რჩევები ბინის რემონტის შემდეგ ეფექტური დასუფთავებისთვის
ნებისმიერი რემონტის შემდგომ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის კოსმეტიკური თუ სახლის სრული რემონტი, საცხოვრებელი ფართი რჩება დასვრილ და მტვრიან მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რამდენად კეთილსინდისიერი ხელოსნების მიერ იყო ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მაინც საჭიროებს რემონტის შემდგომ დასუფთავებას. დალაგება რემონტის შემდეგ არის საბოლოო და დამაგვირგვინებელი ეტაპი, რომელიც დიდ ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რემონტის შემდგომი დალაგების დროს არ დაისვაროს ახალ შეღებილი და გარემონტებული კედლები!
რთული გადაწყვეტილება-დამოუკიდებლად დავალაგოთ რემონტის შემდგომ თუ მივმართოთ დასუფთავების სპეციალისტებს?
გადაწყვეტილების მისაღებად, დამოუკიდებლად ითაოთ რემონტის შემდგომი ბინის დალაგება, თუ დაიხმაროთ ქლინინგ სერვისი სპეციალისტები, აწონდაწონეთ ორივე ვარიანტის პლიუსები და მინუსები. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ცემენტის, წებოს, საღებავის ნარჩენების მოშორება საჭიროებს სხვადასხვა სპეციალურ საშუალებების და გასაწმენდი მეთოდების გამოყენებას. რემონტის შემდეგ ბინის დალაგებამ შეიძლება ერთ კვირამდე დროც წაგართვათ, როდესაც დასუფთავების სპეციალისტების ჯგუფი იმავე მოცულობის სამუშაოებს ერთ-ორ დღეში შეასრულებს. დასუფთავებისადმი არაპროფესიონალური მიდგომისას შესაძლებელია ახალგაკეთებული ბინის რემონტი დააზიანოთ და უარესად დასვაროთ. დასუფთავების სპეციალისტების დაქირავებისას ყოველთვის შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმოთ რა დონემდე გნებავთ ფართის დალაგება. დაუკვეთოთ დაჩქარებული წესით დასუფთავება, ამ შემთხვევაში თქვენს სახლში იმუშავებს მეტი სპეციალისტი. დალაგების ფასი ითვლება ფართის სიდიდის და რემონტით დაბინძურების დონის მიხედვით.
ბინების რემონტის მერე გენერალური დასუფთავების ეტაპები
დალაგება დასუფთავებამ დიდი დრო რომ არ წაიღოს ამისთვის საჭიროა სამუშაოს მოცულობა ეტაპებად დაყოთ.
დალაგების პირველი ეტაპია ფართის გასუფთავება ზედმეტი სამშენებლო ნარჩენებისაგან და ნაგვის გატანა ბინიდან. მილების ნაჭრები, შპალერის ნარჩენები, დაყრილი ცემენტი, თაბაშირმუყაოს ნატეხები ლაგდება ტომრებში და გააქვთ ბინიდან. გაითვალისწინეთ რომ ბინიდან გატანილი რემონტის შემდგომი ნაგვის გადაყრა ხდება მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები. ტომრებში ჩაყრამდე იატაკზე დაყრილი რემონტის შემდგომი ნარჩენები ჯაგრისით და ცოცხით გროვდება.
დასუფთავების მეორე ეტაპია ზედაპირების გაწმენდა მტვერისგან და მასალების ნარჩენებისგან. ქლინინგ ჯგუფი ათვალიერებს იატაკს, კედლებს, ჭერს მათზე ცემენტის, წებოს, საღებავის ნარჩენების მოსაძებნად. ამზადებენ ყველა საჭირო საწმენდ საშუალებებს და მოწყობილობებს. ხშირ შემთხვევაში რემონტის შემდეგ დაბინძურება იმდენად ძლიერია რომ გამხსნელის და აგრესიული საშუალებების გამოყენებას საჭიროებს. კერამოგრანიტის, კერამიკული ფილების, ლამინატის, პლასტიკის, მინის, ემდეეფის ზედაპირების გასუფთავება შესაძლებელია სველი წესით გაწმენდით. პარკეტის, ბუნებრივი ქვის, მეტალის და ხის ზედაპირები სპეციალურ ხსნარებს და უფრო ფრთხილ წმენდას საჭიროებს. ზედაპირიდან ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად ტალკს ან ტურპენტინს იყენებენ. ჟანგის ლაქების გასაწმენდად რკინის სულფატი გამოიყენება. კირის ლაქების მოსაშორებლად მჟავა საშუალებები ხდება საჭირო. ცემენტის ნარჩენები როგორც წესი წყლით იწმინდება, მაგრამ ხშირად სპეციალური საწმენდი ხსნარების გამოყენება ხდება საჭირო.
ფანჯრების წმენდა სახლის რემონტის შემდგომ
კარ-ფანჯარის და ვიტრინების გაწმენდა რემონტის შემდეგ ერთ ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. პირველ რიგში ჩარჩოები და შუშები უნდა გაიწმინდოს მტვერისგან. შემდგომ მოდის ჩარჩოებიდან დამცავი სკოჩების და ბეტონის და ქაფის ნარჩენების მოცილება. ხშირად ჩარჩოებიდან დაბინძურების ფრთხილად აფხეკაა საჭირო. მტვრის მოცილების შემდეგ შუშების წმენდა ხდება რეზინის საწმენდით და სპირტისშემცველი სარეცხი საშუალებით. ხის ჩარჩოების წმენდა შეიძლება ჭურჭლის სარეცხი საშუალების და წყლის ხსნარში დასველებული რბილი ღრუბელით. განსაკუთრებით რთულია რემონტის შემდეგ ფანჯრების და ვიტრინების გარედან გაწმენდა, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამისათვის გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ ქლინინგ სპეციალისტებს.
ავეჯის და რბილი იატაკის გასუფთავება კოსმეტიკური რემონტის შემდეგ
ბუსუსიანი ზედაპირები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მტვერის მიმართ. გაწმენდასაც შესაბამისს მოითხოვს. საჭიროა ჯერ საფუძვლიანად გაიწმინდოს მტვერსასრუტით, და შემდეგ უკვე სველი წესით გასუფთავდეს ღრუბელით.
პატარა საიდუმლოს გაგანდობთ: რბილი ავეჯის ზედაპირიდან ლაქებს კარგად წმენდს რძე. მასში დასველებული ბამბის დისკი უნდა დატოვოთ ლაქაზე 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაწმინდოთ ის ადგილი ღრუბლით. ეს მეთოდი უსაფრთხოა, განსაკუთრებით თუ სახლში პატარები გყავთ.
დასუფთავება აბაზა-ტუალეტის რემონტის შემდეგ
ვანა ტუალეტის რემონტის შემდეგ უმჯობესია გასუფთავება არ დააგვიანოთ. სააბაზანოში, როგორც ყველა სხვა ოთახში დალაგებისას, პირველ რიგში უნდა მოვაცილოთ მტვერი. შემდეგ უკვე იწმინდება წებო-ცემენტის და ფუგის ნარჩენები ყველა ზედაპირიდან. დასასრულს ტარდება სააბაზანო ოთახის დეზინფიცირება. სადეზინფექციო ხსნარით სუფთავდება ყველა ზედაპირი, იწმინდება როგორც კაფელ-მეთლახი, ასევე დეზინფიცირდება ნიჟარა და უნიტაზი.
სახლის რემონტის მერე დალაგების ბოლო ეტაპი
რემონტის შემდგომი დასუფთავების ბოლო ეტაპია მთელი ფართის სველი წესით დალაგება. ეს საბოლოოდ აშორებს მტვერს და ბინა გაწკრიალებულ მდგომარეობამდე მიდის. როგორც წესი დასუფთავების სპეციალისტების მიერ ჩატარებული დალაგების შემდეგ თქვენ მხოლოდ ბინაში ავეჯის შეტანა და განლაგება გრჩებათ.
ნუ შეგაშინებთ ქლინინგ მომსახურების ფასები, დამოუკიდებლად ამ ყველაფრის ჩატარება თავისი შესაბამისი სპეციალური ხსნარებით, ბევრად მეტ დროს და ბიუჯეტს წაგართმევთ. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კომპლექსურად მომსახურებას, ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული რემონტის შემდგომ პროფესიონალურად დასუფთავებასაც თავად ვუზრუნველყოფთ.