კერძო სახლის მშენებლობა და რემონტი, კახეთი იყალთო

კერძო სახლის მშენებლობა სრული რემონტით, ობიექტი შესრულებული იყალთოში 

ჩვენ ვაშენებთ კერძო სახლებს საქართველოს ყველა რეგიონში. 2010 წლიდან დღემდე საკმაოდ ბევრი პროექტი შევასრულეთ ქალაქგარეთ. ერთ-ერთი შესასრულებლად საინტერესო ობიექტი გახლდათ აგარაკი, რომელიც ჩვენმა კომპანიამ ააშენა და სრულად გაარემონტა იყალთოში.

სახლის მშენებლობა ქალაქგარეთ

სახლების აშენება ქალაქგარეთ განსაკუთრებულ დაგეგმვას და კონტროლს მოითხოვს. სწორად უნდა იყოს შემუშავებული მასალების მიწოდების გრაფიკი და მეთოდი, რათა მშენებლობის ხარჯები არ გაიზარდოს. ამით ხელს პირველ რიგში დამკვეთს ვუწყობთ.

სახლი და დიზაინი ისე დაიგეგმა, რომ რეგიონისთვის დამახასიათებელი სტილის მატარებელიც ყოფილიყო და იმავე დროს თანამედროვე. პირველ რიგში ჩვენმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა იზრუნეს სახლის ვიზუალურ სილამაზეზე და კომფორტზე. პროექტის მიხედვით შედგა მშენებლობის და რემონტის ხარჯთაღრიცხვა და სწრაფი ტემპით დავიწყეთ სამუშაოები, რათა სიცივეს ხელი არ შეეშალა სახლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში დასრულებაში.

სააგარაკე სახლის შიდა დიზაინი დაპროექტდა ისე, რომ კომფორტული ყოფილიყო დიდი ოჯახისათვის დასასვენებლად. ოთახების გეგმარება მოსახერხებელია სტუმრების, ხანგრძლივი დროითაც, მისაღებად. აშენებული აგარაკი კოხტა და მყუდრო გამოვიდა.

საკუთარი სახლის აშენება და რემონტი

დამკვეთის მიწის ნაკვეთზე იდგა ძველი ხის სახლი. მშენებლობის დაწყებამდე ჩვენ მოვახდინეთ ძველი სახლის დემონტაჟი და ნაკვეთის გასუფთავება სამშენებლო ნაგვისგან. თეთრი კარკასის მშენებლობა კარგი ტემპებით დასრულდა, ოთხ თვეში.  შრომატევადი ეტაპი იყო ფასადის დახერხილი აგურით მოპირკეთება. აგურითაა შესრულებული სახლის თითქმის მთელი ფასადი.

შემდგომ ეტაპზე შევასრულეთ სახლის სრული რემონტი. დაიგო ლამინატი, კიბე მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით. სახლისთვის შესაფერის სტილში გარემონტდა სველი წერტილები. დეკორატიული აგური, ამჯერად თეთრი, შიდა ინტერიერშიცაა გამოყენებული.

დიზაინი და რემონტი მყუდრო სახლისთვის

სააგარაკე სახლების პროექტების ექსტერიერი და ინტერიერი განსხვავდება ქალაქის პროექტებისგან. იგი უნდა იყოს ბუნებასთან და ეზოს გამწვანებასთან შერწყმული, მეტად მყუდრო. სახლში უნდა იქმნებოდეს სიმშვიდის შეგრძნება. ამისთვის არაა აუცილებელი მაღალ ფასიანი მასალების გამოყენება. რემონტში შედარებით ბიუჯეტური მასალების კომბინირებით მიიღწევა კარგი დიზაინი.

ბოლო ეტაპზე ეზოს გამწვანების და განათების დაგეგმვაზე იმუშავა ჩვენმა ლანდშაფტის დიზაინერმა. ეზო გაყოფილია ზონებად, სადაც დასვენება და გართობა შეიძლება.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები