სარემონტო სამუშაოების ფასები

სახლის ან ბინის შავი კარკასიდან რემონტის ფასები
შავი კარკასიდან ბინის რემონტის შესრულების დროს პირველ ეტაპზე გადაგვყავს ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასაყვანად ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება 30$ დან 50$ მდეა, ექვივალენტი ლარში. მოიცავს: კედლების ლესვას, იატაკის დასხმა, სანტექნიკა-წყალგაყვანილობის მოწყობა, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი.

რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი თეთრი კარკასიდან სრულად
სახლის ან ბინის თეთრი კარკასიდან სრული რემონტის ღირებულება 140$ დან იწყება და ზევით. რემონტის ხარჯები იცვლება მოსაპირკეთებელი სარემონტო მასალის ღირებულების მიხედვით, რომელ საფასო კატეგორიასაც თქვენ შეარჩევთ, საშუალოდან მაღალფასიანამდე.
თეთრი კარკასიდან სრული რემონტი მოიცავს: სამღებრო (სამალიარო) სამუშაოებს, თაბაშირ-მუყაოს ან ფრანგული გასაჭიმი ჭერის მოწყობას, არჩევთ სურვილისამებრ; სველი წერტილების მოპირკეთებას (არ შედის აქსესუარები); ოთახშორის ტიხრების მოწყობა; ოთახშორისი კარები; იატაკის საფარის დაგებას- ლამინატი,პარკეტი, კერამიკული ფილა; სუსტი დენის ქსელების მონტაჟი; სანტექნიკის და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

ძველი სახლის ან ბინის რემონტის ფასები
ძველი გარემონტებული სახლის ან ბინის რეკონსტრუქცია-რემონტი როგორც წესი მოიცავს სადემონტაჟო სამუშაოებს. ძველი ბინის გადაკეთება რემონტის ფასი 150-200 $ (ექვივალენტი ლარში) შეადგენს. ღირებულებაში შედის დემონტაჟი და სრული რემონტი.
ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინის ღირებულება
ბინის ან სახლის შიდა ინტერიერის დიზაინის გაკეთება 15-20$ ღირს კვადრატულ მეტრზე. დიზაინერული პროექტები მოიცავს პროფესიონალი დიზაინერების მიერ შესრულებულ ოთახების დაგეგმარებას, ინტერირერს, ნახაზებს და ინტერიერის 3D რენდერებს.
ლანდშაფტის დიზაინი, ეზოს დაგეგმვა ღირს 2-5$ კვ.მ-ზე. ლანდშაფტური დიზაინერის მომსახურება მოიცავს ეზოს და ბაღის დიზაინს, პროექტს, მცენარეების შერჩევას და მცენარეების დარგვის პროცესის ხელმძღვანელობას.

რა ჯდება ბინის სახლის რემონტი გაიგეთ ფასი

ბინების რემონტი
ბინის სრული რემონტი

არსებობს ასეთი მოარული აზრი რომ ბინის სრული რემონტი არასოდეს არ სრულდება, ის მხოლოდ რაღაც ეტაპზე ჩერდება. ეს ნათქვამი მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც რემონტს არაპროფესიონალებს და არაკეთილსინდისიერ სპეციალისტებს ანდობთ, ან ცდილობთ საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად გააკეთოთ ყველა სარემონტო სამუშაო.

მაგრამ ბინების რემონტს ჩვენ თუ დაგვიკვეთავთ, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ მაღალ დონეზე შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და გასაღების გადმოცემამდე მიყვანილ დასრულებულ ბინას. ვასრულებთ როგორც კოსმეტიკულ რემონტს, ასევე სრულ კაპიტალურ რემონტს, თქვენი სურვილების და რემონტზე გათვლილი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

ამ სფეროში გვაქვს უდიდესი გამოცდილება, რასაც მოწმობს ჩვენს მიერ საქართველოს მასშტაბით გარემონტებული ასეულობით ბინა და კომერციულო ობიექტი რემონტის პროცესში ეკონომიის გაკეთება გსურთ, ბინის რემონტი იაფად შეასრულოთ? ნუ გააკეთებთ ამას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე, რომლის გადაკეთება სულ ახლო მომავალში მოგიწევთ.

გააკეთეთ ეკონომია ჩვენთან თანამშრომლობით, პროექტის შექმნიდან მის რეალიზაციამდე ყველა სამუშაო პროცესს აწარმოებს ერთი კომპანია, გარანტიას გაძლევთ ერთი კომპანია და ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ უფასო აზომვით სამუშაოებს, უფასო და პროფესიონალურ კონსულტაციას, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოთა ამსახველ უფასო და გამჭვირვალე ხარჯთაღრიცხვას, დახმარებას საჭირო მასალების პოვნაში და შეძენაში და შეღავათიან ფასებს სარემონტო და სამშენებლო მასალების შეძენისას.
ბინის კომპლექსური კაპიტალური რემონტი საშუალებას გაძლევთ დროის მინიმალურ დროში მიიღოთ ტექნიკურად და ესთეტიკურად სრულად მოწყობილი და დასრულებული საცხოვრებელი და კომერციული ფართი. ჩვენი სპეციალისტები ასრულებენ:
 

• ყველა სახის სადემონტაჟო სამუშაოები 
• ტიხრების აშენება ბლოკით, აგურით, დასხმები
• ყველა სახის ლესვა, სხვადასხვა მასალით საჭიროებისამებრ
• იატაკის ბეტონის ჩასხმა,მოჭიმული იატაკი, თვითსწორებადი იატაკი. მოჭიმვა ხელით და აპარატით
• ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები
• სუსტი დენების გაყვანა (ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, სიგნალიზაცია, ვიდეოსათვალთვალო სისტემები, ინტერნეტის ქსელი)
• საიზოლაციო სამუშაოები ( ფუნდამენტიდან სახურავის იზოლაციამდე)
• წყალმომარაგების სისტემის გაყვანა,სანტექნიკა, კანალიზაცია, სავენტილაციო სისტემების მონტაჟი
• გათბობის ქსელის და გაგრილების სისტემის მონტაჟი, კონდიციონერის და გათბობის ქვაბის დაყენება
• თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟი, ნებისმიერი ტიპის სამუშაოები (ჭერი,გატიხვრა, შეფუთვები, თაღები)
• ფილებით მოპირკეთება, კაფელ-მეთლახის გაკვრა
• ბუნებრივი ქვით მოპირკეთება და კერამოგრანიტზე მუშაობა
• ბუხარის მოწყობა, ელექტრობუხარის მონტაჟი, ექსტერიერის გრილის და ბარბექიუს მშენებლობა
• ნებისმიერი სახის სამღებრო სამალიარო სამუშაოები, ღებვა,კედლის დეკორაცია, შპალერის გაკვრა
• ექსტერიერში პერგოლის, ფანჩატურის, პატიოს მოწყობა სხვადასხვა მასალით, მარკიზების მონტაჟი
• პარკეტის, ლამინატის, პარკეტის დაფის დაგება, პარკეტის მოხვეწა (ციკლოვკა), რბილი იატაკის მონტაჟი და ნებისმიერი ტიპის იატაკის დაგება-მოპირკეთება
• საყოფაცხოვრებო აქსესუარებისა და ელექტროტექნიკის მონტაჟილესვა: გაჯით, ქვიშა&ცემენტით, როტბანდით;
• ფრანგული გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, პლასტიკატის შეკიდული ჭერის, არმსტრონგის მონტაჟი
• მეტალო-პლასტმასის კარ ფანჯრების, ალუმინის, ხის კარ-ჯანჯრების ჩაყენება და დემონტაჟი, ვიტრაჟების მოწყობა
• სამშენებლო ნაგვის გატანა;
• რემონტის შემდგომ დალაგება, გარემონტებული ბინის დასუფთავება (ქლინინგ ჯგუფი).

გადახდა ხდება ეტაპობრივად, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რაოდენ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული შენობა-ნაგებობის რემონტი, თუნდაც ჩვენი ლოიალური საფასო პოლიტიკის მიუხედავად.

კერძო სახლის რემონტი ყოველთვის უფრო დიდი პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივ რამდენიმე ოთახიანი ბინის რემონტი. ამ შემთხვევაში მხოლოდ სტანდარტული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება ზედაპირული პროცესია.

კერძო სახლი ცოცხალი ორგანიზმივითაა. ელექტრო ქსელები, სავენტილაციო ქსელები და გათბობის ქსელები სახლის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. სადმე რომელიმე არტერიის მოშლა მთელი ორგანიზმის, მთელი სახლის შენობის ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.

ამიტომაა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობის და რემონტის დროს დაცული იყოს ყველა სტანდარტი, სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანი მასალებით და შედგენილი პროექტის სრული დაცვით.