კერძო სახლების აშენება და ბრტყელი გადახურვა

შავი კარკასის მშენებლობის ტერმინების განმარტება

დასაწყისისთვის განვმარტოთ მშენებლობის ზოგადი ტერმინები. სახურავი შენობის კონსტრუქციული ელემენტია, რომელიც იცავს შენობას ნალექისგან და ტემპერატურის ცვალებადობისგან. გადახურვის მასალა ელემენტია, რომელიც ფარავს სახურავს და სახურავის ჰიდროიზოლაციის ფუნქციას ასრულებს.

როგორც ასეთი, არქიტექტურაში ტერმინი „ბრტყელი გადახურვა“ პირობითად დაერქვა სახლის სახურავებს, რომლის ქანობიც 6%-ზე ნაკლებია.

სწორი გადახურვა და მისი დატვირთვა საკუთარი სახლის მშენებლობაში

სახლის სახურავები სხვადასხვა ტიპისაა და შესაძლოა იყოს ბრტყელი სახურავი, ქანობი სახურავი, სხვენით და მის გარეშე. გადახურვის ტიპის მიხედვით განსხვავდება სხვადასხვა ჰიდროსაიზოლაციო მასალებით და სხვადასხვა თბოიზოლაციის ფენებით. დამათბუნებელი ფენების განლაგების მიხედვით განსხვავდება სტანდარტული და ინვერსიული გადახურვა.

ბრტყელი გადახურვის უპირატესობანი კერძო სახლების მშენებლობაში

დადებითი მხარეები:

  • ბრტყელ გადახურვას ზედაპირის მინიმალური ფართობი აქვს, შესაბამისად ნაკლებ სახურავის საიზოლაციო და დამათბუნებელი მასალის გამოყენებას საჭიროებს;
  • ბრტყელი გადახურვა გაძლევთ საშუალებას სახურავის ზედაპირი სასარგებლოდ გამოიყენოთ, მაგალითად ღია მანსარდად;
  • ბრტყელ სახურავზე შეიძლება ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების და მოწყობილობების განთავსება, რაც დაზოგავს სახლის შიდა ფართს.

ბრტყელი გადახურვის ნაკლოვანი მხარეებია:

  • ბრტყელ ზედაპირზე მეტი თოვლის დაგროვების გამო იზრდება მოთხოვნა გადახურვის კონსტრუქციის გამძლეობაზე
  • შედარებით რთული მოსაწყობია სახურავის საწვიმარი მილების და სადრენაჟო სისტემა
  • სახურავის ჰიდროიზოლაციის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნები ჩნდება, რამდენიმე სახის ჰიდროსაიზოლაციო ტექნიკის მეთოდი ბრტყელი გადახურვისას საერთოდ არ გამოიყენება
  • აგარაკების მშენებლობაში კონსტრუქციულად შესასრულებლად უფრო რთულია, განსაკუთრებით თუ ბრტყელი სახურავის ტერასად გამოყენება იგეგმება.

იაფი სახლების მშენებლობა და ბრტყელი გადახურვა

როგორც ხედავთ, სახლის ბრტყელ გადახურვას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც თითქმის თანადრად გააჩნია. მაშინ რატომ და რა შემთხვევებში გირჩევთ ენერგოეფექტური სახლის მშენებლობისას ბრტყელი გადახურვის მოწყობას?

პირველი მიზეზი, ამ ტიპის გადახურვა მიუხედავად რთული კონსტრუქციისა, იდეალურია პატარა სახლის მშენებლობისათვის. ბრტყელი გადახურვით ეკო კოტეჯების მშენებლობა უფრო ნაკლები ჯდება. რა ჯდება კოტეჯის აშენება,ამაზე უფრო დაწვრილებით ხშირად დასმულ კითხვებში იხილეთ.

ამ შემთხვევაში აივანის და ტერასების მოწყობაზე გაკეთებული ეკონომია გამოიყენება ბრტყელი სახურავის ჰიდრო-იზოლაციაზე და მის გამაგრებაზე, შედეგად მივიღებთ ფართე და უცხო თვალისთვის დაფარულ ტერასას სახურავზე.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია აივანისთვის ტერიტორიის ეკონომია, პატარა მიწის ნაკვეთის შემთხვევაში.

და მესამე- ბრტყელი გადახურვით სახლის პროექტი უფრო თანამედროვედ გამოიყურება. 

 ბრტყელი სახურავის მოწყობა     

კლასიკური გადახურვა დამათბობელის ფენისგან შედგება, რომელიც სახურავის ჰიდროსაიზოლაციო მასალითაა დაფარული. ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლის ნაცვლად გადახურვაში შესაძლებელია მკვრივი მინაბამბის დამათბობელის გამოყენება. ასევე PVC მემბრანის ნაცვლად ჰიდროსაიზოლაციო მასალა რომელიც ცხელ დამუსავებას მოითხოვს- ტოლი, გუდრონი. ამ შემთხვევაში სახლის სახურავის თბოიზოლაცია დამატებით დაიფარება ბეტონის მოჭიმვით, „სწიაჟკით“ ან ცემენტურბურბუშელას ფილით CSP.

2,5-5%  -იანი ნალექის გაჩერების საწინააღმდეგო სახურავის ქანობი შესაძლებელია მოეწყოს პროფფენილით.  რიგ შემთხვევებში შესაძლებელია დაქანებისათვის შემავსებელი ფენის (ქვიშა ან პემზა) გამოყენება. სახურავის თბოსაიზოლაციო ფენიდან კონდენსატის გამოსაყოფად გადახურვის ჰიდროსაიზოლაციო ფენაში აერატორები ეწყობა.

ბრტყელი გადახურვის ექსპლუატაციას თუ გეგმავთ და მასზე მოძრაობას, დათბუნების და ჰიდროსაიზოლაციო ფენები უნდა დაიფაროს რაიმე მასალით, რომელიც ნალექს, მზეს და მექანიკურ დატვირთვას უძლებს. მაგალითად კერამოგრანიტის ფილებით, ხის ფიცრებით ან ხანდახან ბეტონის ფილებითაც კი. შესაბამისად ეს ზრდის დატვირთვას კონსტრუქციაზე, რაც თავის მხრივ საჭიროებს სახლის კარკასის მზიდი კონსტრუქციის დამატებით გამაგრებით სამუშაოებს და თავისთავად ზრდის სახლის მშენებლობის ღირებულებას.

კერძო სახლის ინვერსიული სახურავი

ჩვენი კომპანია ბრტყელი სახურავით მშენებლობის დროს რაციონალურ გადაწყვეტილებად თვლის ინვერსიული გადახურვის მოწყობას. ინვერსიული გადახურვის შემთხვევაში სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები სტანდარტულთან შედარებით რიგშეცვლილია.

ინვერსიული სისტემის უპირატესობაა -კონსტრუქციის დამძიმების გარეშე თბოსაიზოლაციო ფენა იცავს სახურავის ჰიდროიზოლაციას ატმოსფერული და მექანიკური ზემოქმედებებისგან, რაც საგრძნობლად ახანგრძლივებს სისტემის საექსპლუატაციო ვადას, 50 წლამდე და ზევით.

ინვერსიული სახურავი გვაქვს მოწყობილი ჩვენს ერთ-ერთ ობიექტზე ოქროყანაში. იხილეთ პროექტები.

ბრტყელი გადახურვის მოწყობა მწვანე მშენებლობის დროს ხდება შემდეგი ფენებისაგან:

  • სადრენაჟე ფენა – გაზონი, მიწა, ხრეში, პემზა ან სხვა
  • გამფილტრავი ფენა – მინაქსოვილი ან სხვა ტექსტილი რომელიც სადრენაჟო ფენას ზედაპირზე აკავებს;
  • სახურავის თბოიზოლაცია – წყალგამძლე დამათბუნებელი მასალებით, რომელიც არ იწოვს სითხეს;
  • ჰიდროიზოლაცია – სახურავის მემბრანა ან გუდრონი და ტოლი

ინვერსიული გადახურვა იძლევა საშუალებას სახურავზე ტერასის გარდა საცურაო აუზის მშენებლობა, ან პატარა ბაღი მოაწყოთ. მისი თბოიზოლაციური თვისებები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ბრტყელი გადახურვის. ბევრი დადებითი მხარის გარდა ინვერსიულ გადახურვას უარყოფითი თვისებებიც გააჩნია, როგორიცაა საკმაოდ მაღალი ფასი, ასეთი სახურავით სახლის აშენება იაფად ვერ ხდება. იგი მოითხოვს მეტ პროფესიონალიზმს მშენებლობისას და იდეალურად მოწყობილ სახურავის საწვიმარ სისტემას, რათა არ მოხდეს სახურავის დატბორვა.

 

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები