კოტეჯის რემონტი, კოჯორი

ძველი აშენებული სახლის რემონტი განახლება

კოტეჯების აშენება და რემონტი ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის საინტერესოა, მითუმეტეს თუ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ქალაქგარეთ მიმდინარეობს. საცობების გარეშე და პროცესებიც უფრო დაუბრკოლებლად სრულდება.

ვაშენებთ და ვარემონტებთ არა მხოლოდ გრანდიოზულ მასშაბურ ობიექტებს, თითოეული დამკვეთი ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

პატარა სახლის პროექტები ფინანსურადაც მიმზიდველია და დროც ნაკლები ჭირდება. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე პატარა კოტეჯები უფრო ხელმისაწვდომია სარემონტოდაც.

პატარა კოტეჯის გარემონტება ბიუჯეტურად

ეს პატარა სახლი კოჯორში დამკვეთმა ასეთ მდგომარეობაში შეიძინა, რასაც ფოტოებში იხილავთ. დაგვხვდა დიდი ხნის მოუვლელი და პრობლემური მდგომარეობა.  საქმეს ართულებდა შეზღუდული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

რემონტის ეტაპები

ჩატარდა ბევრი სადემონტაჟო სამუშაო. გამოიცვალა ფანჯრები, შიდა კარები, კიბეები. ერთ-ერთ ოთახში ავაშენეთ ბუხარი. აშენდა გარე ტერასა.

პროექტი ჩვენმა დიზაინერმა შეადგინა და დამკვეთი აბსოლუტურად კმაყოფილი დარჩა მიღებული შედეგით. საერთოდ ძველი სახლის რემონტი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ სწორი დაგეგმვით და მასალების შერჩევით შესაძლებელია შეზღუდულ ბიუჯეტში ჩატევა.

ეზოს მოწყობა

თუ რადიკალური ცვლილებები არ გსურთ, ასევე შესაძლებელია ეზოს მოწყობა იაფად. შესრულდა სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე ნიადაგის განახლება. დენდროლოგიური სამუშაოები რემონტზე არანაკლებ დაგეგმვას მოითხოვს. მინიმუმამდე დაყვანილი ხარჯებით ეზო გავაკეთილშობილეთ და კომფორტული გავხადეთ. მოეწყო ეზოს დეკორატიული განათება. ამოვიღეთ და დავამონტაჟეთ წყლის ჭა. შეიცვალა ბილიკების საფარი.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები