7 რჩევა დიზაინი ბინის ინტერიერში ელექტრობუხარის შესარჩევად

როგორ ავარჩიოთ ელექტრობუხარის დიზაინი და განვათავსოთ იგი ბინის ინტერიერში

ბუხარმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე და კლასიკურ ინტერიერში. იგი ეხამება ნებისმიერი სტილის ბინის დიზაინს. განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არაფერი შეედრება ცეცხლის ალით განათებულ ოთახში დასვენებას. კერძო სახლის მშენებლობის ეტაპზე თავისუფლად შეიძლება ბუხარის აშენება და მოწყობა. და როგორ მოიქცნენ მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ბუხარი და საკვამური მილი გააკეთონ?

ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალია -ელექტრობუხარი. თუ როგორ და რა ტიპის შეიძლება შეარჩიოთ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

  1. ბუხრის კონსტრუქცია,დიზაინი

ელექტრობუხრის დიდი პოპულარობა განაპირობა მისი მონტაჟის სიმარტივემ და უსაფრთხოებამ. ნამდვილი ბუხარისთვის უნდა გაითვალოს საკვამური, ვენტილაცია, საცეცხლური. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ამისთვის ნებართვის აღება და გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ელექტრობუხარს კი არაფერი არ ჭირდება. ხანდახან მას გათბობის ფუნქციაც კი არ აქვს და მხოლოდ დეკორატიული დატვირთვისაა. განასხვავებენ მხოლოდ ბუხარს, რომელსაც ძირითადად ოთახში ნიშაში ამონტაჟებენ ან ბუხრის კომპლექტებს თავისი პორტალით, რომელიც  ნამდვილს გავს და მისი მონტაჟისთვის მხოლოდ სადმე დადგმა და დენზე მიერთება გჭირდებათ. სითბოს გამოყოფა გამათბობელი ნაწილის ხარჯზე ხდება. ზოგიერთ მოდელს ვენტილატორიც აქვს, ოთახის კონვექციით გასათბობად. დაიხვეწა ტემპერატური რეგულირების მექანიზმიც, თითქმის ყველა თანამედროვე მოდელს მექანიკური ან ელექტრო თერმორეგულატორი აქვს.

  1. ალის იმიტაციის ტიპები ელექტრობუხარში

ელექტრობუხრები ალის ვიზუალიზაციის მეთოდებით განსხვავდება. რაც უფრო მარტივი იმიტაციის სისტემაა გამოყენებული, მით ნაკლებია მისი ფასი. შეიძლება იყოს გამოყენებული შემდეგი მეთოდები:

  • ყველაზე პრიმიტიული მეთოდია, შესაბამისად ყველაზე ნაკლებფასიანიც. ბრუნვადი შაბლონი ნასვრეტებით, რომელიც ქვემოდან ნათდება და ამ ნასვრეტებში გამოსული სხივები იძლევა ალის ცინმციმის იმიტაციას. ბრუნვადი შაბლონი შეშის ბუტაფორიის ქვეშაა დამალული.
  • ნაჭრის ლენტების სისტემა შედარებით თანამედროვეა. აბრეშუმის ქსოვილის სხვადასხვა სიგრძის ლენტებს ჰაერის ნაკადი ამოძრავებს, რაც ალის ენების ილუზიას იძლევა.
  • ვიდეო იმიტაცია. ასეთ ელექტრობუხარში თხევადკრისტალური ეკრანია ჩამონტაჟებული რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს რეალური კოცონის ვიდეოს ტრანსლაცია. მაღალ ფასიან მოდელებში ვიდეოს სპეციფიური ხმაც შეიძლება ქონდეს.
  • წყლის ორთქლით მიღებული იმიტაცია ყველაზე თანამედროვე და მაღალ ფასიანი სისტემაა. ასეთ ბუხარში დამონტაჟებულია გენერატორი, რომელიც წყალს ორთქლად აქცევს. ორთქლი გროვდება სპეციალური დახურულ კამერაში და სხივებით ნათდება. ეს იძლევა ცეცხლის ალის და ბოლის ილუზიას. ცეცხლის იმიტაცია სამგანზომილებიანია და ყველა კუთხიდან რეალურად გამოიყურება.
  1. ბინის ინტერიერში ელექტრობუხარის უპირატესობები და მინუსები

ელექტრობუხარის დადებითი მხარეებია:

  • უსაფრთხოება. არ ცხელდება და უსაფრთხოა, სახლში პატარებისთვისაც კი;
  • დამონტაჟების სიმარტივე, მხოლოდ ელექტროროზეტის გათვალისწინებაა საჭირო;
  • არამხოლოდ დეკორატიული, არამედ პრაქტიკული დატვირთვაც;
  • სხვა გამათბობელებს თუ შევადარებთ საკმაოდ ეკონომიურია, მითუმეტეს გათბობის ფუნქციის გამორთვა შეიძლება;
  • არ საჭიროებს საწვავს, განსაკუთრებულ წმენდას, არაფერს რაც ნამდვილ ბუხარს ჭირდება;
  • ნებისმიერი ზომის ბინისთვის მარტივად შეარჩევთ;
  • ადვილია მისი ბინის დაპროექტებაში გათვალისწინება;
  • არ აქვს არანაირი ნამწვი და გამონაბოლქვი.

მიუხედავად ამდენი პლიუსისა ელექტრობუხარს ნაკლიც აქვს, კერძოდ დამატებითი ელექტროენერგიის ხარჯი.

  1. ბუხრის ტიპები ბინის ინტერიერში განთავსების მიხედვით

განლაგების ტიპის მიხედვით ელექტრობუხრები იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

  • იატაკზე დასადგმელი. ყველაზე გავრცელებული მოდელია და ყველაზე ახლოს რეალურთან
  • კედელზე დასაკიდი. კომპაქტრური მოდელებია, რომლებიც სპეციალური კრონშტეინით კედელზე იკიდება. შეიძლება გამოყენება კაბინეტშიც ან ნებისმიერ პატარა ოთახში
  • კუთხის ბუხარი, მოსახერხებელია როდესაც პატარა ფართია. ფორმის გარდა სხვა ყველა მონაცემი იგივე აქვს რაც დასადგმელ ბუხარს
  • ჩასაშენებელი ელექტრო ბუხარი, კედელში წინასწარ გამზადებულ ნიშაში მონტაჟდება.
  1. ბუხრის ზომები და სიმძლავრე

ზომების არჩევისას არ არსებობს რაიმე საერთო წესი. პირველ რიგში ოთახის გაბარიტებთან შეფარდებით შეარჩიეთ. მაგალითად დიდ მისაღებ ოთახში კომპაქტური კუთხის ბუხარი დაიკარგება. პატარა ოთახში სადაც ისედაც ადგილი ცოტაა, დიდი გაბარიტების ბუხარი კიდევ უფრო დააპატარავებს. სასურველია ბუხრის სიგრძე კედლის 1/3 არ აღემატებოდეს. ასევე გაიტვალისწინეთ რომ კედელსა და ავეჯს შორის  70 სანტიმეტრი დაშორება მაინც უნდა რჩებოდეს. თუ ვიწრო გასავლელი რჩება, უპირატესობა დასაკიდ თხელ ვარიანტს მიანიჭეთ.

  • ბუხრის სიმძლავრე არ უნდა იყოს 500 ვატზე ნაკლები და როგორც წესი 2კილოვატზე მეტსაც არ აღემატება.
  • თუ ელექტრობუხარის გამოყენება დამატებით გასათბობადაც გნებავთ, გაითვალისწინეთ ოთახის ფართი. რაც უფრო დიდია ოთახი მით მაღალი სიმძლავრე იქნება საჭირო. მაგალითად მაქსიმალური 2 კილოვატიანი ბუხარი 20-25 კვადრატული მეტრის ოთახის გასათბობად საკმარისია. თანამედროვე ბევრ მოდელს აქვს გამათბობებილი და დეკორატიული ნაწილების ცალცალკე ჩართვის.
  1. ბუხრის ადგილის გამოყოფა ბინის დიზაინი ს აწყობისას

ელექტრობუხარი პირველ რიგში ინტერიერის დეკორატიული ელემენტია. სახლის დიზაინის აწყობა მისი გათვალისწინებით ხდება. ავეჯი მის გარშემო განლაგდება. ამ შემთხვევაში ბუხარი ცენტრალური ელემენტია და გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს.  საწოლი ან დივანი საპირისპირო მხარეს დგება, რათა მოსვენების დროს შეგეძლოთ ისიამოვნოთ ხელოვნური ცეცხლით. თუ ელექტრობუხარს და ტელევიზორს ერთ კედელზე ათავსებთ, გაითვალისწინეთ რომ მათ შორის დაშორება მინიმუმ 50 სანტიმეტრი უნდა იყოს. წინასწარ გაითვალისწინეთ როზეტის არსებობა ბუხართან ახლოს, რადგანაც მთელ ოთახში გადაჭიმული სადენი ესთეტიურად გააფუჭებს ინტერიერს. გამოიყენეთ სპეციალური პლინტუსები რომლის ქვეშაც სადენები იმალება.

  1. ბინის ინტერიერის სტილის მიხედვით ბუხრის დიზაინის შერჩევა

შეარჩიეთ ელექტრობუხრის სტილი ოთახის დიზაინის გათვალისწინებით. მაგალითად თუ ინტერიერი კლასიკურ სტილშია, მაშინ თქვენთვის ქვის პორტალიანი, ჭედური დეტალებით ბუხარი შეარჩიეთ. ჰაი-ტექს, მინიმალისტურ ინტერიერის დიზაინს უხდება მინით შესრულებული ან ხის პორტალიანი ბუხრები. სხვადასხვა ეთნო სტილის დიზაინის შემთხვევაში ბუხრის ფერი საგულდაგულოდ შესარჩევი და შესახამებელია სახლის ინტერიერის სხვა ფერებთან. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან გაკეთებულ ბუხრებს, მოერიდეთ პლასტიკატის დეტალებს.       ელექტრობუხრის ბოლო მოდელებს უშუალოდ დეკორატიულის და გამათბობელი ფუნქციის გარდა გააჩნიათ რიგი დამატებითი და სასარგებლო ფუნქციები, როგორიაცაა დისტანციური მართვის შესაძლებლობა, ჰაერის დატენიანება და არომატიზაცია, ცეცხლის სპეციფიური ხმები.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი პოსტები