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს სამზარეულოს ინტერიერის აქსესუარებს და დეკორს.

თუ ბინა ზედმიწევნით კლასიკურ სტილში არ გაქვთ გადაწყვეტილი, ორიგინალური ხერხია სხვადასხვა სკამების მიქსი. თან ეს მეთოდი არ მოითხოვს განსაკუთრებულ დანახარჯებს და რემონტი ფასებს თითქმის არ ზრდის.

თავისუფლად განახორციელეთ თამამი იდეები თქვენი სახლის დიზაინში

სასადილოს ან სამზარეულოს მაგიდასთან სკამები შეგვიძლია ასეთი ხერხებით არიოთ:

  • ერთი ფერის და სხვადასხვა დიზაინის სკამები ერთად. შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა ფორმის, სამი ან სულაც ყველა სკამი სხვადასხვა ფორმის, ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და სითამამეზეა დამოკიდებული
  • მსგავსი დიზაინის სხვადასხვა ფერის სკამები. დაიცავით ტონალობა, მაგალითად სულ ნეონის ფერებში, ან სულ პასტელური;
  • ერთნაირი მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ფორმის სკამები. მაგალითად ერთიდამავე მეტალისგან დამზადებული განსხვავებული ფორმის სკამები შეურიეთ;
  • ;ერთი განსხვავებული სკამი აქცენტად. როდესაც ვერ ბედავთ თამამ დიზიანს შეგიძლიათ ერთი განსხვავებული სკამით დაიწყოთ. ან თავ-ბოლოში გამორჩეული სკამებით
  • ერტ სტილში შესრულებული სხვადასხვა დიზაინის სკამები. მაგალითად ყველა სკამი ვინტაჟურ სტილში, მაგრამ სხვადასხვა ფორმის საზურგით, ან ფეხებით
  • სხვადასხვა ზომის სკამები, მასიური მოდელი და თხელი მოდელები
  • სხვადასხვა სიმაღლის საზურგით სკამები შეურიოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაიცავით დასაჯდომის ერთნაირი სიმაღლე
  • გამჭვირვალე პლასტიკის სკამები, ყველაფერს უხდება, ისინი ნეიტრალურია და არ გზღუდავთ ფერით ან ფორმით.

რემონტის შემდგომ ბინის აქსესუარებით და ავეჯით მოწყობა უმნიშვნელოვანესი მომენტია

ეს არის ძირითადი მეთოდების ჩამონათვალი, შეიძლება თქვენ რაიმე კიდევ უფრო არაორდინალური მოიგონოთ, ადამიანის ფანტაზია და გემოვნების გასაქანი შეუზღუდავია. თუნდაც ერთი განსხვავებული სკამით შეგვიძლია სასადილო ოთახის ინტერიერი მოდური და ორიგინალური გავხადოთ, რაც თქვენი სახლის მისაღები ოთახის რემონტს სათანადოდ დააგვირგვინებს.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები