ბინის რემონტი- შპალერი თუ საღებავი?

რა გამოვიყენოთ ბინის რემონტის დროს, საღებავი თუ შპალერი?

მუდმივი შეკითხვა, რაც აწუხებთ დამკვეთებს სახლის რემონტისას და ძალიან ხშირად გვეკითხებიან სარემონტო ჯგუფს  – რა ავარჩიოთ ინტერიერის რემონტისას შპალერი თუ შეღებილი კედელი?

        შპალერის პლიუსები რემონტის ჯგუფის აზრით

  • შპალერი ფარავს კედლის მცირე დეფექტებს. რათქმაუნდა ეს შპალერის ხარისხზე და სახეობაზეცაა დამოკიდებული.
  • მის გაკვრამდე არ საჭიროებს კედლების იდეალურად გასწორებას
  • ბევრის აზრით, შპალერის ვიზუალი უფრო სიმყუდროვეს ქმნის სახლში.
  • შპალერის საშუალებით შესაძლებელია დეკორებით და ფაქტურით თამაში, ერთი აქცენტური კედლის გამოყოფა განსხვავებული რელიეფის და ნახატის შპალერით

მინუსებია:

  • შპალერი ცუდად იწმინდება. უმეტესობა სახეობა სველ წმენდას საერთოდ ვერ უძლებს;
  • შესაძლებელია დაეტყოს გადაბმის ადგილები;
  • ცუდად უძლებს დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს, ნესტს. სამზარეულოში ან მომატებული ტენიანობის ადგილებში მალე დაკარგავს პეწს
  • ადვილად ზიანდება, მისი გაკაწვრა გახაზვა საკმაოდ მარტივია, მითუმეტეს თუ გყავთ ბავშვები ან შინაური ცხოველები

        სახლის რემონტი და შეღებილი კედლის უპირატესობები

  • შეღებილი კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს
  • მარტივი მოსავლელია, სველი ტილოთი ან ღრუბლით შეგიძლიათ გაწმინდოთ დასვრილი ადგილები
  • უძლებს ნესტს და სისველეს, სამზარეულოში და სააბაზანოშიც
  • მარტივია შეღებილი კედლების განახლება, გადაღებვა თუ ფერი მოგბეზრდებათ
  • უზარმაზარი პალიტრაა უამრავი ტონალობით, თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით;
  • შეღებილი კედლები შეიძლება კომბინირდეს მოლდინგებთან, რელიეფურ ფილებთან, გიფსის ელემენტებთან.
  • დაზიანებული ან დასვრილი ადგილების წერტილოვნად გადაღებვის საშუალებას იძლევა.

შეღებილი კედლის მინუსები სარემონტო სამუშაოები სთვის

  • შესაღებად კედლების მომზადება უფრო დიდ დროს და მეტ სიზუსტეს მოითხოვს. კედლების ზედაპირი იდეალურად უნდა გასწორდეს;
  • შეღებილ ზედაპირზე შედარებით მარტივად ჩანს მტვერი, ამიტომ პერიოდულად გაწმენდა დაჭირდება.

  ჩვენი სარემონტო ჯგუფის დასკვნა

– თუ გჭირდებათ დროში გამართლებული რემონტი, რომელიც ხანგრძლივად გაძლებს, გაქვთ სათანადო დრო რომ დაამუშაოთ კედელები, აირჩიეთ ღებვა. თუ გჭირდებათ სწრაფი, ტრადიციული და ბიუჯეტური რემონტი, აირჩიეთ შპალერი.

რაც შეეხება ბზარებს და ნახეთქებს, თუ სახლი ახალაშენებულია, ორივე ვარიანტში არსებობს თანაბარი ალბათობა რომ წარმოიშვას მიკრობზარები. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ფლიზელინის ქარალდი შეღებვამდე ან შპალერი რომელიც წელვადია და მიკრობზარებს არ იტყობს.

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები