ხის სახლი თუ ბლოკის სახლის აშენება, პლიუსები და მინუსები

ხის სახლი ჯობია თუ ბლოკის სახლის მშენებლობა?

თანამედროვე სამშენებლო სფერო გთავაზობთ მასალების და ტექნოლოგიების უამრავ ვარიანტს. თქვენი სახლისთვის რომელი ჯობია დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ფინანსები, კლიმატი, მიწის ნაკვეთის გეოდეზიური თვისებები, დამკვეთის გემოვნება.

ყველაზე პოპულარული სააგარაკე სახლების მშენებლობისათვის მაინც ორი ვარიანტი რჩება – ხის ან ბლოკის სახლის აშენება. შევეცდებით გავარკვიოთ რომელი ვარიანტი ჯობია.

  1. სახლის არქიტექტურული პროექტების მრავალფეროვნება

ხის სახლები არქიტექტურული დიზაინის მხრივ უფრო სადაა. ხის კოტეჯის მშენებლობა ძირითადი სტანდარტული ფორმებითაა შესაძლებელი. როდესაც ბლოკით და აგურით მიიღება ნებისმიერი დიზაინის შენობა-ნაგებობა. ბლოკით სახლის მშენებლობისას ჩვენ გვაქვს საშუალება ნებისმიერი არქიტექტურული ჩანაფიქრი განვახორციელოთ.

ბლოკის სახლის ფასადის მოპირკეთება შეიძლება ქვით, ბათქაშით, ფილებით, ნებისმიერი ვარიანტი უამრავიდან. როდესაც ხის სახლი შეიძლება შეიღებოს, გაილაქოს ან მაქსიმუმ დაიფაროს საიდინგით.

  1. ეკოლოგიურობა ხის ან ბლოკის სახლის აშენებისას

რათქმაუნდა ხე ეკოლოგიურობის მხრივ უსწრებს აგურს ან ბლოკს. მიუხედავად იმისა რომ აგურიც ბუნებრივი მასალებისგან იწარმოება, აგურით სახლის მშენებლობისას მისი მოპირკეთებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ნაერთები, შპალერი, საღებავი, რომლის ეკოლოგიურობის გაკონტროლება რთულია. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად აქცევს ამას ყურადღებას.

ხის მასალა აუცილებლად მუშავდება სხვადასხვა დამცავი ლაქებით, რომელიც არაკეთილსინდისიერი მიდგომისას, ასევე შეიძლება არცთუ ისე ეკოლოგიური იყოს.

ეკო კოტეჯების მშენებლობაში ხის ერთ-ერთი დადებითი თვისებაა მისი „სუნთქვის“ უნარი. აგურს და ბლოკსაც გააჩნია ფორები და სუნთქავს, მაგრამ მათი შემდგომი დამუშავება მოპირკეთება ართულებს სახლის ბუნებრივი სუნთქვის პროცესს.

  1. ხმის და თბოიზოლაცია კოტეჯების მშენებლობაში

ხეს გააჩნია ნაკლები თბოგამტარობა. იგი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიგრილეს და სითბოს ვიდრე ბლოკი. თუ სახლის დანიშნულება მხოლოდ საზაფხულოდ ხანმოკლე გაჩერებაა და არ გამოიყენება საცხოვრებლად, მისი გათბობა უფრო სწრაფად მოხდება. მაგრამ დამატებითი იზოლაციის გარეშე ხის სახლის ზამთრის სეზონზე გათბობა უფრო რთული იქნება და დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. გამოდის რომ თბოიზოლაციაზე ეკონომიით იმატებს ენერგომოხმარების ხარჯი.

  1. სახლის მშენებლობის სიმტკიცე და ნაგებობის გამძლეობა

რამდენად დიდხანს იდგება ახალი სახლი, არამხოლოდ მასალაზეა დამოკიდებული, არამედ აშენების ტექნოლოგიაზეც. ხის სახლის აშენება მიზანშეწონილია მხოლოდ სწორად გამომშრალი და დამუშავებული ხის მერქანი. ასევე მნიშვნელოვანია რომელი ხის ჯიშისაა იგი.

ხის მორების დაწყობისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ხის რომელი მხარე იყო ჩრდილოეთით მიმართული. კარგად დამუშავებული და დამცავი ლაქებით გაჟღენთილი ხის მასალის სახლი რამდენიმე წლის შემდეგ საჭიროებს განახლებას, რათა თქვენს შემდეგ თაობამაც შეძლოს მისი ექსპლუატაცია.

აგურით ან ბლოკით აშენებული სახლი, სამშენებლო ნორმების დაცვის შემთხვევაში (ცემენტის სწორი შემცველობა,კარგი გადახურვა, სწორად მოწყობილი ფუნდამენტი) ასწლეულები მოგემსახურებათ და მარტივად შეგიძლიათ მისი ვიზუალის და ინტერიერის განახლება და შეცვლა.

  1. შენობის კონსტრუქციული თავისებურებები

ხის სახლების მშენებლობას, ისევე როგორც ნებისმიერს აქვს თავისი კონსტრუქციული თვისებები. ხის სახლის იატაკის ან სართულშუა ტიხრებს აქვს ვიბრაციის თვისება. როგორც არუნდა გავამაგროთ, ხის სახლს მაინც ექნება ვიბრაცია სიარულისას. ბლოკის სახლები თავის მხრის მასიური და უფრო მყარია. მასიურობასთან ერთად სჭირდება უფრო მყარი ფუნდამენტის მშენებლობა, ვიდრე ხის სახლებს.

მსუბუქი კონსტრუქციის წყალობის ხის სახლის აშენება შეიძლება ნებისმიერ გრუნტზე,  რასაც ვერ ვიტყვით ბლოკის სახლზე, რომლისთვისაც საჭიროა გრუნტის გეოდეზიური კვლევა.

  1. ბლოკის სახლის აშენების ღირებულება და ვადები

რაც შეეხება ბლოკის სახლის აშენების ღირებულებას და ვადებს, აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ორივე ვერიანტს ბლოკს და ხეს, თავისი პლიუს მინუსები გააჩნია.

ბლოკის სახლი აშენება სწრაფად არ ხდება, მას ჭირდება ეტაპებს შორის დაყოვნება გასაშრობად. აგარაკის აშენების პროცესი მისი სრული რემონტით შესაძლოა წლამდეც გაგრძელდეს, სირთულიდან გამომდინარე. როდესაც ხის სახლი შეიძლება აიწყოს ერთ სეზონზე. მაგრამ ახალდადგმულ ხის სახლს სწირდება დაყოვნება შესახლებამდე, რატა არ მოხდეს ხის მასალის დახეტქვა და დეფორმაცია. როდესაც ახალგარემონტებულ სახლში დაუყოვნებლივ შეგიძლიათ შესახლდეთ.

ხის სახლის ღირებულება შედარებით დაბალია თუ ხის მასალა ხელმისაწვდომია რეგიონისთვის. მისი შორიდან ტრანსპორტირების ხარჯები ბევრად აძვირებს ხის კოტეჯის აშენების ხარჯებს. ბეტონის და ბლოკის წარმოება თითქმის ნებისმიერ რეგიონშია ხელმისაწვდომი.

ბეტონის და ბლოკის სახლს უფრო მყარი საძირკველის საჭიროების გამო შედარებით მეტი ჯდება კერძო სახლის აშენება.

  1. კერძო სახლის ხანძარმედეგობა, ნესტგამძლეობა

ხის სახლის ერთ-ერთი დიდი მინუსია მისი მარტივი აალება. სპეციალური დამუშავება რომელიც ართულებს აალების პროცესს, შესაბამისად აძვირებს კიდეც მის ღირებულებას. ამ მხრივ რათქმაუნდა ბლოკის სახლი იგებს, ხანძრის შემთხვევაში მისი გადარჩენის მეტი შანსია.

ხის სახლები მიდრეკილია ობისა და სოკოს გაჩენისადმი. კარგი ვენტილაციის პირობებშიც კი თუ ხის მასალა არაა დამუშავებული შესაბამისად, მარტივად ნესტიანდება. აგურის და ბლოკის სახლიც სეიძლება დანესტიანდეს თუ არასწორადაა მოწყობილი სახლში გათბობის და ვენტილაციის სისტემა.

ხის სახლებს გააჩნია სპეციფიური მინუსი –  მწერები. მათ საწინაარმდეგოდაც მუდმივად დამცავი ფენის გამოყენებაა საჭირო. სამწუხაროდ თუ ვერ დაიცავთ, ეს პროცესი შეუქცევადია და ვეღარაფერს შველით.

   ხის სახლების ან ბლოკის სახლის აშენების პლიუს-მინუსები

მოკლედ რომ შევაჯამოთ ყველაფერი რაც ზემოთ განვიხილეთ,  აგურის და ბლოკის სახლი უფრო მტკიცეა, ხანძარმედეგი, წლების განმავლობაში არ საჭიროებს ფასადის განახლებას, არ ეშინია მწერების და ობის.

ხის სახლი კარგია როდესაც მის გამოყენებას გეგმავთ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, იგი სწრაფად შენდება. არ საჭიროებს გრუნტის წინასწარ მომზადებას და შიდა ინტერიერის მოპირკეთება მარტივია.

თუ აგარაკი ნებისმიერ სეზონზე გნებავთ გამოიყენოთ, ან მშენებლობა გსურთ რეგიონში სადაც ხშირია ქარი და ცივი ზამთრის სეზონია, ერთმნიშვნელოვნად უკეთესი გადაწყვეტილება იქნება აგურის ან ბლოკით სახლის მშენებლობა.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები