დასრულებული 160 კვ.მ. ბინის რემონტი, ბაგებში

ჯგუფის მიერ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოები 

ბინის რემონტის პროექტი გამოირჩეოდა თავისი თანამედროვე სტილით. ბინის დიზაინში ნეოკლასიკაა გამოყენებული.

ასეთ შემთხვევაში ევრო რემონტი ითხოვს ახალ მიდგომებს და ასევე ახალი ტიპის მასალების გამოყენებას. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით ახალ ტენდენციებს.

სარემონტო სამუშაოების ეტაპების დაგეგმვა

ზოგადად ბინების რემონტი შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე დიდი კერძო სახლების რემონტი. მაგრამ აქ არის რამოდენიმე თავისებურება, როგორიცაა სამუშაო გრაფიკი (გამორიცხულია ჩვენი მხრიდან მეზობლების ზედმეტი შეწუხება) და ბინის მაღალსართულიანობა,რაც ართულებს მასალების ატანას და კორპუსთან მიდგომას. ამის გამო ყველა დეტალს ვიკვლევთ წინასწარ, რათა სწორად გამოვიყენოთ დრო და რესურსი.

რემონტი ბინის, თავისი განსაკუთრებული დეტალით

ამ ობიექტზე შესრულდა სამი საძინებლის რემონტი, დიდი მისაღები სამზარეულოთი, ფართე ჰოლი და ორი სველი წერტილი. სამზარეულოს და აბაზანის რემონტი და დაგეგმვა შესრულდა ისე, რომ სავენტილაციო სისტემის და გამწოვის პრობლემა არ შექმნილიყო, სახლში გამოირიცხა სუნის და ნესტის პრობლემა. ბინის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია ალუმინის და მინის კონსტრუქციით მისაღები ოთახისგან გამოყოფილი სამზარეულო.

შავი კარკასის მდგომარეობიდან ბინის რემონტი მიმდინარეობდა 5 თვემდე.

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები