სახლების მშენებლობის დროს გამოყენებადი ჰიდროსაიზოლაციო მასალები

რა ტიპის ჰიდროსაიზოლაციო მასალები გამოიყენება სახლის, აუზის მშენებლობის დროს და აბაზანის რემონტისას

თანამედროვე სამშენებლო მასალების ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა სახის ჰიდროსაიზოლაციო საშუალებებით. მათი ძირითადი დანიშნულებაა სახლის ფუნდამენტის, სახურავის, კედლების, შენობის გადახურვის დაცვა გრუნტის წყლების, ატმოსფერული ნალექებისგან და ნესტისგან. ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესში ხარისხიანი იზოლაციის გაკეთება სწორი მასალებით, რომელიც ყველა ცალკეულ შემთხვევისათვის სხვადასხვაა. განვიხილოთ თითოეული ჰიდროსაიზოლაციო საშუალების სახეობა, რომელიც თანამედროვე რემონტის და მშენებლობაში გამოიყენება, ცალცალკე.

საღებავი იზოლაცია 

შესაღები ჰიდროიზოლაცია ეს არის წყალგაუმტარი ფირი, რომელიც წარმოიქმნება ზედაპირზე თხევადი ნაზავის წასმით. ძირითადად ესენია ბიტუმი, მასტიკა ან სპეციალური წყალგაუმტარი საღებავი ან ლაქი.

ბიტუმის საიზოლაციო მასალების შემადგენლობაში შედის ასბესტი, სინთეტური ფისები, ტალკი, კირი, პლასტმასი, რომლებიც უზრუნველყოფს ბინის კედლის ან იატაკის ნესტისკან დაცვას. ძირითადი შესაღები ჰიდროიზოლაციური ნაზავებია: ბიტუმი, კაუჩუკის, აკრილის, პოლიურეთანული და სილიკონური.

ბიტუმის საიზოლაციო მასალის დატანა ზედაპირებზე

განასხვავებენ ცხელ და ცივ ნაზავებს. ცხელი მასტიკის წასმამდე საჭიროა მისი გაცხელება 170 გრადუსამდე, ასე ის საუკეთესოთ აღწევს ზედაპირის მიკროფორებში. ცივი მასტიკისათვის წინასწარ გაცხელება არაა საჭირო, მაგრამ მათი ფასიც შედარებით უფრო მაღალია.

წასმამდე შესაფუთ ზედაპირს ამუშავებენ მტვერის მოსაცილებლად და უკვე შემდეგ უსმევენ საიზოლაციო მასალას ფუნჯით, გორგოლაჭით ან აეროჭავლით.

გასაკრავი იზოლაცია სახლის რბილი გადახურვის იზოლაციისათვის

გასაკრავი ჰიდროსაიზოლაციო მასალები ძალიან ეფექტურია. ის საუკეთესოდ იცავს კედელს აგურის სახლის აშენებისას, მეტალის ზედაპირებს, ბეტონის საფარს და სხვა. ზედაპირი მუშავდება რულონური ან ფირფიტოვანი საიზოლაციო მასალით, რომელიც წინსწარ წასმულ მემბრანაზე ეკვრება. სამრეწველო მშენებლობაში ძირითადად რულონური ჰიდროსაიზოლაციო მასალები გამოიყენება, უმეტესად ყველაზე ხელმისაწვდომი ტოლი ან ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფი.

რულონური ჰიდროიზოლაცია რამოდენიმე ფენად იკვრება, ფენებს შორის აუცილებელია გარკვეული დროის ინტერვალის დაცვა. რულონური იზოლაციის სახეობებია ფოლგოიზოლი, მეტალოიზოლი, ჰიდროიზოლი, პოლივინილქლორიდის ფირი, ბიტუმოვანი მემბრანა. გადაბმის ადგილებში იზოლაციის ფენები ერთმანეთზე 10-15 სანტიმეტრითაა გადასული.

წასმითი იზოლაცია აუზების მშენებლობაში

ამ ტიპის ჰიდროიზოლაციური მასალები სხვადასხვა თხევადი ხსნარებია, რომლითაც ერთიანი და ნაკერების გარეშე აუზის ჰიდროსაიზოლაციო ფენის გაკეთება შეიძლება. შესაძლებელია იყოს ერთი ან რამოდენიმე ფენა, აუზის მშენებლობა ფასის მოთხოვნების მიხედვით.  ამ ტიპის იზოლაცია ხანგამძლეა, კარგად უძლებს მექანიკურ და ფიზიკურ დატვირთვებს. კარგი ელასტიურობით გამოირჩევა, რაც მას მშენებლობა და რემონტის დროს დახეთქვისგან იცავს.

ძირითადად ორი ტიპისაა:

მინერალური ნარევები – ცემენტის ბაზაზე დამზადებული პოლიმერებ დამატებული მშრალი საშუალებებია რომელიც იხსნება წყალში და შემდეგ ესმევა საიზოლაციო კედელზე.

მეორე ტიპის იზოლაციაში ძირითადი კომპონენტი თხევადი ბიტუმია, რომელიც 4 მმ სისქეზე თქხელი არ უნდა იყოს და დამატებით მაარმირებელ ბადეს.

თხევადი იზოლაცია 7 ატმოსფერომდე დატვირთვას უძლებს, რაც დაახლოებით 70 მეტრის სიღრმეზე წყლის დატვირთვას უდრის. ამის გამო მას საცურაო აუზების მშენებლობაში იყენებენ. ასევე გამოიყენება შავი კარკასის მშენებლობაში სარდაფის იზოლაციისათვის, უშლის ნესტის შეღწევას კედელში.

შედარებით მეტ ბიუჯეტს საჭიროებს ორკომპონენტიანი პოლიმერებიანი პოლიურეთანული საიზოლაციო ნარევები, მაგრამ ბიტუმისგან განსხვავებით აბსოლუტურად არატოქსიკურია. თუ ეკო სახლის აშენება გნებავთ, პოლიურეთანით საიზოლაციო საშუალებები გამოიყენეთ.

ბათქაშში გასარევი ჰიდროიზოლაცია სახლის მშენებლობაში

შემადგენლობის მიხედვით ორი სახეობის გასალესი ჰიდროიზოლაციაა:

  • ცემენტური, მინერალური დანამატებიანი, რომლითაც ზედაპირი 5 დან 40 მილიმეტრამდე ფენაზე ილესება.
  • ასფალტური, რომელიც რამოდენიმე 4 მილიმეტრიან ფენად ილესება. ამ ტიპის ჰიდროიზოლაცია საჭიროებს ზემოდან აგურის კედლით ან მოჭიმული იატაკით დაფარვას. ასევე მისი ჩასხმა ხდება აშენებულ კედლებს შორის საიზოლაციო ფენის მისაღებად.

გასალეს იზოლაციას ხშირად იყენებენ სათბურის აშენებისას, აუზების მშენებლობისას ,სადაც დიდი რაოდენობით ტენი გროვდება. ასევე სააბაზანო ოთახის რემონტისას. გარდა ჰიდროიზოლაციური თვისებებისა საბათქაშე იზოლაციას ანტიკოროზიული დაცვაც აქვს. მას იყენებენ აგურის სახლის აშენების დროს, აგურის ან ბეტონის კედლებს ლესავენ.

გასაჟღენთი ჰიდროიზოლაცია სარდაფის მშენებლობისას

ამ ტიპის ჰიდროიზოლაცია უზრუნველყოფს ბეტონის კონსტრუქციების კარგ იზოლაციას. ამ სახეობის თავისებურება ისაა, რომ მისი გამოყენება არაა აუცილებელი სახლის აშენებას საწყის ეტაპზე. შესაძლოა უკვე დამთავრებული სახლის დამუშავებაც. ასევე უკვე დიდი ხნის აშენებული ბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების განახლება. შეღწევადი ჰიდროიზოლაცია იცავს არმატურას კოროზიისგან, რითიც ბეტონის კონსტრუქციების გამძლეობა იზრდება. პორტლანდცემენტის, წმინდა ქვიშის და ქიმიურად აქტიური ჰიდროფობური ინგრედიენტების ნაზავით იჟღინთება ბეტონის ზედაპირები, რაც მათ სიმტკიცეს 20 პროცენტამდე ზრდის.

ამ სახეობას არ ჭირდება წინასწარი ზედაპირის დაგრუნტვა, შესაძლებელია მისი ნესტიან კედელზე გამოყენება. ყინვაგამძლე ნაზავია. საკმაოდ უნივერსალურია კოტეჯების აშენებისას ან სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები