© 2020 ყველა უფლება დაცულია
“თ&თ ჯგუფი”
წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც სახლის მშენებლობისთვის მხოლოდ აგურის და სამშენებლო ცემენტის მიტანა იყო საჭირო, როდესაც სახლებს თვითნასწავლი “არქიტექტორები” აშენებდნენ და მომავალი სახლის ფართს, სიმაღლეს და ფორმას ზეპირად განსაზღვრავდნენ. უმეტესად ასეთი თვითნასწავლი “სპეციალისტების” შემოქმედება სრულად გადასაკეთებელი ხდება, რაც კიდევ უფრო აძვირებს ისედაც არცთუ იაფი სახლების მშენებლობის პროცესს, დახარჯულ ნერვებსა და დროს თუ აღარ გავითვალისწინებთ.
საკუთარი სახლის აშენება ნულიდან -ეს არის არა მხოლოდ ლამაზი კარკასის შექმნა, არამედ სანდო, მყარი, უსაფრთხო კონსტრუქციაა, რომელშიც გათბობის, ელექტრომომარაგების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემა გულდასმითაა გათვლილი. ჩვენი სპეციალისტები ბრმად არ მისდევენ ტენდენციებს ან დამკვეთის სურვილებს, ისინი დაგისაბუთებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებების რაციონალურობას. საბოლოოდ თქვენ მიიღებთ ხარისხიანად აშენებულ საცხოვრებელ სახლს რომელშიც ყველაფერი დაბალანსებული და ჰარმონიულია თქვენს მოთხოვნილებებთან.
კერძო სახლის მშენებლობა არის ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ მის მომავალ კომფორტს და უსაფრთხოებას. ჩვენი არქიტექტორების და ინჟინერების ერთობლივი მუშაობით იქმნება ყველა კუთხით გააზრებული, პროფესიონალური და ენერგოეფექტური სახლების პროექტები, რომელიც აბსოლუტურად თქვენზე და თქვენს ოჯახზე იქნება მორგებული. მიეცით თავს უფლება მოდუნდეთ, თამამად ისაუბროთ თქვენს სურვილებზე და იდეებზე.
ჩვენი არქიტექტორები და მშენებლები ამ იდეებიდან ყველაზე სასარგებლოს გამოარჩევენ და განახორციელებენ თქვენი მომავალი კოტეჯის არქიტექტურულ პროექტში. ნუ დაიღლით თავს ცალცალკე ბრიგადების და ხელოსნების ძებნით, გათვლებით და მასალების მოძიებით, მათი მუდმივი კონტროლით. ჩვენი ჯგუფი მშენებლობის სრულ სერვისს შემოგთავაზებთ, არქიტექტურული პროექტის შედგენიდან სახლის გასაღების ჩაბარებამდე.
© 2020 ყველა უფლება დაცულია
“თ&თ ჯგუფი”