სახლის ინტერიერი

თეთრი ფერი და სახლის ინტერიერი

თეთრი ფერი და სახლის ინტერიერი, თეთრი ფერი სახლის დიზაინში

თეთრი სახლის რემონტისათვის ყველაზე უნივერსალური ფერია. თეთრი კედლები საუკეთესო ბაზაა ნებისმიერი სტილის ავეჯისთვის, დაწყებული კლასიკური სტილიდან,  მოდერნით დამთავრებული. თეთრი ფერით აბსოლუტურად ყველა დიზაინის სტილის შექმნა შეიძლება სახლის ინტერიერში.

ჩვენი ჯგუფის ინტერიერის დიზაინერები წარმატებით იყენებენ თეთრ ფერს სახლის ინტერიერში და არაერთი მონოქრომული თეთრი ბინის რემონტი შესრულდა ჯგუფის მიერ.თეთრი რემონტი

სახლის თეთრი ინტერიერის გავლენა განწყობაზე

ქვეცნობიერ დონეზე თეთრი აღიქმება სისუფთავის, თავისუფლების, სივრცის, სინათლის სიმბოლოდ. თეთრი მოდას არ ექვემდებარება და ყოველთვის აქტუალურია. თეთრი კედლები უნივერსალურ დიზაინად ითვლება.

თეთრი ეფექტური ფონია ხელოვნების ნიმუშებისათვის, ნახატები, ავეჯი, მწვანე მცენარეებისათვის, ინტერიერის დეკორის ელემენტებისათვის. თეთრ ფონზე ძალიან მარტივია დეტალების გადაადგილებით ან ახალი ელემენტის შემოტანით ახალი სახლის ინტერიერის მიღება.

შეიძლება სხვადასხვა ტექსტურის თეთრი ნივთების და ტექსტილის შერევა, ასე ინტერიერი არ გამოვა მოსაწყენი და ვიზუალურ ეფექტს შექმნის. მაგალითად,  საძინელებელის რემონტი შეიძლება თეთრი ფარდები, საწოლის ტექსტილი, რბილი ავეჯის საფარი სხვადასხვა ტონალობის და ზედაპირის სტრუქტურის თეთრი ქსოვილებისგან იყოს.

ყოველთვის შეიძლება თქვენი გემოვნების მიხედვით კონტრასტული აქცენტების დასმა ინტერიერში. ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვება თითქმის გამორიცხულია, რადგანაც თეთრი ყველაფერს იხდენს. თამამად შეგიძლიათ თქვენი დიდი ხნის მოწონებული მკვეთრი ჟოლოსფერი სავარძელი დადგათ ოთახში, ან ნარინჯისფერი მაცივარი სამზარეულოში.

განათება და სახლის ინტერიერი

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ფერს, თეთრსაც აქვს თავისი ტონები და ფერის ტემპერატურა. სახლში თეთრი ინტერიერის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება როგორი განათებაა ოთახში. სახლის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ოთახებს თუ შეღებავთ თეთრად, კედლები მორუხო-მოცისფრო ტონს მიიღებს. ასეთი ფერის ოთახებში სიგრილის შეგრძნებაა, ამიტომ იქ კარგი იქნება სავარჯიშო ოთახის, სამუშაო სტუდიის ან ზაფხულისთვის საძინებლის მოწყობა.

თუ სახლი ისეთ რეგიონში მდებარეობს სადაც ძირითადად თოვლია, თეთრი ბინის ინტერიერის შექმნით რისკავთ ცივი, არაკომფორტული გარემო მიიღოთ. აუცილებლად „დაათბეთ ინტერიერი ყვითელი,ნარინჯისფერი,წითელი აქცენტებით.

ოთახებისათვის რომელშიც ბუნებრივი განათება საერთოდ არაა და დღის სინათლე არ ხვდება, საუკეთესო გამოსავალია ინტერიერის თეთრი თბილი ტონის კედლები. ეს ფერი ადამიანში დღის სინათლის ასოციაციას ქმნის და ამარლებს მის განწყობას და ენერგიულობას.

თეთრი სინათლის ამრეკლავი ფერია, ზრდის ვიზუალურად სივრცეს. მიიჩნევა რომ მისი გამოყენება ბნელ და პატარა ოთახებშია მიზანშეწონილი. მაგრამ არსებობს ერთი პარადოქსი – რამდენადაც თეთრი ნათელი ფერია, მისი სუფთა ტონალობა კარგი განათების გარეშე კარგავს ყველა თავის თვისებას. კლასიკური,სუფთა თეთრი ყველაზე კარგად დიდ ფანჯრებიან, ვიტრინებიან ინტერიერში მუშაობს.

როგორი თეთრი გამოვიყენოთ სახლის ინტერიერში

საუკეთესოდ აღწერს თეთრი ინტერიერის დიზაინს ტერმინი off-white.  სიტყვა სიტყვით რომ ითარგმნოს – „არამთლად თეთრი“- ს ნიშნავს.  დიზაინის ეს მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა ტონალობის თეთრის გამოყენებას სახლის ინტერიერში.

ყველა დროის ჰიტი ინტერიერისათვის თეთრი ფერის და მეტალის შეხამებაა. ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ინოქსი, ნებისმიერ მეტალთან მუშაობს. მეტალის სიბზინვარე და თეთრის სიმკვეთრე საუკეთესო შეხამებაა თანამედროვე ინტერიერისათვის. მეტალის ელემენტებით დიდი დანახარჯების გარეშე მიიღებთ ბინის დახვეწილ და ძალიან თანამედროვე ინტერიერს.თეთრი ინტერიერი

დიზაინერის რჩევები სახლის ინტერიერისათვის

თუ გადაწყვიტეთ თქვენი სახლის რემონტი „სუფთა ფურცლიდან“,თეთრი ინტერიერი შექმნათ, დაბალფასიანი, ნაკლებ ხარისხიანი საღებავის შეძენისგან თავი შეიკავეთ. ასეთ საღებავს ყოველთვის აქვს მომწვანო, ჭუჭყიანი ქვედატონი, რომელიც მთელს სახლის დიზაინს გაგიფუჭებთ.

აუცილებლად შეურიეთ სუფთა თეთრ საღებავში ფერადი კოლორები – ყვითელი, იისფერი, იასამნისფერი.სახლისინტერიერი

თუ აბსოლუტურად თეთრი ინტერიერი მოსაბეზრებლად მიგაჩნიათ, დაამონტაჟეთ ოთახებში ფერადი განათება. სხვადასხვა ზონის სხვადასხვა ფერად განათება მოგცემთ ფერადი სივრცის, ფერადი ინტერიერის შეგრძნებას. ბინის ინტერიერი

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები