რა გავაკეთოთ ბინის რემონტის დაწყებამდე

რჩევები როგორ გავაკეთოთ რემონტი მაქსიმალურად დაგეგმილად

           ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც საჭიროა ძველი ბინის გადაკეთება ან ახალაშენებული სახლის რემონტი. სარემონტო პროექტი ორი ნაწილისგან შედგება – იდეური და ტექნიკური. რემონტი დიზაინის იდეური ნაწილია ყველა სოცპლატფორმაზე მოწონებული ფოტო, თქვენი ფანტაზია,აზრები რომლებიც უკვე გიტრიალებთ თავში მომავალი რემონტის გარშემო. პროექტის ტექნიკური ნაწილია კალკულაცია რა ღირს რემონტი, რომელ მასალებს გამოიყენებთ, სარემონტო კომპანიის და სპეციალისტთა მოძიება.

   რემონტზე იდეების რეალობასთან მორგება

ციფრულ სივრცეში საკმაოდ ბევრი რესურსია იდეების მოსაძიებლად და რჩევები რემონტის და დიზაინის შესახებ.  დაათვალიერეთ ფოტოები, წარმოიდგინეთ ისინი თქვენს რეალობაში, რამდენად მოსახერხებელი იქნება ასეთი ინტერიერი კერძოდ თქვენი ცხოვრების წესისათვის, თქვენი რეგიონისათვის. გააკეთეთ ფაილი სამუშაო მაგიდაზე, სადაც ყველაფერს დაიმახსოვრებთ და გადაარჩევთ საუკეთესო ინტერიერებს დიზაინერებთან შეხვედრამდე.

თუ ტრადიციული სტილის ადამიანი ბრძანდებით, შეიძინეთ რამოდენიმე კატალოგი რემონტი დიზაინის შესახებ, ინტერიერის დიზაინის ნიმუშებით.  მოინიშნეთ მოწონებული გვერდები, ან ამოჭერით და გააკეთეთ ფოტოკოლაჟი.

შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდის სამშენებლო ბლოგზეც უამრავ ინფორმაციას გაეცნოთ.

კვლევა მასალებზე კაპიტალური რემონტისთვის

როდესაც იდეები საკმარისად მოაგროვეთ და წარმოდგენა უკვე გაქვთ, გადადით კვლევაზე. იარეთ შპალერის, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, აქსესუარების, ტექსტილის მაღაზია შოურუმებში.

დროში შეზღუდულები თუ ხართ, შეგიძლიათ თავიდან ონლაინ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო მასალები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გირჩევთ რეალურად შეეხოთ, მოსინჯოთ, „ხელითაც“ დაათვალიეროთ. როგორც წესი, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი სწორედ ასე იქცევა, რემონტის დაწყებისას ჯერ ვაგროვებთ ყველანაირ ინფორმაციას და შემდეგ ადგილზე ვნახულობთ დაკვეთილი დიზაინის და რემონტის  შესაბამის საჭირო მასალებს.

გათვლა, რა ჯდება ბინის რემონტი

შემდეგ ეტაპზე უნდა გაარკვით რა ჯდება ბინის რემონტი. ჩვენს მიერ ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე შეიქმენით დაახლოებითი წარმოდგენა მოსაპირკეთებელ მასალაზე, სარემონტო საშუალებებზე. ნუ მოგერიდებათ, გამოკითხეთ კონსულტანტები მაღაზიაში, დაათვლევინეთ დაახლოებითი ფასები. თითქმის ყველა შოურუმს ყავს გამოცდილი კადრი, რომლისგანაც შეიძლება რაიმე სასარგებლო გაიგოთ.

დიზაინერული პროექტის შედგენა

და ბოლო ეტაპია დიზაინერული პროექტი, რომელიც უკვე გაძლევთ საშუალებას დაინახოთ რას მიიღებთ რემონტის დასრულებისას და მიხვდეთ რა უფრო მეტად მოგწონთ: ტერასა თუ აივანი, დივანი თუ საწოლი, ფარდა თუ ჟალუზი, ხავერდი თუ აბრეშუმი. იმიტომ რომ თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, როგორი უნდა იყოს რემონტი ბინის,სადაც უნდა იცხოვროთ.

ინტერიერის დიზაინერი თქვენს სურვილებს ამოწევს, გადააქვს ქაღალდზე. თქვენ აუცილებლად მუდმივად ტანდემში უნდა მუშაობდეთ. ხატოვნად რომ ვთქვათ – თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც აქვს ისტორია, დიზაინერი კი მწერალია რომელიც ამ ისტორიას ლამაზად დაწერს. დიზაინერებთან ჰარმონიული ურთიერთობა მშენებლობის და რემონტის დაძაბულ პროცესს სასიამოვნო საქმიანობად აქცევს.

ჩვენს გუნდთან თანამშრომლობით თქვენ დაზოგავთ დროს, ფინანსებს და რაც მთავარია ნერვებს.

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები