რა ჯდება კერძო სახლის აშენება

და სხვა მომსახურეობების დეტალებისთვის დაგვიკავშირდით

შესაძლებელია მხოლოდ სახლის არქიტექტურული პროექტის შედგენა, 5$-დან კვ.მ.. ფასი მერყეობს ობიექტის ადგილმდებარეობის და პროექტის სირთულის მიხედვით.

ასევე გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ მომსახურებას, რომელშიც შედის მიწის გეოლოგია, ტოპოგრაფია და სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც აუცილებელია სახლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. თქვენ მხოლოდ ელოდებით შესაბამისი სამსახურის პასუხს, ყველა საკითხს ჩვენ ვაგვარებთ.

 სრული არქიტექტურული მომსახურების ღირებულება 6$ დან 10$ მდე, ფასი კვადრატულ მეტრზე, ექვივალენტი ლარში. ღირებულება ასევე დამოკიდებულია პროექტის სირთულესა და ტერიტორიულ მდებარეობაზე.

კერძო სახლის მშენებლობის ღირებულება განსხვავებული იმის მიხედვით თუ რამდენად რთულია შენობის კონსტრუქცია, სად მდებარეობს სამშენებლო ნაკვეთი და რა ტიპის მშენებლობა გნებავთ.

შავი კარკასის აშენების ფასი 110$-დან 140$ მდე (ე.ლ.) მერყეობს. სახლის შავი კარკასი  მოიცავს შემდეგ შესრულებულ სამუშაოებს: შესაბამისი ტიპის ფუნდამენტის მოწყობა, შენობის კარკასის აშენება, პერიმეტრის ბლოკით ამოყვანა, გადახურვა იზოლაციით და დათბუნებით, ფასადის ლესვა.

სახლის თეთრი კარკასის მშენებლობის ფასი ვარირებს 200$დან 250$ მდე. ჩვენს მიერ შესრულებული თეთრი კარკასი მოიცავს პერიმეტრზე ამოყვანილ კედლებს, ბლოკით აშენებულ შიდა ტიხრებს, შიდა ლესვას, მოჭიმულ იატაკს, ელექტრო და წყალგაყვანილობის მოწყობას, გალესილ და შეღებილ ფასადს

კერძო სახლის მშენებლობის ღირებულება სრული რემონტით, გასაღების ჩაბარებამდე, ფასები მერყეობს 300$ დან (ე.ლ.) ზევით, სარემონტოდ გამოყენებული მასალის ღირებულების მიხედვით.

ჩვენი კომპანიის მომსახურებაზე – მშენებლობაზე ან რემონტზე, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენა უფასოა. „სმეტის“ დედანი გადმოგეცემათ თქვენ, სადაც ყველა ეტაპის და მასალის ფასი გამჭვირვალედ გაწერილია და მშენებლობის პროცესში არ იცვლება (ფორს-მაჟორული სიტუაციების გარდა).

ჩვენი თანამშრომლობა თუ არ შედგა და  არ გაფორმდა მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება, დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენის და კონსულტაციის ღირებულება 300-500 ლარს შეადგენს.

სახლის ან ბინის შავი კარკასიდან რემონტის ფასები

შავი კარკასიდან ბინის რემონტის შესრულების დროს პირველ ეტაპზე გადაგვყავს ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასაყვანად  ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება 30$ დან 50$ მდეა, ექვივალენტი ლარში. მოიცავს: კედლების ლესვას, იატაკის დასხმა, სანტექნიკა-წყალგაყვანილობის მოწყობა, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი.

რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი თეთრი კარკასიდან სრულად

სახლის ან ბინის თეთრი კარკასიდან სრული რემონტის ღირებულება 140$ დან იწყება და ზევით. რემონტის ხარჯები იცვლება მოსაპირკეთებელი სარემონტო მასალის ღირებულების მიხედვით, რომელ საფასო კატეგორიასაც თქვენ შეარჩევთ, საშუალოდან მაღალფასიანამდე. 

 თეთრი კარკასიდან სრული რემონტი მოიცავს: სამღებრო (სამალიარო) სამუშაოებს, თაბაშირ-მუყაოს ან ფრანგული გასაჭიმი ჭერის მოწყობას, არჩევთ სურვილისამებრ; სველი წერტილების მოპირკეთებას (არ შედის აქსესუარები); ოთახშორის ტიხრების მოწყობა;  ოთახშორისი კარები; იატაკის საფარის დაგებას- ლამინატი,პარკეტი, კერამიკული ფილა; სუსტი დენის ქსელების მონტაჟი; სანტექნიკის და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

ძველი სახლის ან ბინის რემონტის ფასები

ძველი გარემონტებული სახლის ან ბინის რეკონსტრუქცია-რემონტი როგორც წესი მოიცავს სადემონტაჟო სამუშაოებს. ძველი ბინის გადაკეთება რემონტის ფასი 150-200 $ (ექვივალენტი ლარში) შეადგენს. ღირებულებაში შედის დემონტაჟი და სრული რემონტი.

ბინის ან სახლის შიდა ინტერიერის დიზაინის გაკეთება 15-20$ ღირს კვადრატულ მეტრზე. დიზაინერული პროექტები მოიცავს პროფესიონალი დიზაინერების მიერ შესრულებულ ოთახების დაგეგმარებას, ინტერირერს, ნახაზებს და ინტერიერის 3D რენდერებს.

ლანდშაფტის დიზაინი, ეზოს დაგეგმვა ღირს 2-5$ კვ.მ-ზე. ლანდშაფტური დიზაინერის მომსახურება მოიცავს ეზოს და ბაღის დიზაინს, პროექტს, მცენარეების შერჩევას და მცენარეების დარგვის პროცესის ხელმძღვანელობას.

მიწის ნაკვეთის შესწავლა

გთავაზობთ მიწის ნაკვეთის სრულ კვლევას. პროცესი მოიცავს ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი სტატუსის, გეოლოგიურ და სამართლებრივ კვლევას

პროექტირება და არქიტექტურა

კერძო სახლების და კომერციული ნაგებობების პროექტირება, კონსტრუქციული მომსახურება, არქიტექტურული პროექტების მუნიციპალიტეტში შეთანხმება

მშენებლობა

კერძო სახლების, კომერციული და საწარმოო შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგარაკების აშენება ქალაქგარეთ. სამშენებლო პროცესის სრული მართვა

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

გთავაზობთ ბინის ინტერიერის, კერძო სახლის ინტერიერის დიზაინს, კომერციული ფართის და ოფისის ინტერიერის დაგეგმვას, ლანდშაფტურ დიზაინს

კომერციული ფართის და ბინის რემონტი

ბინის და კერძო სახლის სრული სარემონტო სამუშაოები, კოსმეტიკული რემონტი, კომერციული ფართის რემონტი, ძველი შენობის და ბინის რეკონსტრუქცია-განახლება

ინტერიერის დაკომპლექტება ავეჯით და აქსესუარებით

ინტერიერისათვის სრულყოფილი სახის მინიჭება, დაკომპლექტება დეკორის ელემენტებით, ინტერიერში აქსესუარების, ტექნიკის და ავეჯის შერჩევა