სახლის მშენებლობის დროს ბეტონის კიბის მოპირკეთების 7 ხერხი

ბინის რემონტი ფასების დამზოგავი მეთოდები შიდა ან გარე კიბის მოსაპირკეთებლად 

კიბე ნებისმიერი მრავალსართულიანი შენობის აუცილებელი ნაწილია. იგი სხვადასხვა მასალისაგან შეიძლება იყოს დამზადებული, ყველაზე პოპულარული ვარიანტებია ხის და რკინის კონსტრუქცია. მაგრამ ყველაზე ხელმისაწვდომი და დაბალბიუჯეტური ასაშენებლად ბეტონის კიბეა. ბეტონისგან კიბე ისხმევა საკუთარი სახლის აშენებასთან ერთად. ასეთი კიბის კონსტრუქციის გამძლეობა და პრაქტიკულობა უდაოდ მის ფასზე მაღალია. მაგრამ აქვს დიდი მინუსიც, ესთეტიურად ბეტონი არც ისე ლამაზია, მოპირკეთების გარეშე მისი ინტერიერთან შეხამება რთულია, მაქსიმუმ აწ პოპულარულ ლოფტში თუ მოვახდენთ ორგანულად. ამიტომ ბეტონის კიბის მოპირკეთების მეთოდებს ქვემოთ განვიხილავთ და გირჩევთ, რომელია ყველაზე მისაღები კონკრეტულ პირობებში.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასალები მიმდინარე რემონტისთვის

     მშენებლობა და რემონტისთვის სანამ რაიმე მასალას შეარჩევთ, გაითვალისწინეთ რომ კიბე სახლის ინტერიერის და ექსტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ინტენსიური და მუდმივი დატვირთვა ხდება. შიდა კიბის მოსაპირკეთებელი მასალა:

  • არ უნდა ამძიმებდეს სახლის კონსტრუქციას. მასალა უნდა იყოს შედარებით მსუბუქი, რათა არ მოემატოს დატვირთვა კიბის კონსტრუქციაზე.
  • გარეგნული მხარე. კიბე სახლის ერთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ხანდახან ინტერიერის მთავარი დეკორატიული დატვირთვაც მასზე მოდის. ამიტომ მასალა ხაზს უნდა უსვავდეს კიბის ფორმას და მთლიანად სახლის დიზაინში ჯდებოდეს.
  • უსაფრთხოება. არ უნდა დაგავიწყდეთ რომ კიბე სახლის ყველაზე საფრთხილო ნაწილია, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისათვის, ამიტომ არ უნდა სრიალებდეს.
  • განახლება შეკეთების შესაძლებლობა. გაითვალისწინეთ რამდენად მარტივი იქნება შემდგომში კიბის გარემონტება ან ცალკე ერთი საფეხურის განახლება.
  • ხმის იზოლაცია. ხმის დასახშობად ყველაზე კარგი მასალაა ხე და რბილი საფარი, ხალიჩები.
  • გამძლეობა. ეს თვისება შიდა და გარე კიბის შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, საფარი მალე არ უნდა გაცვდეს.

ზემოთ ჩამოთვლილ საერთო თვისებების გარდა სახლის გარე კიბეების ასაშენებლად დამატებით გასათვალისწინებელია:

  • ყინვაგამძლეობა. მოსაპირკეთებელი მასალა უნდა უძლებდეს გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზეგავლენას – ყინვა, მუდმივად მზის ქვეშ ყოფნა, ტემპერატურის ცვალებადობა.
  • წყალგაუმტარობა. მოსაპირკეთებელი მასალა წყლის ბეტონში ჩაჟონვას უნდა უშლიდეს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად დასველებისას ბეტონი დაშლას დაიწყებს.
  • Anti slip თვისებები გარეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამითომ ზოგჯერ კიბის მოსაპირკეთებელ მასალას აქვს სპეციალური ღარები და ხაზები, დამატებით დასაცავად.

ბეტონის კიბის შეღებვა შავი კარკასი რემონტის დროს

ყველაზე მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი მეთოდი კიბის ბეტონის საღებავით შეღებვაა. ნუ წარმოიდგენთ უცებ საბჭოთა დროის შეღებილ უსახურ კიბის საფეხურებს. სამღებრო ტექნოლოგიამ ბევრად წინ წაიწია და შეღებილი კიბე შეიძლება ლამაზიც იყოს და გამძლეც.

  • რამოდენმე თხელ ფენად წასმული საღებავი ქმნის მონოლითურ საფარს, რომელიც ბეტონის მთლიანობასაც იცავს და ახანგრძლივებს.
  • თანამედროვე საღებავების მაღალი აგდეზიური თვისებები ხელს უშლის საღებავის დროთა განმავლობაში აფრცქვნას. შეღებვამდე ბეტონი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს მტვერის და ცხიმისაგან.
  • გამშრალი საღებავის ფენა ინარჩუნებს ელასტიურობას, რაც ხელს უშლის მის დახეთქვას კიბის მცირე ამორტიზაციის დროს.
  • არ ცვდება მარტივად და თუ მაინც მოხდა საფარის გახუნება ან გაცვეთა, მისი განახლება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
  • სპეციალური დანამატებიან საღებავის შერჩევისას მარტივად მიიღებთ ანტი სლიპ ზედაპირს.
  • საღებავის ფერთა ფართე პალიტრა საშუალებას მოგცემთ ჩართოთ ფანტაზია და შექმნათ ფერადი, ხალისიანი დიზაინი.
  • შეღებილი ზედაპირის მოვლა ძალიან მარტივია, იგი ადვილად ირეცხება, როგორც წესი საყოფაცხოვრებო ქიმიას კარგად უძლებს და გადაბმის ადგილების არარსებობის გამო არ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას.

საღებავით შეღებილ საფეხურებს აქვს მხოლოდ ორი მინუსი- ის შედარებით სადაა და ბევრი ფენითაც კი ვერ ფარავს ბეტონის ზედაპირის უსწორმასწორობებს, მოითხოვს დამატებით გასწორებას, რაც დამატებით დანახარჯია, როდესაც რემონტი იაფად გნებავთ შესრულდეს.

ხალიჩა ან ლინოლეუმი კიბეზე სახლის გასარემონტებლად

კიბის საფეხურების კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური საფარია ხალიჩა. მწარმოებლებმა სპეციალურად ამ დანიშნულებისათვის რეზინის ფენით ხალიჩებიც გამოუშვეს. მისი დამაგრება საფეხურებზე ხდება წებოთი ან დეკორატიული კუთხოვანებით, რომელიც საფეხურზე თვითმჭრელებით მაგრდება, იმეორებს საფეხურის ფორმას და აფიქსირებს ხალიჩას.

ამ მასალას ბევრი პლიუსი აქვს:

  • შეხებისას სასიამოვნოა.
  • თბილი და კომფორტულია, შიშველი ფეხისთვისაც კი.
  • კარგად ახშობს ხმაურს.
  • სხვადასხვა ნახატიანი, სხვადასხვა ფერით და პრინტით ხალიჩების ხელმისაწვდომობა საშუალებას გაძლევთ შექმნათ საინტერესო დიზაინი.
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • იგი ხელს არ უწყობს მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების გამრავლებას, მასალის სინთეტურობის გამო.
  • მისი მონტაჟი დამოუკიდებლადაც მარტივია, საკმარისია ერთი დღით დატოვოთ გაშლილი, რომ უკეთ მიიღოს საფეხურების ფორმა და მერე დაამაგროთ.

ხალიჩა სხვა მასალებთან შედარებით მალე ცვდება. მაგრამ სწორად თუ შევარჩევთ და მწარმოებლის მითითებულ კლასიფიკაციას მივაქცევთ ყურადღებას, ბევრად დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით შეარჩიეთ 23 კლასი და კომერციული დანიშნულებით 33 კლასი- კორიდორების და ჰოლებისთვის განკუთვნილი საფარი.

კიბის მოპირკეთება ლამინატით ან პარკეტის დაფით

ლამინატი და პარკეტი კარგი მასალაა კიბის საფეხურების მოსაპირკეთებლად. ის კარგად ახშობს ხმაურს და ინარჩუნებს სითბოს. ეცადეთ შეარჩიოთ მაქსიმალურად სქელი ლამინატი. უპირატესობა მიანიჭეთ კომერციული ხაზის მაღალ კლასს, რადგანაც აქ დამცავი დაფარვა მეტია და უფრო დიდხანს გაძლებს. საუკეთესოა თუ ლამინატის ან პარკეტის დაფის სიგანე დაემთხვევა საფეხურის სიგანეს.

ლამინატის დაფიქსირების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე მარტივი და სწრაფი პირდაპირ ბეტონზე დაწებებაა. გარდა თვითონ ლამინატისა კიდის პროფილები დაგჭირდებათ, რომელიც საფეხურის სიგრძის და საფეხურების რაოდენობის მიხედვით გამოითვლება. ლამინატით ან პარკეტით კიბის მოპირკეთების პლიუსებს შეადგენს:

  • ეკოლოგიურობა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოება.
  • მარტივი მონტაჟი.
  • მარტივი მოსავლელია.
  • შერემონტება განახლების სიმარტივე.
  • ფერების და ფაქტურების დიდი არჩევანი.
  • სიმსუბუქე
  • ხმაურის დახშობა
  • შედარებით დაბალი ფასი
  • ბუნებრივი ხის კარგი იმიტაცია 

კიბის საფეხურების კერამიკა ან კერამოგრანიტით მოპირკეთება ბინების რემონტისას

კერამიკით ან კერამოგრანიტით შესაძლებელია შიდა და გარე კიბეების საფეხურების დაფარვა. გარე სამუშაოებისათვის უმჯობესია კერამოგრანიტს თუ შეარჩევთ. მწარმოებლები კიბის საფეხურებისათვის სპეციალურ სერიებსაც აწარმოებენ, თავისი შემადგენელი ფიტინგებით: პლინტუსები, კუთხეები, კიდეები, მოაჯირები.კერამოგრანიტის საფეხურები მტკიცეა, კარგად უძლებს ცვეთას, ანტისლიპია,  წყალგაუმტარია, უძლებს იატაკქვეშა გათბობას და ქიმიური საშუალებებით გაწმენდას.

თუ თქვენი კიბე არასტანდარტული ფორმისაა, ან ხვეულია, გექნებათ საგრძნობი ხარჯი ჭრისას და ასეთი რთული ფორმის კერამოგრანიტით მოპირკეთება მეტ თანხებთანაა დაკავშირებული და ბინის რემონტი ფასებზე საგრძნობლად მოქმედებს. კერამოგრანიტის საფეხურები საკმაოდ ამძიმებს კონსტრუქციას. შეხებისას და ვიზუალურადაც ის საკმაოდ ცივია.

საფეხურის ბუნებრივი ქვით მოპირკეთება

ბუნებრივი ქვით საფეხურების მოპირკეთება ერთ ერთი ულამაზესი, მაგრამ ყველაზე მაღალფასიანი მეთოდია. მთლიანი ინტერიერის კონცეფციიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე შეგიძლიათ გრანიტის, მარმარილოს, ტრავერტინის გამოყენება. ბუნებრივი ქვის საფეხურები უკვე დამუშავებულია და არ ჭირდება დამატებითი დეტალები, თქვენ მხოლოდ მზა საფეხურებიდან ზომით და სახლის ინტერიერისათვის შესაფერისი უნდა შეარჩიოთ. ყველა გადაბმა ბოლოს უნდა დამუშავდეს ელასტიური და წყალგაუმტარი შესავსები ნაერთით. ბუნებრივი ქვის დადებითი თვისებების აღწერა ნამდვილად ზედმეტია, ავღნიშნავთ მხოლოდ მის მინუსებს: პირველ რიგში მისი მაღალი ფასი, შემდეგ სიცივე და დიდი წონა.

 

ბეტონით კიბის საფეხურების მოპირკეთება

დიახ, არ გვეშლება, ბეტონის კიბის ბეტონისგან ჩამოსხმული საფეხურებით მოპირკეთება ერთ ერთი გამათლებული და გამძლე მეთოდია. სპეციალური საწარმოები ამზადებენ ბეტონისგან საფარებს, ისინი ჩამოსხმულია კიბის ფორმის მიხედვით, მაარმირებელი დანამატებით. ამ ხერხს იყენებენ თუ აშენებული კიბის გვერდები საკმაოდ თხელია და უსწორმასწორო. ბეტონის საფეხურები ყინვაგამძლეა, ცვეთაგამძლეა, არ სრიალებს და მარტივად დასამონტაჟებელი, შესაბამისად გარე კიბისთვის შესაფერისი ვარიანტია.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები