როგორ მოვაწყოთ შიდა კიბე კერძო სახლის მშენებლობისას, კიბის სახეობები და მასალები
როდესაც საქმე ეხება კერძო სახლის მშენებლობას, დამკვეთთა უმეტესობა ორსართულიან პროექტს ანიჭებს უპირატესობას, ან ერთი სართული მანსარდული გადახურვით. ორი და მეტი სართულიანი მშენებლობისას აუცილებლად დგება საკითხი როგორი გაკეთდეს შიდა კიბე, რა მასალით, როგორი ფორმის რომ მაქსიმალურად კომფორტული და სახლის ინტერიერთან შერწყმული იყოს. განვიხილოთ კერძო სახლისთვის კიბის სახეობები და მასალები.
კიბის კონსტრუქცია სახლის მშენებლობაში
სახლში კიბის კონსტრუქცია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- საფეხური – შედგება ვერტიკალური ნაწილი ბიჯისგან და ჰორიზონტალური, რასაც ეყრდნობა ბიჯი, შუბლისგან. საფეხურის ბიჯის ოპტიმალური ზომაა 30 სანტიმეტრი, ხოლო საფეხულის სიმაღლე სტანდარტულად 15-20 სანტიმეტრია;
- საყრდენი კოჭი, ძელი;
- მოაჯირი – უსაფრთხოებისათვის.
კიბის სახეობები კერძო სახლის მშენებლობისას
თუ როგორ ფორმის კიბეს შევარჩევთ ჩვენი სახლისთვის, დამოკიდებულია ინტერიერის სტილისტიკაზე, სივრცეზე სადაც უნდა დაეტიოს კიბე, ბიუჯეტზე და ჩვენს გემოვნებაზე. გამოყოფენ კიბის სამ ძირითად ფორმას:
- კიბე მარშით – ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმაა. კიბე შედგება თანაბარი ზომის საფეხურების რიგისგან და ბაქანისგან. ერთი მარში სასურველია 10 საფეხურიანი იყოს, მაქსიმალური რაოდენობაა 16-17 საფეხური. მეტის საჭიროების შემთხვევაში ექყობა კიბის ბაქანი ორ ან სამ მარშს შორის. მარშები ბაქანთან სხვადასხვა კუთხით შეიძლება იყოს დაკავშირებული.
- ხვეული კიბე – საყრდენ ბოძზე სპირალისებურად მიმაგრებული საფეხურებია. ქმნის განსხვავებულ დიზაინს მაგრამ დიდი კომფორტულობით არ გამოირჩევა. ხვეულ კიბეს აწყობენ როდესაც სივრცის კრიტიკული ნაკლებობაა. ძირითადად მას მანსარდაზე ან სხვენზე ასასვლელად აკეთებენ. ხვეული კიბის საფეხურებს როგორც წესი შუბლი არ უკეთდება, კონსტრუქცია ჰაეროვანია.
- ე.წ. მოტივტივე საფეხურები, კიბე რომლის საფეხურების მხოლოდ ერთი მხარეა მიმაგრებული კედელზე სამაგრით. მათ ასევე ბოლტურ კიბესაც უწოდენენ გერმანული სიტყვა „Boltz” იდან – ჭანჭიკი, ბოლტი, სამაგრი. ქმნის ვიზუალურად მსუბუქ კონსტრუქციას.
კიბის მშენებლობა კერძო სახლში, ძირითადი მასალები
სამშენებლო ბიუჯეტიდან, გემოვნებიდან, სახლის სტილისტიკიდან და სახლის ინტერიერიდან გამომდინარე კიბისთვის განკუთვნილი უამრავი მასალიდან გვიწევს ერთ ერთის არჩევა. მრავალფეროვნებით გამოირჩევა როგორც კიბის კონსტრქუციის მასალები, ასევე მისი მოსაპირკეთებელი სახლის რემონტისას.
ხე ყველაზე გავრცელებული მასალაა კიბისთვის . ხის კიბეები მსუბუქია, არ სრიალებს, ეკოლოგიურია. ხის ნატურალური ტონები შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა ინტერიერის დიზაინს შეეხამოს.
მეტალისგან დამზადებული კიბეები გამძლეობით გამოირჩევა. მეტალის პლასტიკურობა იძლევა საშუალებას კიბე ნებისმიერი უცნაური ფორმის და მოხრით დამზადდეს. დღეისათვის იყენებენ მეტალის კიბეებს ქვასთან, პლასტიკატთან, ხესთან კომბინაციაში. გამოირჩევა ბიუჯეტური ფასებით. მინუსებიდან აღსანიშნავია მეტალის საფეხურების სიცივე და ხმაურიანობა.
ბეტონის კიბე ყველაზე ბიუჯეტური და ყველაზე განძლე ვარიანტია. თუმცა ასაშენებლად შედარებით დიდ ადგილს მოითხოვს, ამის გამო ბეტონის კიბეები იდეალურია დიდ კერძო სახლებში. ბეტონის კიბე აუცილებლად სახლების მშენებლობაის პროცესში შენდება. მისი შემდგომი მოპირკეთება შეიძლება ფაქტიურად ნებისმიერი მასალით – ხე, საღებავი, ხალიჩა, კერამოგრანიტი.
ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის კიბეები ყველაზე ძვირი ვარიანტია. თუმცა განსაკუთრებული მდიდრული იერით გამოირჩევა. ქვისგან მზადდება საფეხურები, საყრდენი ძელი ძირითადად მეტალისაა.
მინის საფეხურები იდელურად უხდება თანამედროვე დიზაინს, ისინი არ გადატვირთავს ინტერიერს. მაგრამ გააჩნია რიგი მინუსებისა, უპირველეს ყოვლისა სიპრიალე, დახაზვისაკენ მიდრეკილება და მაღალი ფასი. მოითხოვს განსაკუთრებულ ფრთხილ მოპყრობას და მოვლას.
კიბის მოწყობის ოპტიმალური ზომები
თუ თქვენს სახლში გაქვთ საშუალება კიბემ დაიკავოს 3 კვ.მ. ფართი, თამამად ააშენეთ მარშიანი კიბე. თუ კი ნაკლები სივრცე გრჩებათ მაშინ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტია ხვეული კიბე. ხვეული კიბის საფეხურის სიგრძე როგორც წესი 1 მეტრამდეა. მარშული კიბის საფეხურების სიგრძე შეიძლება იყოს 1.20-1.50 მეტრი. მოაჯირის ოპტიმალური სიმაღლეა 80 სანტიმეტრი. სახლში თუ ბავშვებია, რიკულებს შორის დაშორება 15 სმზე მეტი არ უნდა იყოს. კიბის დახრის იდეალური კუთხეა 45 გრადუსი.
კიბის განათება კერძო სახლში რემონტისას
კიბის განათებას დეკორატიული დატვირთვის გარდა პრაქტიკული დატვირთვა უფრო მეტი აქვს. უსაფრთხოების მიზნით კიბეზე არ უნდა ბნელოდეს დღის არც ერთ მონაკვეთში. შესალებელია კიბესთან ცენტრში დიდი წაღის განტავსება რომლის სიმძლავრეც კიბის უჯრედსაც გაწვდება.
შეგიძლიათ კიბესთან კედელზე სანათები, დეკორატიული ბრების დამაგრება.
უცხო და დიზაინერების საყვარელი ხრიკია წერტილოვანი განათების საფეხურებში ჩამონტაჟება.
რადგანაც კიბეზე მოძრავი ადამიანი არ უნდა ეძებდეს სინათლის ჩამრთველს, საუკეთესო გამოსავალია კიბესთან განათებაში სენსორული ნათურები დაამონტაჟეთ, სანათის ჩამრთველები მოძრაობაზე რეაგირებდეს .