ორსართულიანი სახლი ლისზე, თხინვალა

დიდი ორსართულიანი სახლი კლასიკურ სტილში

ჩვენი ჯგუფის მიერ შესრულებული კიდევ ერთი გამორჩეული სტილის პროექტი. კლასიკური სახლის აშენება არც თუ ისე მარტივია, იმიტომ რომ მას აქვს რთული კონსტრუქცია და პროექტის ყველა დეტალი არის წინასწარ კარგად გასათვლელი. ინტერიერი, ისევე როგორც სახლის ფასადები, დაიგეგმა კლასიკური რემონტი სტილის დაცვით და ისე რომ საცხოვრებლად კომფორტული და სრულყოფილი ყოფილიყო.

კლასიკური სახლის ინტერიერის დაგეგმვა

სახლის პროექტში დაიგეგმა ბევრი ფანჯარა და კარი, იმისთვის რომ ოთახები მაქსიმალურად ნათელი იყოს. მთავარ ჰოლს ამშვენებს არასტანდარტული ფორმის მონოლითური ბეტონის კიბე, რომელიც აერთიანებს მეორე სართულის ჰოლთან. განსაკუთრებით ყურადღებით დაიგეგმა ოთახების განლაგება, რადგანაც დამკვეთი ოჯახი მრავალწევრიანია და ყოველი წევრისთვის გაითვალა მყუდრო სივრცე. სახლის მშენებლობა რემონტი გრძელდებოდა დაახლოებით ერთ წლამდე.

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები