თანამედროვე ტიპის შენობა, სავაჭრო ცენტრი აღმაშენებლის ხეივანზე

კომპანიის მიერ შესრულებული, სავაჭრო ცენტრისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტიპის შენობის მშენებლობა

ამ პროექტის მშენებლობა დაიგეგმა საკმაოდ თვალსაჩინო ადგილას, ქალაქის შესასვლელში. ამიტომ მისი კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო საინტერესო და მიმზიდველი.

შენობის არქიტექტურული პროექტირება

დაპროექტების დროს არქიტექტორებმა გაითვალისწინეს ფაქტორები, რომ შენობა იმ დროისთვის გაშლილ სივრცეში შენდებოდა და გზის პირას. უნდა ყოფილიყო შესაფერისი დიზაინის. შიდა დაგეგმარება უნდა ყოფილიყო ნებისმიერი სფეროს სავაჭრო ობიექტისთვის შესაფერისი. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია სარემონტო მასალების შოურუმი “New Design”.

შავი კარკასის სამშენებლო პროცესი 

შავი კარკასის მშენებლობა დავიწყეთ გაზაფხულზე და ხელშეკრულების მიხედვით, სეზონის ბოლოს ის დასრულებული უნდა ყოფილიყო. შესრულდა შენობის კარკასის ჩასხმა კოლონებით. მონოლითური ჩასხმითაა შესრულებული ფასადის მომრგვალებული ელემენტები. ასევე მონოლითურია შენობის კიბეც. კედლები შეივსო ბლოკით.

პროექტში იყო დაგეგმილი და გამოყენებული ახალი სამშენებლო ნორმები, რომელიც იმ დროისთვის დაწესდა.

თეთრი კარკასის მშენებლობა

შემდეგ ეტაპზე გადასვლისას თეთრი კარკასის აშენება იყო უკვე გაადვილებული და უფრო სწრაფად წარიმართა, რადგანაც ყველა სირთულე უკვ გარკვეული იყო და გადაჭრილი.  თეთრ კარკასში იგულისხმება ვიტრაჟების მოწყობა, ფასადის მოპირკეთება და შიდა გაყვანილობების ინსტალაცია.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავედით  შემობის შიდა სამუშაოებზე და კომუნიკაციების გაყვანაზე. სწორი დაგეგმვით, დამკვეთის მხრიდან დროული დაფინანსებით და გვერდში დგომით, პროექტი დავასრულეთ წინასწარ დაგეგმილ ვადებზე ადრე.

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები