60 კვ მ სახლის მშენებლობა, სახლის აშენება და სპეციფიკა

რა ღირს სახლის აშენება და რა შემთხვევაში ღირს 60 კვ.მ. სახლის მშენებლობა

როგორ ავაშენოთ 60 მ2 მდე სახლი, როგორ მივიღოთ მასზე სამშენებლო ნაბართვა, როდის ღირს ასეთი სახლის მშენებლობა- ძალიან აქტუალური კითხვებია, რომელსაც ხშირად გვისვამენ. რა სჭირდება 60კვ.მ. სახლის აშენებას და რით განსხვავდება მისი მშენებლობა ჩვეულებრივი, თუნდაც 100 კვადრატული სახლის აშენებასგან, ან უფრო მეტი, ქვემოთ დეტალურად აგიხსნით.

განვიხილავთ ასეთი კერძო სახლის მშენებლობის ფინანსურ მხარეს, ბიუროკრატიულს და ასევე ტექნიკურს.

როგორც სამშენებლო კომპანია, დავიწყებთ განხილვას მშენებლობის ტექნიკური მხრიდან

კერძო სახლის მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილები

როგორც ნებისმიერ შენობა-ნაგებობას, 60კვ.მ. სახლსაც ჭირდება ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები – ფუნდამენტი, კედლები და სახურავი. თავისთავად ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ჭირდება კარგი მასალა, მუშახელი, ორგანიზება, ფინანსური დანახარჯი და სწორად აშენება.

 შენობის სიმცირის გამო საძირკველი ძალიან არაა დატვირთული, ამიტომ შესაძლებელია ეკონომიის გაკეთება ფუნდამენტის მოწყობაზე. შესაძლებელია ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით ლენტური საძირკველის მოწყობა, ასე სახლის მშენებლობა შედარებით იაფი ჯდება. დიდი სახლებისათვის ლენტური საძირკველი არ გამოიყენება.

60 კვ მ-მდე სახლის აშენება შეიძლება პატარა ზომის ნაკვეთზეც. ასევე მისთვის არაა ძალიან დამაბრკოლებელი ფაქტორი გრუნტის სირბილე.

კედლების ამოშენება, დიდია სახლი თუ პატარა, მაინც ერთი ტექნოლოგიით ხდება და ერთი მასალით. იქნება ეს გაზობლოკი, ბეტონის ბლოკი თუ აგური.

სახლის მშენებლობა თუ ქალაქგარეთ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე დროებით გასაჩერებლად გჭირდებათ, შეიძლება ეკონომიის გაკეთება სახლის თბოიზოლაციაზე.

სახლის გადახურვა ერთი და იგივე ფასი ჯდება, რადგან ორსართულიანი სახლი იქნება თუ ერთსართულიანი, სახურავის კონსტრუქცია და ზომა ერთი და იგივეა.

ჩვენი ჯგუფი გირჩევთ ბრტყელი გადახურვის გაკეთებას, რადგან სახურავზე გექნებათ დამატებითი ტერასის მოწყობის საშუალება.

რა ღირს 60 კვ მ სახლის მშენებლობა

ფასს ერთ კვადრატულ მეტრზე თუ ვიანგარიშებთ, პატარა ერთსართულიანი სახლის მშენებლობის ღირებულება ფაქტიურად იგივე გამოდის რაც დიდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 60 კვ.მ.იანი სახლის ერთი კვადრატული მეტრის აშენების ფასი ჯდება იგივე, რაც 100-120 კვ.მ იანი სახლის ერთი კვადრატული მეტრის მშენებლობა. უბრალოდ ნაკლები კვადრატულობაა, შესაბამისად სახლის მშენებლობა ფასიც ჯამში იაფი გამოდის.

პლიუს ეკონომია ზემოთ აღნიშნულ დეტალებზე, ნაკლები ფართის მოსაპირკეთებელი ფასადი, ნაკლები სარემონტო შიდა ფართი და ამით მიიღწევა 60 კვ.მ. სახლის ბიუჯეტურობა.

სახლების მშენებლობის პროექტები

პატარა კვადრატულობაში არქიტექტორი სასწაულ რთულ კონსტრუქციებს ვერ ჩადებს, ამიტომ მთელი აქცენტი სახლის შიდა სწორ დაგეგმარებაზე გადადის. გადახურვას თქვენი გემოვნების მიხედვით ირჩევთ. კარგი იქნება თუ ეზოში გარეთ ტერასულ სივრცეს გამოყოფთ, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სასადილო ოთახს. დიდი ფანჯრები და ვიტრაჟები ვიზუალურად გაზრდის სახლის ფართს. თუმცა დავძენთ, რომ ვიტრაჟებიანი სახლის მშენებლობა იაფი არ არის.

სახლის ინტერიერის დიზაინი

უმჯობესია სამზარეულო,სასადილო და მისაღები ოთახი იყოს ერთიანი.  ასე თქვენ მეტი ადგილი გრჩებათ საძინებლის მოსაწყობად. 60 მეტრამდე სახლში როგორც წესი ერთი, ან მაქსიმუმ ორი პატარა საძინებელი და ერთი სველი წერტილი შედის. გაერთიანებულ სასადილო-მისაღებში ზონებად ტიხრებით, ან სხვადასხვა ფერით, ან ავეჯით შეგიძლიათ გამოყოთ. ეს უკვე ინტერიერის დიზაინერის პროფესიონალიზმზე ან თქვენს ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული. მეტი პრივატულობისათვის საძინებლები სახლის სიღმეში დაგეგმეთ, სხვა დანარჩენი ოთახი კი წინ, შესასვლელთან ახლოს. ეცადეთ დაპროექტებისას კორიდორისგან და დიდი შეასვლელისგან თავი შეიკავოთ .

60 კვ.მ. სახლის ასაშენებელი ნებართვის აღება

და ბოლოსთვის მოვიტოვეთ სახლის მშენებლობის ბიუროკრატიული ნაწილი. როგორ ხდება ასეთი სახლისთვის ნებართვის აღება და რა გვჭირდება ამისათვის?

პირველ რიგში ავღნიშნოთ რომ 60 კვ მ სახლი ითვლება პირველი კლასის მშენებლობად. პირველი კლასის მშენებლობად ითვლება 60 მ 2-მდე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.  როგორც კი რომელიმე პარამეტრი ირღვევა, სახლი გადადის მეორე კლასის კატეგორიაში.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

როგორც ყველა მშენებლობას, 60 კვ.მ. სახლის მშენებლობასაც ჭირდება მშენებლობის ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემს შესაბამისი სამსახურები. თბილისში მერიასთან არსებული არქიტექტურული სამსახური, რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.

I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მარტივ შეტყობინების წარდგენას, ნებართვის მისაღებად. მშენებლობის მარტივი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაციას მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
  • არქიტექტურულ ესკიზს;
  • საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;

შეტყობინება/განცხადების შეტანის შემდეგ არქიტექტურული ან ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური უფლებას იტოვებს მოითხოვოს რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია. სამსახური ყოველ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ინდივიდუალურად, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ პირველი კლასის მშენებლობისათვის დაშვებულ 60მ2 ში ითვლება არა სახლის საცხოვრებელი ფართი, არამედ ასაშენებელი ფართი, ფართი სახლის კედლების გარე პერიმეტრისა, კოლონებიანად, უმეტესად გადახურული ტერასებიანად.

სახლის მზა არქიტექტურული პროექტები

თქვენ შეგიძლიათ სახლის ასაშენებლად მზა არქიტექტურული პროექტი აიღოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორიაა:

  • ის არ იქნება მორგებული თვქენს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე
  • მზა შაბლონურ პროექტებში არაა მოცემული სრულყოფილი ინფორმაცია რომლითაც ხდება მშენებლობა, შესაბამისად ეჭვქვეშ დგება სახლის უსაფრთხოება
  • ხდება საჭირო დამატებით სპეციალისტთა დახმარება რაც საბოლოო ჯამში გაკეთებულ ეკონომიას აბათილებს, თუ არ აჭარბებს კიდეც

რჩევა სახლის აშენებაზე

დასკვნის სახით ჩვენი კომპანიის სპეციალისტები გირჩევენ – თუ სახლი ქალაქგარეთ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე დროებით გასაჩერებლად გნებავთ, თამამად წამოიწყეთ 60 კვ.მ. მდე აგარაკის მშენებლობა.  წინაარმდეგ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია 100 კვადრატული სახლის აშენება.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

მსგავსი პოსტები