თანამედროვე სახლი ვეძისში

ჩვენს მიერ შესრულდა არქიტექტურული პროქტი, სახლის მშენებლობა, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი შემდგომი სრული რემონტით

ამ თანამედროვე სახლის აშენება იყო საკმაოდ საინტერესო პროექტი. ვეძისში კომუნისტური პერიოდის უსახური სახლების ფონზე, ნანგრევებზე გამორჩეული არქიტეტურის კერძო სახლი ავაშენეთ. ის ჩვენს ნამუშევრებში გამორჩეულია როგორც სტილით, ასევე აშენების მეთოდით. ის კარგი მაგალითია პროფესიონალურად გაკეთებული არქიტექტურული პროექტის და შემდგომ პროფესიონალურად აშენებული სახლის. სახლი ორსართულიანია და აქვს სარდაფი, რომელიც ასევე საცხოვრებლად გამოიყენება. თანამედროვე სტილის ყველა ასპექტია დაცული, და ამის ფონზე სახლი საცხოვრებლადაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ასევე ვიმუშავეთ ეზოზე, აშენდა ღობე, გაკეთდა ლანდშაფტური დიზაინი და მწვანე ნარგავები.

სახლის აშენების პროცესში არაა გამოყენებული არც ერთი კოლონა და რიგელი.

მოგეხსენებათ რიგელები და კოლონების სიმრავლე ხშირად გიქმნით დისკომფორტს ახალ აშენებულ სახლებში. სახლის ყველა კედელი მონოლითურია.

მეორე ეტაპზე გაკეთდა სახლის სრული რემონტი, განახლებული ტექნოლოგიების გამოყენებით

სახლის სარემონტო სამუშაოების დროს დაცული იყო თანამედროვე ინტერიერის დიზიანი, ყველა დეტალი და მოსაპირკეთებელი მასალების მაღალი ხარისხი.

მიწის ნაკვეთის მომზადებით, მშენებლობით და სახლის შემდგომი სრული რემონტით, ეზოს კეთილმოწყობით პროცესი დავასრულეთ 14 თვეში

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები