© 2020 ყველა უფლება დაცულია
“თ&თ ჯგუფი”
კომპანია სახლების და სამრეწველო ობიექტების მშენებლობას აწარმოებს უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო მასალების გამოყენებით, ენერგო ეფექტურობისა და ეკოლოგიურობის გათვალისწინებით.
ჩვენი სამშენებლო ბრიგადები მხოლოდ მაღალკვალიფიცირებული ხელოსნებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი პრინციპია სამშენებლო-სარემონტო პროცესში გამოვიყენოთ კვალიფიციური სპეციალისტები, მაღალი ხარისხის მასალები და ყველა სამუშაო შევასრულოთ სამშენებლო ნორმების დაცვით.
სახლის მშენებლობა შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც დროს, ცოდნას და საკმაო ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. პროექტის მიხედვით მშენებლობის ყველა ეტაპს კურირებს პროექტის მთავარი ინჟინერი, რომელიც პასუხისმგებელია მშენებლობის პროცესზე. მშენებლობაში დიდი გამოცდილების წყალობით იგი მუშაობს არქიტექტორებთან ერთად, შეაქვს პროექტში კორექტივები და ხელმძღვანელობს ობიექტზე ბრიგადების საქმიანობას.
ჩვენს კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება და ასრულებს ნებისმიერი ტიპის სამსენებლო სამუშაოებს, კერძოდ:
• კოტეჯის ტიპის სახლების მშენებლობა;
• ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციის საცხოვრებელი საკუთარი სახლის მშენებლობა;
• ხის სახლების მშენებლობა;
• ეკო კოტეჯების მშენებლობა და მწვანე მშენებლობა (Green building);
• აუზების მშენებლობა, ეზოს დამხმარე შენობა ნაგებობების, ლანდშაფტური , ღობის მშენებლობა;
• სასტუმროების მშენებლობა და რემონტი;
• სამრეწველო მშენებლობა, რაც მოიცავს ფერმის, სათბურის, სავაჭრო ცენტრისთვის შენობების, კომერციული დანიშნულების შენობების, საცურაო აუზების მშენებლობა
ჩვენი მიდგომა სახლის შავი და თეთრი კარკასის მშენებლობისადმი განსაზღვრავს თქვენს სიმშვიდეს. თითოეული ეტაპის კონტროლი გვეხმარება თქვენი მომავალი სახლის ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ და შეგითანხმოთ თქვენ. პირდაპირ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებისას მარტივად შეიძლება შეცდომების დაშვება. ბევრად მარტივია კომპლექსური სამუშაოების ჩატარებით წინასწარ გამოვრიცხოთ ნებისმიერი შეცდომა, ვიდრე შემდგომ გადაკეთდეს არქიტექტურული პროექტი და სახლის კონსტრუქცია. სახლის მშენებლობის ყველა ეტაპზე შენობა-ნაგებობა გადის ჩვენი ჯგუფის სპეციალისტების მიერ მრავალსაფეხურიან შემოწმებას. ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით დამკვეთს, მისთვის ხელსაყრელი გზით, ნებისმიერი სოციალური ქსელით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.Green building
© 2020 ყველა უფლება დაცულია
“თ&თ ჯგუფი”