კერძო სახლის მშენებლობისას საქვაბის მოწყობის 7 რჩევა

სახლის მშენებლობისას საქვაბის მოწყობის ნორმები და მოთხოვნები   

კერძო სახლში საქვაბის მოსაწყობად პირველ რიგში უნდა განიხილოთ შენობის რა ნაწილში განთავსდება ის და როგორ მოხდება სახლის გათბობა. ქვემოთ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ საქვაბის კეთილმოწყობის ნიუანსები და მისდამი წაყენებული მოთხოვნები. 

    საქვაბის ტიპები სახლის მშენებლობისას, განლაგების მიხედვით

საქვაბე სახლში განთავსების ტიპის მიხედვით :

  • რომელიმე ოთახის ერთ კუთხეში . ყველაზე მარტივი და იაფი ხერხი, როდესაც საქვაბესათვის გამოყოფენ საცხოვრებელი ფართის ნაწილს, როგორც წესი სამზარეულოში ან კორიდორში. ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვგეგმავთ პატარა, კომპაქტური ქვაბის დაყენებას.
  • სახლთან მიშენებაში ან ცალკე ოთახში. ყველაზე კომფორტული და უსაფრთხოა როდესაც ქვაბს აყენებთ სახლზე მიშენებულ ან სახლის ერთ ერთ ცალკე ოთახში. ამ შემთხვევაში კარს ცეცხლგამძლე მასალით ფუთავენ. კარგი იქნება თუ ოთახში დამატებით ხმის იზოლაციას დაამონტაჟებთ.
  • ცალკე მდგომი შენობის აშენება. ცალკე მდგომ შენობაში განთავსებული საქვაბე არ გზღუდავთ არც საწვავით და არც სიმძლავრეში. ხმაური და ნამწვი ხელს არ შეგიშლით. მართალია ასეთი ცალკე შენობის აშენების ფასი სახლის ღირებულებას დაემატება, სამაგიეროდ უსაფრთხოების ყველა ნორმის და მოთხოვნის დაცვა შეგიძლიათ.
  • ბლოკ-მოდულური საქვაბე ოთახი. ამ შემთხვევაში ქვაბი და ყველა მოწყობილობა სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული. ამ ტიპის საქვაბეს ძირითადად საწარმოებში სარეზერვოდ იყენებენ,რადგანაც მათი გადატანა გადაადგილება მარტივია, მაგრამ კერძო სახლშიც შეიძლება გამოიყენოთ.

საუკეთესო ვარიანტია თუ საქვაბესთვის განკუთვნილი სივრცე სახლის დაპროექტების დროსვე იქნება გათვალისწინებული.

 კერძო სახლის მშენებლობისას საქვაბის ძირითადი ელემენტები

პატარა სახლისთვის ერთი ქვაბი როგორც წესი საკმარისია. თუ ფართი საკმაოდ დიდია, საჭირო ხდება მოწყობილობების მთელი კომპლექსის დამონტაჟება.

ასეთი კომპლექსის ძირითადი ელემენტებია:

  • ქვაბი, ფაქტიურად გათბობის სისტემის გულია. ქვაბი სხვადასხვა საწვავის წვის ხარჯზე ათბობს წყალს შემდგომ სისტემისათვის მისაწოდებლად. შეიძლება მუშაობდეს ელექტროენერგიაზე, მყარ, თხევად საწვავზე და გაზზე. ხანდახან ერთდროულად ორ ქვაბს აყენებენ.
  • ბოილერი გათბობის სისტემისათვის წყლის მისაწოდებლად
  • დამატებითი ბაკი. დამატებითი ავზია, რომელშიც დაგროვდება წყალი წნევის მომატებისას. ეს იცავს მილებს და ქვაბს დაზიანებისგან.
  • სითბური რეზერვუარი ძალიან სასარგებლო დეტალია, მაგრამ იშვიათად მონტაჟდება. იქ აკუმულირდება მუშაობისას გამოყოფილი ზედმეტი სითბო, რომელიც შემდგომ ისევ სისტემაში ბრუნდება. განსაკუთრებით აქტუალურია ერთად ორი სხვადასხვა ტიპის ქვაბის მონტაჟისას.
  • გამანაწილებელი კოლექტორი. კოლექტორი საჭიროა სისტემაში სითბოს თანაბრად გადასანაწილებლად და ტემპერატურის გასაკონტროლებლად.
  • ტუმბო ცირკულაციისათვის. საჭიროა მხოლოდ ისეთ სისტემებში სადაც სითბოს მატარებელი ძალდატანებით ცირკულირებს.
  • საკვამური. საკვამური საჭიროა ნამწვის სახლის შენობის გარეთ გასატანად. ელექტრო ქვაბი არ საჭიროებს საკვამურს.
  • უსაფრთხოებისა და კონტროლის სენსორები. აკონტროლებენ სისტემაში ტემპერატურას და წნევას, ასევე საქვაბე ოთახში ჰაერს.
  • ავტომატიკა. აკონტროლებს თქვენთვის სასურველი მითითებული ტემპერატურით უზრუნველყოფას, აგროვებს უსაფრთხოების სენსორების მონაცემებს და არეგულირებს სისტემის მუშაობას.
  • მილები. მილების სისტემით ცხელი წყალი მიდის რადიატორებამდე.
  • ფილტრი, საჭიროა წყლის გასაწმენდად ქვაბში ან ბოილერში მოხვედრამდე. განსაკუთრებით საჭიროა თუ რეგიონში ხისტი წყალია, რათა მექანიკური ნალექის გამო ქვაბი და სისტემა არ გამოვიდეს მწყობრიდან.

როგორც წესი, ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი არ გამოიყენება, დაკომპლექტება ხდება მშენებარე კერძო სახლის ფართობის მიხედვით.

გამათბობელი ქვაბის ტიპები კერძო სახლისათვის

ქვაბები  გამოსაყენებელი საწვავის მიხედვით იყოფა სახეობებად:

  • გაზის. მუშაობს თხევად ან ბუნებრივ გაზზე. მაღალი ეფექტურობით და მარტივი მართვით გამოირჩევა. შესაძლებელია თხევადიდან ბუნებრივ გაზზე გადაყვანა და პირიქით.
  • მყარ საწვავზე ( შეშა, ნახშირი, ტორფი) საექსპლუატაციოდ ეკონომიური ვარიანტებია მაგრამ მუდმივად საჭიროებს საწვავის მიწოდებას.
  • თხევად საწვავზე (დიზელი) გამოიყენება, როდესაც არ არის გაზმომარაგების საშუალება.
  • ელექტრო ქვაბები ყველაზე უსაფრთხო, ეკოლოგიური და მარტივი დასამონტაჟებელია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მაღალ ფასიანიც.
  • ქვაბი შეიძლება დამაგრდეს კედელზე, ან დადგეს იატაკზე. კედლის დასაკიდი ქვაბები კომპაქტურ კორპუსში მოიცავს სენსორებს, ავტომატიკას, ავზს და ყველა საჭირო ელემენტს. ძირითადად 60 კილოვატამდე სიმძლავრისაა. 35 კილოვატამდე სიმძლავრის ქვაბის სამზარეულოში ან კორიდორში დამონტაჟება შეიძლება. დასადგამი მოდელები ნებისმიერი სიმძლავრის შეიძლება იყოს და დიდი სახლის გასათბობად გამოიყენება.

კერძო სახლისთვის გათბობის ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა

თქვენთვის საჭირო გათბობის ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა უმჯობესია სპეციალისტს ანდოთ, რადგანაც ისინი დაანგარიშებისას ითვალისწინებენ ბევრ ნიუანსს. მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეთ, გამოსათვლელი ზოგადი პრინციპია – სახლის ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე სიმძლავრის 1 კილოვატის გათვლა. მიღებულს ამატებთ 10 პროცენტს თუ ცხელი წყლით მომარაგებისაც  იგივე ქვაბი უზრუნველყოფს, და კიდევ 20 პროცენტს, რათა მაქსიმალური დატვირთვით არ ვამუშაოთ.

კერძო სახლის საქვაბე ოთახის უსაფრთხოების მოთხოვნები 

საქვაბე ისე უნდა მოაწყოთ რომ იყოს მაქსიმალურად დაცული და მარტივი გამოსაყენებელი:

  • კედლები უნდა იყოს ბეტონის ან აგურის, შეიძლება კერამიკული ფილით მოპირკეთება ან მობათქაშება, მასალები უნდა აიყოს არაალებადი.
  • ადგილი სადაც ქვაბი კედელზე ან იატაკზე დამაგრებულია, დაფარული უნდა იყოს ბეტონით და ლითონის ფურცლით.
  • ქვაბის გარშემო უნდა დატოვოთ საკმარისი სივრცე, რადგან საჭიროებისას ან რემონტისას დაუბრკოლებლად შეიძლებოდეს ახლოს მისვლა.
  • საქვაბე ოთახის და საცხოვრებელი ფართის დამაკავშირებელი კარი ცეცხგამძლე არაალებადი მასალისგან უნდა იყოს.

გაზზე მომუშავე გათბობის სისტემის საქვაბე ოთახისადმი მოთხოვნები:

  • ოთახი სადაც ამონტაჟებთ გაზის ქვაბს არ უნდა იყოს 6 კვ.მ. ნაკლები
  • სიმაღლე არანაკლები 2,5 მეტრი
  • საცხოვრებელ ფართთან მოსაზღვრე კედლები უნდა უძლებდეს ცეცხლს არანაკლებ 0.75 საათისა
  • ფანჯრის ღიობის მინიმალური ზომაა 0.03 კვ.მ ოთახის ერთ კუბურ მეტრზე.
  • ქვაბის წინ თავისუფალი მინიმუმ ერთი კვადრატული მეტრი სივრცე და მინიმუმ 70 სანტიმეტრი გასასვლელი კედელსა და დანარჩენ ყველა მოწყობილობებს შორის.
  • აუცილებელია ვენტილაციისა და კანალიზაციის არსებობა ოთახში .
  • კარი უნდა იღებოდეს გარეთ და ღიობი იყოს არანაკლებ 80 სანტიმეტრისა.
  • 350 კილოვატზე მეტი სიმძლავრის ქვაბის მონტაჟისათვის აუცილებელია ცალკე მდგომი შენობის აგება.

დიზელის საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბის საქვაბის გარეთ უნდა იდგეს მეტალის სქელკედლიანი რეზერვუარი საწვავისთვის. ავზთან დაუბრკოლებლად უნდა შეიძლებოდეს მანქანით მისვლა.

ელექტრო ქვაბის უსაფრთხოებისათვის თითქმის არანაირი მოთხოვნა არაა მისი ელექტროგამტარი ნაწილის დამიწების გარდა.

გათბობის ქვაბის საკვამური უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ნორმებს:

  • საკვამური მილი სახლის სახურავზე მაღლა უნდა ცილდებოდეს.
  • საკვამური შეიძლება იყოს აგურით აშენებული, ერთ ან ორშრიანი ლითონის მილის, კერამიკული, ასბესტცემენტური მილის. უმეტესად აგურის ან ლითონის მილის საკვამურები გამოიყენება. შეიძლება ერთშრიანი მილი შეიფუთოს აგურით.
  • საკვამულის მილის დიამეტრი უნდა იყოს ქვაბის საკვამლე ნახვრეტზე ფართე.
  • მილის კედელზე გარედან დამაგრებისას სამაგრები უნდა იყოს სანდო და მყარი.

საქვაბე ოთახის ვენტილაციის პარამეტრები

ელექტრო ქვაბს ვენტილაცია არ ჭირდება, ყველა დანარჩენი ტიპის გათბობისას ვენტილაციის ნორმების დაცვაა აუცილებელი:

  • საქვაბის ვენტილაცია შეიძლება სახლის სავენტილაციო სისტემაზე იყოს დაკავშირებული.
  • ქვაბის საპირისპირო კედელზე უნდა გაკეთდეს 13-15 სმ დიამეტრის ნახვრეტი, თუ ქვაბის სიმძლავრე 40 კილოვატზე ნაკლებია, 40 იდან ზევით სიმძლავრისას 17 სმ დიამეტრის. ნახვრეტში გადის სავენტილაციო მილი და იფარება ცხაურით.
  • სახლის საერთო საჰაეროს გამოყენებისას საქვაბის სავენტილაციო ნახვრეტი კეთდება ყოველ 1 კილოვატ სიმძლავრეზე 30 სანტიმეტრის დიამეტრის გათვლით.
  • თუ საქვაბე ცალკე მდგომ შენობაშია, სავენტილაციოდ შეიძლება კარის ქვედა მხარეს ჟალუზიანი ცხაურის გამოყენებით გაკეთდეს.
  • ხელოვნური ვენტილაცია რამდენადაც ეფექტურია და არაა დამოკიდებული გარემოს კლიმატურ პირობებზე, იმდენად არაეკონომიურია და დამატებით ელექტროენერგიას მოიხმარს. გაზის და თხევადი საწვავის ქვაბებთან ვენტილატორი ცალკე კორპუსში უნდა შეიფუთოს, აალებისგან თავის დასაცავად.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები