კლასიკური კერძო სახლის მშენებლობა და რემონტი დიღომში

ჯგუფის მიერ შესრულებული კერძო სახლის მშენებლობა და სახლის სრული რემონტი

ამ პროექტში ჩვენი ჯგუფის განსაკუთრებულად დიდი მოცულობის შრომაა ჩადებული, პირველ რიგში მის დაპროექტება და  დაგეგმარებაში. სახლის არქიტექტურაში, ჩანაფიქრის მიხედვით დაცული უნდა ყოფილიყო ამერიკული კოლონიალური სტილი. სახლის მშენებლობა დაიწყო არქიტექტურული პროექტის შექმნით.

დამკვეთს თავის მხრივ ქონდა ბევრი იდეა და სურვილები. გუნდმა არქიტექტორთან ერთად მოახერხა ამ ყველაფრის არქიტექტურულ პროექტში გაერთიანება. საკუთარი სახლის მშენებლობის პროცესში აქტიური იყო დამკვეთის ჩართულობა, ხშირად გვიწევდა ახალ ახალი იდეების დამატება და ცვლილება, მაგრამ მშენებლობა საინტერესოდ მიმდინარეობდა.

ინოვაციური მიდგომები სახლის მშენებლობა და რემონტისათვის

სახლის კომფორტულობისათვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არქიტექტურა და მშენებლობის გარდა, ჩვენმა გუნდმა იმუშავა სახლის ინტერიერის დიზაინზე და შესრულდა შავი კარკასის სრული რემონტი  კლასიკურ სტილში. გათვალისწინებული იქნა დიდი კიბე და ბუხარი. ოთახების დაგეგმარება ოჯახის თითოეული წევრისთვის კომფორტულად გაკეთდა.

სახლის მშენებლობა რემონტი გასაღების ჩაბარებამდე

სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში მოხდა თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული შერწყმა კლასიკასთან. აშენებული და გარემონტებული სახლი ჯგუფის დიზაინერების მიერ დაკომპლექტდა ავეჯით და აქსესუარებით. ლანდშაფტურმა დიზაინერმა იმუშავა ეზოს სილამაზეზე და კეთილმოწყობაზე.

ეს ორსართულიანი კერძო სახლის მშენებლობა დიდ დიღომში ნამდვილად არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი.

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები