როგორ შევარჩიოთ ალუმინის კარ-ფანჯარა კერძო სახლის მშენებლობის დროს
არც ისე დიდი ხანია რაც ალუმინის კარ-ფანჯარამ პოპულარობა მოიპოვა და ხის და პლასტიკატის ფანჯრებს გაუწია კონკურენცია. თანამედროვე ალუმინის ფანჯრები, ეს არის მსუბუქი და გამძლე, სხვადასხვა დიზაინის კონსტრუქცია. განსაკუთრებით დიდი ზომის ვიტრაჟებისა და ფანჯრებიანი სახლების მსენებლობისათვის გამოიყენება, რადგანაც ალუმინის ჩარჩო სოლიდურ დატვირთვას უძლებს. ქვემოთ აგიხსნით რამოდენიმე ძირითად ასპექტს,რათა სწორად და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფანჯრები.
ალუმინის ფანჯრების უპირატესობები სახლის მშენებლობისას
ალუმინის პროფილი მიიღება ალუმინის და სხვადასხვა მეტალის შენადნობის ცხელი დაწნეხვით. მასალას სიმყარეს, სიმტკიცეს და გამძლეობას ეს დანამატები ანიჭებს. პროფილის კედლის სისქე როგორც წესი 1.5-2 მილიმეტრია, მაგრამ ხანდახან დათხელებული ვარიანტებიც გვხვდება- 1.2-1.3 მილიმეტრი სისქით.
ალუმინის კარ-ფანჯარას სახლის მშენებლობაში ახასიათებს რიგი უპირატესობები:
- სიმტკიცე. შენადნობის განსაკუთრებული სიმყარე გვაძლევს საშუალებას ალუმინის პროფილი სოლიდური ზომის და წონის შემინვისთვის გამოვიყენოთ. პირველ რიგში ეს თვისება განსაზღვრავს ალუმინის კარ ფანჯარის უპირატესობას სხვებს შორის.
- საიმედოობა. კარგად უძლებს მექანიკურ დაზიანებებს, არ ცვდება, ადვილად შეიძლება გასწორება თუ მაინც დაზიანდა, მარტივი მოსავლელია
- გარემო ფაქტორების მიმართ გამძლეობა. ალუმინი კარგად უძლებს გარემოს აგრესიულ მოვლენებს, წვიმას, თოვლს, მზეს, ტემპერატურის ცვალებადობას.
- სიმსუბუქე. მასალის სიმსუბუქე აძლევს დიზაინერებს საშუალებას ნებისმიერი ზომის ფანჯრები გამოიყენონ ინტერიერში, კედლებზე დამატებითი დატვირთვის შექმნის გარეშე.
- ექსპუატაციის ხანგრძლივობა. ალუმინის ფანჯრების მწარმოებლები იძლევიან 50 დან 80 წლამდე გარანტიას, ასეთი ხანგრძლივობით ვერც ერთი სხვა მასალა ვერ უწევს კონკურენციას.
- ხანძარმედეგობა
- ეკოლოგიურობა. ალუმინი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და მისი გამოსხივება პოლასტიკატთან შედარებით მიზერულია.
- პლასტიურობა. მასალის პლასტიურობის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა სასურველი ფორმის ფანჯრების დამზადება.
- კარგი ვიზუალი. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ალუმინის ჩარჩოები ნებისმიერ ფერად შეიღებოს ან ხის სტრუქტურა გაიმეოროს.
გარდა უამრავი დადებითისა, ალუმინის ფანჯრების მინუსებია: მაღალი ფასი, თუმცა ექსპლუატაციის ხანგრძლივობასთან შეფარდებით იგი გამართლებულია, და მისი მაღალი თერმოგამტარიანობა, რაც თავისუფლად კომპენსირდება სპეციალური საიზოლაციო შემავსებლებით ფენებს შორის.
რას ნიშნავს ე.წ. თბილი თუ ცივი ალუმინის პროფილი
დამზადების ტიპის მიხედვით გამოყოფენ ცივ ალუმინის პროფილს და თერმული დამუშავებით, „warm“ პროფილს. ცივი პროფილი ერთკამერიანია და არ ითვალისწინებს დამატებით იზოლაციას. გამოიყენება მხოლოდ არასაცხოვრებელ ფართებში, საწარმოებში, პარკინგზე, ვერანდებზე.
“თბილ”, “warm” ალუმინის ფანჯრების თერმო სისტემა მიიღება ალუმინის პროფილის ფენებს შორის პოლიამიდის დამატებით. პოლიამიდი ასრულებს თერმოხიდის ფუნქციას, რაც ხელს უშლის ალუმინის ფენებს შორის თერმოგამტარიანობას. რაც უფრო კარგადაა ერთმანეთისგან გამოყოფილი ალუმინის ფენები, მით მეტია თერმო და ხმის იზოლაცია. დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით მწარმოებლები პროფილის კონსტრუაციაში თერმოხიდად ხანდახან პოლიმერულ ქაფს ან პოლიურეთანს იყენებენ, რაც კიდევ უფრო ზრდის სისტემის თერმოიზოლაციურ თვისებებს.
მინაპაკეტის შერჩევა სახლის ვიტრაჟული ფანჯრებისათვის
ვინაიდან ალუმინის ჩარჩოები ძირითადად დიდი ზომის ფანჯრებისთვის გამოიყენება, მინაპაკეტზეც შესაბამისად დიდი ფართობი მოდის. ხმის და თბოიზოლაციაც უმეტესად მინაპაკეტმა უნდა უზრუნველყოს. აუცილებლად იყენებენ ორ ან სამკამერიან მინაპაკეტს. რაც მეტია კამერების რაოდენობა მით უკეთესი საიზოლაციო თვისებები აქვს. მინის სისქე უმეტესად 4 მილიმეტრია, მაგრამ ხანდახან გარე ფენა 6 მილიმეტრიც შეიძლება იყოს, რაც მხოლოდ აუმჯობესებს მინაპაკეტის თვისებებს.
კიდევ უფრო მეტი საიმედოობისათვის, ჩვეულებრივი მინის გარდა მინაპაკეტი შეიძლება იყოს დამზადებული:
- ტრიპლექსით. ტრიპლექსი სპეციალური ფირფიტით ლამინირებული მინის ფენებია. რთულად ტყდება და უკეთესი საიზოლაციო თვისებები აქვს.
- ენერგოეფექტური მინა. დაბალემისიური ფენის წყალობით ასეთი მინები უკეთ აკავებს ტემპერატურას, რაც შენობაში ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
- ნაწრთობი მინა
- ტონირებული მინა. ასეთი მინები დაფერილია და უკეთ აკავებს მზის სხივებს.
ალუმინის ფანჯრების პროფილის დიზაინი ინტერიერში
ალუმინის ფანჯრის პროფილებს ღებავენ მშრალი სარებავის დაფრქვევით. ეს მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა, ვინაიდან დაფრქვევისას არ გამოიყენება არანაირი გამხსნელი. შეღებილი ზედაპირი უძლებს ნებისმიერ გარემო პირობებს. შეიძლება ნებისმიერი ფერის პრიალა, გლუვი, სხვადასხვა სტრუქტურიანი ზედაპირის მიღება, ხის, ქვის იმიტაციით.
ასევე გამოიყენება ალუმინის ჩარჩოზე ელექტროქიმიური ანოდიზაციით თხელი დამცავი ფენის წარმოქმნის მეთოდი. ანოდიზაციის პროცესში შესაძლებელია ამ ფენის დაფერვაც, რაც მას ოქროსფერ, შავ ან სხვა შეფერილობას მიანიჭებს.
თანამედროვე მწარმოებელი მუდმივად ცდილობს დაფაროს ალუმინის ფანჯრების ვიზულური მხარის სიხისტე. ხშირად ალუმინის პროფილს ხის თხელი შპონით ფარავენ. ასეთი ფანჯრები ვიზუალურად სრულად გავს ხის კარ-ფანჯარას.
იზოლაციის სისტემა ალუმინის ფანჯრებისათვის
ფანჯრების დათბობის სიტემა უზრუნველყოფს მთელი კონსტრუქციის უკეთეს იზოლაციას, აფერხებს ფანჯრის ღრიჭოებში სითბოს გადინებას. გამოიყენება:
- EPDM დამათბობელი ზოლები. ისინი უძლებს ტემპერატურის ცვლილებებს, არ კარგავს ელასტიურობას და აქვს დაბალი ფასი. მწარმოებლები უმეტესად მათ იყენებენ.
- რეზინის დამათბობელი. იაფია მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე კარგავს ელასტიურობას, შესაბამისად ზამთარში ყინვაში პრობლემებს შექმნის.
- სილიკონის დამათბობელი ზოლები ყველანაირ გარემო პირობას უძლებს, არ იცვლის ელასტიურობას არც გაცხელებისას და არც გაციებისას. მაგრამ მაღალი ფასის გამო ძალზედ იშვიათად გამოიყენება.
ვენტილაციის სიტემის მოწყობა კერძო სახლში
ალუმინის ფანჯრების მაღალი ჰერმეტულობის გამო საჭირო ხდება ოთახების განიავების სიტემა გავითვალისწინოთ, ჰაერის მიმოცვლისათვის. ძირითადად იყენებენ:
- საჰაერო სარკმელი ე.წ. „ფორთოჩკა“, ტრადიციული და მარტივი სანიავებელი მეთოდი, ჩვეულებრივ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალუმინის ჯანჯრებშიც.
- ჰაერის მომწოდებელი სარქველი. AIR BOX ტიპის კლაპანი დგება ფანჯრის ზედა ნაწილში, ატარებს ჰაერს და აკავებს ხმაურს და მტვერს. ჰაერის ნაკადის შემოსვლის ინტენსივობა რეგულირდება.
- სავენტილაციო ცხაური, ჰაერის ნაკადის დასარეგულირებლად პოზიციების დაფიქსირებით.