7 რჩევა ბინის რემონტისათვის ვინილის ლამინატის შესარჩევად

 რჩევები ბინის რემონტისათვის ვინილის ლამინატის შესარჩევად

არც თუ დიდი ხანია ბაზარზე შემოვიდა იატაკის დასაფარი მასალა, რომელსაც ვინილის ლამინატს ვეძახით. იგი რაღაც საშუალოა ლამინატსა და ლინოლეუმს შორის. ვინილის იატაკის გამოჩენამ მომხმარებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი პოპულარობა ინტერიერის რემონტისას თანდათან სულ უფრო იზრდება.  შევეცდებით ავხსნათ რას წარმოადგენს ვინილის იატაკი, როგორ შეარჩიოთ თქვენი ბინის რემოტისას, მისი რა სახეობები არსებობს.

1 ვინილის იატაკის შემადგენლობა

    ვინილის ლამინატი სხვადასხვა ფენებისგან შედგება. ძირითადი საფუძველია პოლივინილქლორიდული ფენა,  დრეკადობისათვის სხვადასხვა მინერალების დამატებით. ზემოდან და ქვემოდან მინაქსოვილით არმირებული პოლივინილქლორიდია. სულ ქვედა ფენაა საბაზისო, რომელიც უზრუნველყოფს მასალის სიმტკიცეს და ხმის დახშობას. ბოლო დაპრინტული ფენაა, სხვადასხვა მასალის იმიტაციით და ფერით. ზედაპირს ცვეთისგან იცავს პოლიურეთანის სტრუქტურული ფენა. კვარცის დიდი შემცველობის გამო ვინილის ლამინატი მტკიცეა, ნესტგამძლე და რთულად ცვდება.

2 ვინილის მასალის პლიუსები და მინუსები ბინის რემონტისათვის

ვინილის ლამინატის ძირითად დადებით თვისებებს შეადგენს:

  • ნესტგამძლეობა და ჰიგიენურობა. ის არ იწოვს და არ ატარებს წყალს, არ დეფორმირდება, შეიძლება მორეცხვა წყლით და ნებისმიერი ქიმიური საწმენდი საშუალებით, არ სრიალებს. ამის გამო ვინილის იატაკს ხშირად ირჩევენ სააბაზანოსათვის, სამზარეულოსთვის, აუზებთან.
  • სიმტკიცე და გამძლეობა. კვარცის და მინაქსოვილის დამსახურებით მასალა უძლებს მძიმე ავეჯს, მძიმე დანადგარებს, არ ცვდება და არ კარგავს პირვანდელ სახეს.
  • მონტაჟის სიმარტივე. მისი გადაგება პირდაპირ კერამიკულ ფილაზე, ან ძველ ლამინატზეც შეიძლება . ჯობია სწორ იატაკზე დააგოთ.
  • მოვლის სიმარტივე
  • უსაფრთხოება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია საბავშვო ოთახებშიც.
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. ზოგიერთი მწარმოებელი 40 წლამდეც იძლევა გამძლეობის გარანტიას.გაზვიადებულის გარეშე ვინილი მინიმუმ 20-25 წელი მაინც ძლებს.
  • კარგი თბოიზოლაცია და ხმის იზოლაცია
  • დიზაინის მრავალფეროვნება. ვინილის ლამინატი შესაძლებელია სხვადასხვა ხის და სხვადასხვა ქვის ნახატს იმეორებდეს, ჰქონდეს ამ მასალისთვის შესაფერისი სტრუქტურული ზედაპირი.
  • თბილ იატაკთან გამოყენების შესაძლებლობა. უძლებს 30 გრადუსამდე იატაკის ტემპერატურას.
  • ცეცხლგამძლეობა. მასალას არ ეკიდება ცეცხლი, მაგრამ მაღალ ტემპერატურამდე გაცხელებისას გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესია ღუმელთან ახლოს არ გამოიყენოთ.

ამდენი დადებითი თვისების მიუხედავად, ვინილის ლამინატს თავისი მინუსებიც აქვს, არ არსებობს ყველანაირად იდეალური მასალა. მისი ნაკლებია:

  • მგრძნობელობა გამხსნელებსა და რეზინთან კონტაქტისას, შეიძლება გაუჩნდეს გაუფერულებული ლაქები.
  • ნამწვის ან ნაკვერჩხალის დავარდნისას შეიძლება დააჩნდეს კვალი.
  • მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო შეიძლება დროთა განმავლობაში გახუნდეს.
  • საკმაოდ მაღალი ფასი ხარისხიან მასალაზე. დაბალ ფასიანი ვინილის ლამინატი როგორც წესი არ არის საკმარისად ხარისხიანი.

3 ვინილის იატაკის ზომები და დიზაინი სახლის რემონტისათვის

მასალა შეიძლება იწარმოებოდეს ლამინატის ფორმატში, მოგრძო ფირფიტებად ან კვადრატული ფილებად. იატაკის სისქე როგორც წესი 1.5 მილიმეტრიდან 3.5 მილიმეტრამდეა, ხანდახან მეტიც მაგრამ 5 მმ-ს არ აჭარბებს. მასალის სისქე იძლევა საშუალებას გადავაგოთ უკვე არსებული იატაკის საფარზე ზემოდან. ფერების და ტექსტურის ვარიანტები იმდენად მრავალფეროვანია რომ შეიძლება ფაქტიურად ყველანაირი დიზაინის შერჩევა, სხვადასხვა ქვის იმიტაცია, სხვადასხვა ხის იმიტაცია, სხვადასხვა  ფერები, სხვადასხვა ნახატებითაა. ზედაპირი შეხებისასაც კი იძლევა ბუნებრივი მასალის შეგრძნებას.

4 ვინილის ლამინატის გამძლეობის კლასები

დატვირთვის, ცვეთის და დეფორმაციის გამძლეობის მიხედვით ლამინატს სამ კატეგორიად ყოფენ, რომელთაგან თითოეულ კლასს თავისი გამოყენების დანიშნულება აქვს:

  • საყოფაცხოვრებო დანიშნულების საფარი, ვინილის ლამინატი კლასით 23 და 31. ეს კატეგორია გამოირჩევა დამცავი ფენის შედარებით სითხელით, დიზაინის მრავალფეროვნებით და გამძლეობის გარანტია 10 წელი აქვს.
  • კომერციული დანიშნულების ვინილის ლამინატი. აქ შედის 32-42 კლასის ლამინატი, მეტი სიმტკიცით და გამძლეობის გარანტიის 15-20 წლით. ამ კატეგორიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყენებენ, ოფისებში, დაწესებულებებში სადაც ერთდროულად ბევრი ხალხი მოძრაობს. მაგრამ ძალიან ხშირად სახლისთვისაც ამ კატეგორიას არჩევენ.
  • სპეციალური 43 კლასის საფარი ყველაზე მაღალი გამძლეობით გამოირჩევა და გამოიყენება სპორტულ დარბაზებსა, მოედნებსა და საწარმოებში.

კლასების ნუმერაციის ორი ციფრი სხვადასხვა კრიტერიუმს აღნიშნავს. პირველი ციფრი დანიშნულების მიხედვით იცვლება- 2 სახლი, 3 საზოგადოებრივი დაწესებულებები, 4 ტექნიკური დანიშნულების. მეორე ციფრი კი დასაშვებ დატვირთვას აღნიშნავს.

5 დამცავი ფენის სისქე და ტიპი

იატაკის ზედა დამცავი ფენა ყველაზე დიდ დატვირთვას უძლებს, ამიტომ მისი სისქე განსაზღვრავს გამძლეობას, მასზე მოდის ლამინატის თვითღირებულების 60% და სწორედ მასზე აკეთებენ ეკონომიას არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები. დამცავი საფარის სისქე 0.1 დან 0.5 მილიმეტრამდე მერყეობს. რაც მეტია სისქე, მით მაღალია იატაკის გამძლეობა. 0.1 მმ სისქის საფარიანი ვინილის ლამინატი მხოლოდ სახლში გამოიყენება. 0.5 მმ საფარით გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადაც ადამიანთა ნაკადი ძალიან დიდია. დიდი შანსია არასანდო უცნობი მწარმოებლები რეალურ სისქეს არ უთითებდნენ და მითითებული 0.5 მმის მაგივრად 0.4 ან უფრო ნაკლებიც იყოს. დამცავ ფენას სხვადასხვა ნივთიერებებისგან ამზადებენ, მაგრამ ყველაზე პოპულარულია:

  • პოლიურეთანი ალუმინის ოქსიდით, ანუ ე.წ. მეოთხე თაობა. გამძლეა, მაგრამ საუკეთესოდ არ ითვლება;
  • პოლიურეთანი კერამიკული ნაწილაკებით და UV კომპონენტით. ესაა საფარის ბოლო, მეხუთე თაობა და საუკეთესოდ ითვლება.

6 სახლის რემონტისათვის ვინილის იატაკის მწარმოებელი კომპანიები

ბაზარზე არჩევანის მრავალფეროვნებაა და უმჯობესია სანდო და ცნობილ მწარმოებლებს ენდოთ, რათა თავიდან აიცილოთ დაბალხარისხიანი ვინილის იატაკის შეძენა.

ყველაზე მსხვილი და სანდო მწარმოებლების მოკლე ჩამონათვალი:

  • Allure Floor – 2005 წელს დაარსებული ამერიკული კომპანიაა და ლიდერი ვინილის ლამინატის წარმოებაში. მაგრამ მისი სახელის სანდოობა და ხარისხი შესაბამისად ლამინატის მაღალ ფასსაც განაპირობებს.
  • Quick Step- ბელგიაში დაარსებული კომპანიაა, რომელიც იატაკის საფარების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამ კომპანიამ გამოიყენა მსოფლიოში ცნობილი ჩამკეტები ეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ვინილის ლამინატს Livyn.
  • Tarkett- მწარმოებლის ქარხნები ყველა კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნებშია განლაგებული. არც ისე დიდი ხანია ტარკეტმა ასორტიმენტში დაამატა ვინილის ლამინატი ART VINYL. ასევე შეიქმნა ბიუჯეტური ხაზი
  • Vinilam – ესეც ბელგიური კომპანიაა, რომელმაც ერთ-ერთი პირველმა დაიწყო ვინილის ლამინატის წარმოება, ბევრი ახალი ტექნოლოგია და სიახლე დანერგა და აქვს ძალიან ფართო ასორტიმენტი. ხშირად ვინილის იატაკს სწორედ ამ კომპანიის სახელით „ვინილამს“ უწოდებენ.
  • Allur – ჩინური კომპანიაა, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე ნდობა მოიპოვა და სხვადასხვა ფაქტურების იმიტაციის ლამინატს. კარგ ხარისხთან ერთად ფასები ევროპელი მწარმოებლების დონეზეა.
  • Haro – გერმანული კომპანია Hamberger-ის ვინილის ლამინატია. ეს კომპანია აქცენტს განსაკუთრებულ გამძლეობასა და ეკოლოგიურობაზე აკეთებს. ფასები ძალიან მაღალია და კოლექცია ძირითად საბაზისო ფერებშია.
  • ამ ძირითადი კომპანიების გარდა ჩვენს ბაზარზე გვხვდება ბელგიური AquaFloor და Fine Floor, გერმანული Holzplast და EGGER, შვედური Pergo და პორტუგალიური Barco.

7 ბინის რემონტი სას ვინილის იატაკის მონტაჟის ხერხები

ვინილის ლამინატის დაგების რამდენიმე მეთოდი არსებობს და შესაბამისი ხერხი მწარმოებელს კონკრეტული მასალისათვის მითითებული უნდა ჰქონდეს.

  • საკეტიანი, ყველაზე მარტივი დასაგები იატაკია, არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლამინატის დაგებისგან.
  • წებოზე დაგება, სჭირდება სპეციალური წებო ხსნარები.
  • თვითწებვადი საფარი, როდესაც ფირფიტების უკანა მხარეს წინასწარ არის დატანილი წებოვანი ფენა. საჭიროა მხოლოდ დამცავ საფარის მოხსნა. ყურადღებით მუშაობას მოითხოვს, რადგან უკვე დაკრულის მოხსნა შეუძლებელია.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები